პოლიტოლოგია

წმინდა ნინოს ჯვარზე შემოხვეული საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა

ქართული ნაციონალიზმის გზა ეთნონაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე

ნაციონალიზმი და ერი იმგვარი ცნებებია, რომელთა ახსნა და თეორიულ ჩარჩოში მოქცევა რთულია. ჰიუ სეტონ-უოტსონი აღნიშნავს, რომ ,,არ მოიძებნება ერის არავითარი ,,მეცნიერული ახსნა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა მაინც არსებობდა და დღესაც არსებობს“ (ანდერსონი, 2003, 18). ერთის თქმა შეგვიძლია ზუსტად: ნაციონალიზმი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ამას ისტორიაც გვიდასტურებს.
გაკრული იესო ქრისტე

თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი

ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი  მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.
რუსული პროპაგანდა დასავლეთში

რუსული პროპაგანდა დასავლეთში

რუსულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდასავლურ განწყობას თავისი ისტორია აქვს, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო იდეოლოგემის სახე. იდეოლოგემა, თავის მხრივ, მოიაზრებს იდეათა წყებას, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ნიშნებისა და სიმბოლიკების სახით გამოიხატება. რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა ერთგვარად ჩამოყალიბებულია დასავლეთის, როგორც მტრის, ხოლო რუსეთის, როგორც მხსნელისა და მესიის ხატებაზე, პროპაგანდა კი დიდწილად წარიმართება რუსოფობიისა და კატეხონის იდეებზე დაყრდნობით.
ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

ავტორი: ოთო გულბანი კორექტორი: მარიამ გორდაძე საზღვარი, დღევანდელი გაგებით, არის ხაზი, რომელიც ყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ  დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებისა […]
რუსული არმიის სურათი 25 თებერვალიდან

რა დავკარგეთ 25 თებერვალს?

1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი მიმდინარე მოვლენების აღწერისას წერს: “ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა”.
მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კლასიკური საკითხია პოლიტიკის მეცნიერებასა და, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის იდეა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პროტაგორასთან გვხვდება და ფიგურირებს პლატონის “კრიტოს” არსებითად მნიშვნელოვან ეპიზოდში – როგორც არგუმენტი სოკრატეს ციხეში დარჩენისა. მიუხედავად მოცემული საკითხის ანტიკური საწყისებისა, მისი, როგორც თეორიის, თანამედროვე სახით ჩამოყალიბება თავდაპირველად თომას ჰობსის, ხოლო შემდეგ ჯონ ლოკისა და ჟან – ჟაკ რუსოს დამსახურებაა.

მდევარი