ფილოსოფია

პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი

ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს.
არაბული ხელოვნების მაგალითი კედელზე

შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია

არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა  და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ კალამის, სუფიზმისა და ისმაილიზმის მიმდევრებად. ესენი იყო ყველაზე გავლენიანი მიმართულებანი მუსულმანურ რელიგიაში. „კალამი“ ნიშნავს სიტყვას, ლაპარაკს. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ყურანი, როგორც ღვთის სიტყვა. ,,კალამის“ მიმართულების წარმომადგენლები მიზნად ისახავენ ამ სიტყვის გაგებას, განმარტებას (154.210).
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები

ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები

სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).
ქართველები ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის შესახებ

ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია: სასრული და უსასრულო

სასრულისა და უსასრულოს არსებას, ფართო აზრით, დასასრულის ქონება ან უქონლობა განსაზღვრავს. სასრული სწორედ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი დასრულებულია, დასასრულის მქონეა. უსასრულო, პირიქით, მოკლებულია დასასრულს, იგი არის უ-სასრულო, ე.ი. უდასასრულო, ანუ ის, რასაც არა აქვს დასასრული.
ზურაბ კაკაბიძე მდევარის ფონზე

ფილოსოფიური საუბრები: ხელოვნება და ფილოსოფია

ხელოვნებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის გარკვევისათვის თავდაპირველად ცალ-ცალკე მათი არსებითი თავისებურებები უნდა გავარკვიოთ…როგორც ცნობილია, ხელოვნების ნაწარმოების აღქმა სრულიად თავისებურ სიამოვნებასა და ტკბობას გვანიჭებს, ფილოსოფოსები ხშირად ჩაფიქრებულან ამ ტკბობის შესახებ და მისი არსების წვდომას ცდილან…
ეროვნული ბიბლიოთეკის სურათი ქართველი ფილოსოფოს-მეცნიერებისა

ფილოსოფიის შესავალი: ზნეობრივი სამყარო და ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მეცნიერება

ზნეობის საფუძველი – რას ემყარება მორალი? ადამიანის ბედნიერება და ქცევის შინაგანი განმსაზღვრელი.  კატეგორიული იმპერატივი. ავტონომია თუ ჰეტერონომია. ჰედონიზმი და რიგორიზმი. ეგოიზმი და ალტრუიზმი. მორალი და სამართალი. სიზიფოსის შრომა? პიროვნება და შინაგანი სამყაროს ჰარმონია.

მდევარი