სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა
სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც ფილოსოფია. მონათმფლობელური ეპოქის აზრის ისტორიაში სოკრატემ მთელი სისრულით პირველმა დაიწყო ბუნების მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების კვლევის ნაცვლად საზოგადოებრივი ცხოვრების უმთავრესი მოვლენების შესწავლა, რაც მომდევნო ეპოქების ფილოსოფიური აზრის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ხდება.
რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)
1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე სასწავლებელი ბართლომემ წარჩინებით დაამთავრა. განსაკუთრებით ეხერხებოდა მას მათემატიკა. ძველთა გადმოცემით, ბართლომეს დედა, ნაზლუ ხუციშვილისა, თურმე კენჭებზე ძალიან მარჯვედ ანგარიშობდა არითმეტიკის ოთხივე მოქმედებას, ამიტომ მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე მეზობლები ვაჭრებთან ანგარიშსწორებისას.1893 წლიდან ბართლომე ხუციშვილმა მოახერხა მშობლიურ კუთხეს – საინგილოს – დაჰბრუნებოდა მასწავლებლად. აქ იგი თავდავიწყებით შეუდგა ინგილო ხალხის განათლებასა და ახალი კულტურული ჩვევების გამომუშავებას. ამის გამო ბართლომემ მალე დაიმკვიდრა „ინგილო ხალხის ბიძის“ სახელი. ასევე დიდ პატივს სცემდნენ მას არაქართველებიც.
ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)
ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს.გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია) 1845 წლის 27 მარტს. 1866 წელს დაამთავრა ციურიხის უმაღლესი პოლიტექნიკური სასწავლებელი. სტუდენტობის წლებში რენტგენი დაინტერესებული იყო ფიზიკით, რამაც მას საშუალება მისცა 1868 წელს დაეცვა დისერტაცია ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანი (A. A. ФРИДМАН)
ფიზიკის ისტორიაში არც თუ იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი შედარებით მცირე ხანს ცოცხლობს, მაგრამ თავისი შემოქმედების მოკლე პერიოდში ქმნის ისეთ მნიშვნელოვან შრომებს, რომლებიც მას უკვდავების სახელით მოსავს. ასეთები იყვნენ: ევანჯელისტა ტორიჩელი (1608-1647), ბლეზ პასკალი (1623-1662), გეორგ რიხმანი (1711-1753), იოზეფ ფრაუნჰოფერი (1787-1826), ჟან ფრენელი (1788-1827), სადი კარნო (1796-1832), სოფია კოვალევსკაია (1850-1891), პიერ კიური (1856-1906), ჰენრიხ ჰერცი (1857-1894), მარიან სმოლუხოვსკი (1872-1917) და სხვ. ასეთი ბედის ფიზიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება საბჭოთა ფიზიკოსი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრიდმანიც.
ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)
გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პროფ. დ. უზნაძისა და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით ა. ბოჭორიშვილი დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროს მოსამზადებლად. 1928-1933 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე.
დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო.
მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას კი თავიდან ბოლომდე მკითხველს უტოვებს. ჩემი აზრით, მკითხველმაც, თავიდანვე უნდა მონახოს საკუთარი რაციო და კითხვას ისე შეუდგეს.
იოჰან კეპლერის ბიოგრაფია
ფიზიკისა და ასტრონომიის ისტორიაში მრავალი გენიალური მეცნიერი შევიდა. ყოველმა მათგანმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ამ დარგების განვითარებაში. მაგრამ მომდევნო საუკუნეების ახალმა აღმოჩენებმა და თეორიებმა წინა საუკუნეების სწავლულთა მეცნიერული მიღწევები შეცვალა, შეავსო ან სრულიად უკუაგდო. ზოგიერთი დიადი აღმოჩენით კი მათი ავტორების სახელები სამუდამოდ დარჩა მეცნიერების ისტორიაში. ასეთებია: არქიმედე, ტორიჩელი, პასკალი, ბრუნო, გალილეი, ნიუტონი, კოპერნიკი, ჰერშელი, ფარადეი, ამპერი, ბეკერელი, რენტგენი, პოპოვი, პლანკი, აინშტაინი, ბორი და სხვ. ასეთ მეცნიერთა შორის უდავოდაა გერმანელი ასტრონომი და ფიზიკოსი ი ო ჰ ა ნ კ ე პ ლ ე რ ი ც.
ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია
საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, – მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს ჩართულობას პოლიტიკაში და სულ მცირე ეჭვის შემთხვევაში აპატიმრებდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ციმბირში, სადაც საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რეპრესირებულ ქართველებს მძიმე სამუშაოზე ასაქმებდნენ. წლობით გადასახლებას უსჯიდნენ, ხშირად ვადის ამოწურვის შემდეგ ე. წ. „თავისუფალი გადასახლებით“ უცვლიდნენ სასჯელს, – რეპრესირებულ ადამიანს არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება.
შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა
შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომდევნო თაობებისთვის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანად, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართული ჰუმანიტარული აზრის განვითარებას. მისი წიგნები, ცოდნის მრავალ დარგში საფუძვლისდამდები და ახალი გზების გამკვლევი ნაშრომები, ჩვენი მეცნიერების შემდგომი წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი პირობა და საწინდარია. შ. ნუცუბიძის ორიგინალური ფილოსოფიური ნააზრევი, მრავალრიცხოვანი გამოკვლევები, ქართული და ევროპული სულიერი კულტურის შესწავლის თვალსაზრისით, მისი გონების ძალასა და სიღრმეს ცხადყოფს და ჭეშმარიტების მგზნებარე, თითქმის გააფთრებულ ძიებაზე მეტყველებს. მან დიდი და შინაარსიანი ცხოვრება განვლო და ყოველთვის ღირსეულად ატარა მეცნიერისა და მამულიშვილის სახელი, ვიდრე უნივერსიტეტის ბაღში სამუდამოდ განისვენებდა.