-

სტატისტიკის ფილოსოფია
სტატისტიკა ერთ-ერთი იმ დისციპლინათაგანია, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად უნდობლად უყურებენ. მსგავსი შეფასება, ერთი მხრივ, ასახავს სტატისტიკური მონაცემების არასწორ გამოყენებასა და ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, თავად დისციპლინის ღრმა გაუაზრებლობას. ამ სტატიის მთავარი თეზისია, რომ სტატისტიკა უსამართლოდაა შერაცხული მცდარ მეცნიერებად, მაშინ, როდესაც სტატისტიკური აზროვნების ლოგიკა უმნიშვნელოვანესია როგორც მეცნიერული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავარი კითხვა, რომელსაც ტექსტი პასუხობს, არის:…
-

ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა
მითოლოგიით დავიწყოთ. ერთხელ ახალგაზრდა პიროვნებამ საკუთარ თავს ჰკითხა, – როდესაც დამზერად სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როცა სხვაგვარს ვერაფერს ხედავ, როგორ უნდა გაჩენილიყო აზრი უთავბოლო, შემოუსაზღვრელი სიდიდის შესახებ? ახალგაზრდა პიროვნებამ დაიწყო ფიქრი პირველ ადამიანებზე, რომლებიც, ალბათ, გარემოებაში მხოლოდ კანონზომიერებებს ამჩნევდნენ, ერთმანეთში გარდამავალ წესრიგს. ამიტომაც, თუკი დაინტერესებოდნენ, რა იყო მანამდე, ვიდრე თვითონ, ვიდრე არსებობა, ლოგიკურად…