ანთროპოლოგია

აზიური სტერეოტიპი

აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი

თანამედროვე კინემატოგრაფიაში გარკვეული ცრუ საზრისების ჩამოყალიბება და მათი საშუალებით ცალკეული რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპული ხატის შექმნა საკმაოდ გავრცელებულია. სიუჟეტურ ხაზებში ცალსახად გამოყოფილი იდენტობის მსაზღვრელებისა და გამორჩეული ქცევის ნაკრებების მინიჭება პერსონაჟებისთვის, თავის მხრივ, აყალიბებს ცოდნას მათი მსგავსი ადამიანების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მიდგომა მიზანმიმართულად განმეორებადი და აღქმადია. ამჯერად ვიმსჯელებ აზიელი პერსონაჟებისათვის მიკერებული მახასიათებლების თავისებურებებზე მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიაში; ვეცდები გამოვყო ის ძირითადი თავისებურებები, მსგავს პერსონაჟთა ფილმებში გამოსახვისას რომ ვაწყდებით, და გავაანალიზო  საშუალებები, რომლებითაც ყალიბდება ორიენტალისტური ხატი ეთნიკურად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების შესახებ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავხსნათ თავად ორიენტალიზმის მნიშვნელობა და ის, თუ რა შემთხვევებში გამოვიყენებთ ორიენტალისტურ თეორიებს მოცემული მსჯელობისას.
თუშეთი რიტუალები

თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

თემურ თუშეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო ხატი ჰქონდა, სადაც სადგურებდა გვარის მფარველი ღვთაება. ამ ხატთან წლის განსაზღვრულ დროს მთელი საგვარეულო იკრიბებოდა და გვარის დეკანოზიც ხალხს ამწყალობლებდა. წარმართული დროის ეს ხატები თუშეთში დღესაც მრავლადაა დაცული და თითოეულ სოფელს თავისი სამლოცველო ნიშანი აქვს, სადაც დაცულია ხატის დროშები და რიტუალური ჭურჭელი.
protest

ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან

“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.
ტიბეტელი ბერი თავს იწვავს მანქანის წინ

სიმბოლური თვითმკვლელობა: თავის დაწვის რიტუალი ტიბეტურ ბუდიზმში

თავის დაწვის რიტუალი გარკვეული მოვლენის მიმართ, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოებები, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესს მნიშვნელოვნად აქცევს ის ფაქტი, რომ თავის დაწვის რიტუალი პროტესტის უკიდურეს ფორმად ჩამოყალიბებისთანავე თავის თავში გულისხმობს საჯაროობის აუცილებლობას. თუკი ადამიანი პროტესტის ნიშნად იწვავს თავს, მას აუცილებლად სჭირდება მაყურებელი: სწორედ მაყურებლის ცნობიერების შესაცვლელად აკეთებს თვითმკვლელი ამ ყველაფერს. ამ გამაოგნებელმა სანახაობამ მნახველს უნდა აიძულოს, კონკრეტული პიროვნული თუ საზოგადო ცვლილებებისკენ გადადგას ნაბიჯები სწორედ იმ პრობლემის გამოსასწორებლად, რომელსაც თვითმკვლელი საჯაროდ გმობს. 
ბუდა მშვიდ გარემოში

ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

„ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან დრაკონის კულტი ჰქონდა, და არასოდეს გავრცელებულა იმ ქვეყნებში, რომლებშიც დრაკონის მოკვლა საგმირო საქმედ მიიჩნევა ან გველებს კაცობრიობის უბედურებები ბრალდება“
რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული თავსაბურავით. მაშინ, როცა ლოცვის დრო ახლოვდება და აზანი[2] იწყება, მეჩეთის მინარეთიდან[3] საკმაოდ ხმამაღლა ისმის მუეძინის[4] ხმა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს, – მოსახლეობა სახლში შედის ან მეჩეთისკენ მიიჩქარის, რომ ზუსტ დროს ილოცოს.

მდევარი