რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

უახლესი ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

დევნილები სამშვიდობოზე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან

ანანო ყავალაშვილი

"მდევარის "ავტორთა სვეტი

ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა

მითოლოგიით დავიწყოთ. ერთხელ ახალგაზრდა პიროვნებამ საკუთარ თავს ჰკითხა, - როდესაც დამზერად სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როცა სხვაგვარს ვერაფერს ხედავ, როგორ უნდა გაჩენილიყო აზრი უთავბოლო, შემოუსაზღვრელი სიდიდის შესახებ? ახალგაზრდა პიროვნებამ დაიწყო ფიქრი პირველ ადამიანებზე, რომლებიც, ალბათ, გარემოებაში მხოლოდ კანონზომიერებებს ამჩნევდნენ, ერთმანეთში გარდამავალ წესრიგს. ამიტომაც, თუკი დაინტერესებოდნენ, რა იყო მანამდე, ვიდრე თვითონ, ვიდრე არსებობა, ლოგიკურად ჩათვლიდნენ, რომ იქნებოდა ის, რაც ახლა არ არის, ანუ შებრუნებული - უწესრიგობა (და ასეცაა უძველესი ცივილიზაციის მითებშიც). თუკი არსებობისას ყველაფერი იწყება და მთავრდება, არსებობამდელ ქაოსში უნდა ყოფილიყო დაუსრულებლობა. ახალგაზრდა პიროვნება მოსაზრებულმა პასუხმა დააკმაყოფილა და ფიქრიანი ცხოვრება განაგრძო.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია

რელიგია, როგორც ადამიანების ცხოვრების პირადი წესი, ერთმნიშვნელოვნად ახალი იდეაა დასავლურ სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში სწორედ რელიგიური სტრუქტურების გარშემო ყალიბდებოდა საზოგადოებები - რელიგია და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელი, განურჩეველი იყო. ამ სინამდვილეში ათეიზმი, როგორც მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოქტრინა, მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვეობაში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მისი საწყისები მსოფლიოს ადრეულ ეპოქებში მაინც შეიძლება ვეძიოთ. თუმცა პასუხი მრავალ კითხვას უნდა გაეცეს: რას გულისხმობს ათეიზმის ჩამოყალიბებული დოქტრინა და მისი საწყისები? რა არსობრივი დატვირთვის იყო ათეიზმი წარსულში და რა მნიშვნელობისაა ახლა? როგორი იყო ათეისტური აზრის განვითარების ისტორიული საფეხურები?

“მდევარის” თარგმანთა სვეტი

წარსულის განგრძობითობა – პოლიტიკური უთანასწორობის თაობათაშორისი გადაცემა

პოლიტიკის სოციალიზაციის ათწლეულების განმავლობაში კვლევამ ცხადყო, რომ პოლიტიკაში ჩართული ხალხის შვილები ამ მხრივ მშობლების გზას აგრძელებენ. ეს მოცემულობა დემოკრატიისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, რადგანაც პოლიტიკური უთანასწორობა შესაძლოა მომავალ თაობებს გადაეცეს. წინამდებარე კვლევა ამტკიცებს, რომ პრობლემა იმაზე ყურადსაღები და სახიფათოა, ვიდრე აქამდე გვეგონა. მიზეზი გახლავთ ის, რომ წარსულში ჩატარებული კვლევები მხოლოდ ორ თაობას შეისწავლიდა და უგულებელყოფდა ბებია-ბაბუათა ან დიდ ბებია-ბაბუათა გავლენას. ჩვენს ნაშრომში გამოვიყენებთ შვედეთის რეესტრის მონაცემებს არჩევნებში მონაწილეობის მიხედვით თაობათაშორისი მსგავსებების გასაანალიზებლად. ემპირიული შედგები ცხადყოფს, რომ ტრადიციული მიდგომა - მხოლოდ ორი თაობის შესწავლა - თაობათა შორის მსგავსებებს სრულყოფილად ვერ შეგვაცნობინებს; მეტიც, თაობათა შორის კავშირს იმაზე ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოგვიჩენს, ვიდრე სინამდვილეშია. რამ გამოიწვია თაობათა შორის უფრო დიდი მსგავსება, ვიდრე ამას ორი თაობის მოდელი ვარაუდობდა? ამას ნათელს ჰფენს როგორც გენეტიკის, ისე სოციალიზაციის გავლენის შესწავლა.

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი