კონფლიქტოლოგია

ინფორმაციული ომი

საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან

საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები? სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი განსაზღვრება, ვიტყოდი, რომ იცვლება ეპოქებისა და  პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით. ზოგნი საინფორმაციო ომს განმარტავენ, როგორც სამხედრო ოპერაციების თანადროულ მოქმედებას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ოპერაციებს, რომლებიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისა და განსაზღვრული ჯგუფების აზრის შესაცვლელად ტარდება.
informational war eto

საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან

საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და საინფორმაციო არხების შექმნა, შემდეგ კი მათი მეშვეობით ტყუილების გავრცელება. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ახალი გზაა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი დაწესებულების შექმნა. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, არსებობს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, რომლებიც ტყუილების გასაბათილებლად საკითხებს ამოწმებენ და წერენ; სწორედ ასეთ დაწესებულებებად წარმოაჩენენ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ არხებს. მაგალითად, 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე შექმნა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გადამოწმებულ ინფორმაციას, დადგენილ ტყუილებს იღებენ და ცდილობენ, რომ სინამდვილე, ფაქტი გააბათილონ. მათი მიზანია საზოგადოების დაბნევა და ფაქტების გადამმოწმებელი ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა; ისეთი განწყობის შექმნა, რომ თითქოს არაფერი არ არის სანდო.
დანგრეული ფონი მთიანი ყარაბაღისა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარდამავლობა: ქართული აღქმა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის ფაზლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე – დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად და ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნებასა და გაფართოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი გარდამტეხი მოვლენა იყო კონფლიქტის გარდამავლობის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა თურქეთის როლი და ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და, შესაბამისად, მთლიანად რეგიონის პოლიტიკაში. 2023 წლის 22 მაისს კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა ცნოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტური რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად შესაბამისი პირობებით. აღნიშნული განვითარება უკიდურესად ცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და აჩენს მისი მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკას მრავალი მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც გადაჯაჭვულია მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკასა და რეგიონში მშვიდობასთან.
ნახევრად დამწვარი უკრაინის დროშა ცეცხლის ფონზე კიევის პროტესტისას

უკრაინის “ღირსების რევოლუცია”

უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში მაიდანზე მდგომი უკრაინის მოქალაქეების მიზნებიც დიდი იყო, – ითხოვდნენ პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ევრომაიდნის პროტესტმა, შეიძლება ითქვას, რომ გადაასხვაფერა უკრაინის საგარეო პოლიტიკა, რასაც პირდაპირ უკავშირდება 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენცია.

მდევარი