სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

აზიური სტერეოტიპი

აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი

თანამედროვე კინემატოგრაფიაში გარკვეული ცრუ საზრისების ჩამოყალიბება და მათი საშუალებით ცალკეული რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპული ხატის შექმნა საკმაოდ გავრცელებულია. სიუჟეტურ ხაზებში ცალსახად გამოყოფილი იდენტობის მსაზღვრელებისა და გამორჩეული ქცევის ნაკრებების მინიჭება პერსონაჟებისთვის, თავის მხრივ, აყალიბებს ცოდნას მათი მსგავსი ადამიანების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მიდგომა მიზანმიმართულად განმეორებადი და აღქმადია. ამჯერად ვიმსჯელებ აზიელი პერსონაჟებისათვის მიკერებული მახასიათებლების თავისებურებებზე მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის კინემატოგრაფიაში; ვეცდები გამოვყო ის ძირითადი თავისებურებები, მსგავს პერსონაჟთა ფილმებში გამოსახვისას რომ ვაწყდებით, და გავაანალიზო  საშუალებები, რომლებითაც ყალიბდება ორიენტალისტური ხატი ეთნიკურად შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების შესახებ. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ავხსნათ თავად ორიენტალიზმის მნიშვნელობა და ის, თუ რა შემთხვევებში გამოვიყენებთ ორიენტალისტურ თეორიებს მოცემული მსჯელობისას.
ინფორმაციული ომი

საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან

საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები? სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი განსაზღვრება, ვიტყოდი, რომ იცვლება ეპოქებისა და  პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით. ზოგნი საინფორმაციო ომს განმარტავენ, როგორც სამხედრო ოპერაციების თანადროულ მოქმედებას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ოპერაციებს, რომლებიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისა და განსაზღვრული ჯგუფების აზრის შესაცვლელად ტარდება.
informational war eto

საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან

საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და საინფორმაციო არხების შექმნა, შემდეგ კი მათი მეშვეობით ტყუილების გავრცელება. დეზინფორმაციის ერთ-ერთი ახალი გზაა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი დაწესებულების შექმნა. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, არსებობს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები, რომლებიც ტყუილების გასაბათილებლად საკითხებს ამოწმებენ და წერენ; სწორედ ასეთ დაწესებულებებად წარმოაჩენენ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ არხებს. მაგალითად, 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე შექმნა ფაქტების გადამმოწმებელი ყალბი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გადამოწმებულ ინფორმაციას, დადგენილ ტყუილებს იღებენ და ცდილობენ, რომ სინამდვილე, ფაქტი გააბათილონ. მათი მიზანია საზოგადოების დაბნევა და ფაქტების გადამმოწმებელი ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა; ისეთი განწყობის შექმნა, რომ თითქოს არაფერი არ არის სანდო.
თუშეთი რიტუალები

თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

თემურ თუშეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო ხატი ჰქონდა, სადაც სადგურებდა გვარის მფარველი ღვთაება. ამ ხატთან წლის განსაზღვრულ დროს მთელი საგვარეულო იკრიბებოდა და გვარის დეკანოზიც ხალხს ამწყალობლებდა. წარმართული დროის ეს ხატები თუშეთში დღესაც მრავლადაა დაცული და თითოეულ სოფელს თავისი სამლოცველო ნიშანი აქვს, სადაც დაცულია ხატის დროშები და რიტუალური ჭურჭელი.
urbanizacia

ქართული ურბანიზაციის შესახებ, ვატო ლეჟავა

“მდევარის” მეთექვსმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოს მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის მეორე მოპასუხეა ვატო ლეჟავა. იგი არქიტექტურის სკოლის ურბანული განვითარების ისტორიის კურსს უძღვება თავისუფალ უნივერსიტეტში.ვატო ლეჟავა – შტუტგარტის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიპლომირებული არქიტექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.
shpotva

შფოთვის ისტორია: ჰიპოკრატედან DSM1-მდე

ტატიაში აღწერილია შფოთვითი აშლილობების ნოზოლოგიის ისტორია. ბერძენმა და რომაელმა ექიმებმა თუ ფილოსოფოსებმა შფოთვა განასხვავეს ყველა სხვა ტიპის უარყოფითი აფექტისგან და განსაზღვრეს, როგორც კლინიკური აშლილობა. ანტიკური ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ტექნიკებს უშფოთველი გონებისთვის, რომლებიც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომების მსგავსია. კლასიკურ ანტიკურობასა და გვიან მე-19 საუკუნეს შორის არსებულ პერიოდში შფოთვა არ ჯგუფდებოდა ცალკეულ დაავადებად. მიუხედავად ამისა, გვხვდებოდა შფოთვითი აშლილობის გამოვლინების ჩვეული შემთხვევები, თუმცა განსხვავებული სახელით. მე-17 საუკუნეში რობერტ ბარტონი აღწერს შფოთვას ნაშრომში „მელანქოლიის ანატომია“.
darwin

სახეობის პრობლემა ბიოსისტემატიკაში: ჩარლს დარვინი სახეობების შესახებ

დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველის ჩ. დარვინის თხზულების – „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის წელს (1859) გამოქვეყნდა ფრანგი ბოტანიკოსის დ. გორდონის გამოკვლევა, რომელშიც ასახულია ავტორისა და მის მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა დამოკიდებულება სახეობის ზოგადი თავისებურებების მიმართ. აი, ამ შრომის ზოგიერთი ძირითადი დასკვნა: სახეობები, როგორც წესი, არ იცვლებიან, ამიტომ ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხოლო ტიპური ფირმები ბევრად აღემატება შუალედურს; სახეობა შესაძლოა გადაშენდეს, იგი შეიძლება გადავიდეს სხვა საარსებო გარემოში, მაგრამ არ იცვლება. სახეობები მონოტიპურია, ტიპიდან გადახვევა შემთხვევითი, შექცევადი და იშვიათი მოვლენაა.
protest

ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან

“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.
angia

ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)

გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.  პროფ. დ. უზნაძისა  და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით ა. ბოჭორიშვილი დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესოროს მოსამზადებლად. 1928-1933 წლებში მუშაობდა უნივერსიტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე.
Paolo Iashvili

დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები

მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო. მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას კი თავიდან ბოლომდე მკითხველს უტოვებს. ჩემი აზრით, მკითხველმაც, თავიდანვე უნდა მონახოს საკუთარი რაციო და კითხვას ისე შეუდგეს.
urbanizacia

ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან

„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright  2015-2016) და მკვლევარი.
natadze

განწირულობის ფილოსოფია, ქცევის მერლო-პონტისეული ხედვის კრიტიკისათვის

მორის მერლო-პონტი (1908-1961) ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია. მისი ლიტერატურული წყაროებია, პირველ ყოვლისა, ჰუსერლი და კრიტიკული ფილოსოფიის ტრადიცია, აგრეთვე დეკარტი. მერლო-პონტის ფილოსოფიას ამოსავლად ჰუსერლის ფენომენოლოგია აქვს. მისი გზა აქედან ეგზისტენციალიზმისაკენ, არსებითად, დამოუკიდებელია. მისი პირველი ფუძემდებელი შრომა „ქცევის სტრუქტურა“ გამოქვეყნებულია სარტრის „ყოფიერებასა და არარაზე“ ერთი წლით ადრე (1942 წ), ხოლო ჰაიდეგერის „ყოფიერებისა და დროის“ შესახებ იგი იმ აზრისაა, რომ ეს „მხოლოდ ახსნაა ჰუსერლის „სამყაროს ბუნებითი ცნებისა“ («Natürlicher Weltbegriff»), ანუ „ცხოვრების სამყაროსი“ («Lebenswelt»), რომლებიც მან, თავისი სიცოცხლის დასასრულს, ფენომენოლოგიას პირველ თემად დაუტოვა“.

მდევარი