სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

kepleri

იოჰან კეპლერის ბიოგრაფია

ფიზიკისა და ასტრონომიის ისტორიაში მრავალი გენიალური მეცნიერი შევიდა. ყოველმა მათგანმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ამ დარგების განვითარებაში. მაგრამ მომდევნო საუკუნეების ახალმა აღმოჩენებმა და თეორიებმა წინა საუკუნეების სწავლულთა მეცნიერული მიღწევები შეცვალა, შეავსო ან სრულიად უკუაგდო. ზოგიერთი დიადი აღმოჩენით კი მათი ავტორების სახელები სამუდამოდ დარჩა მეცნიერების ისტორიაში. ასეთებია: არქიმედე, ტორიჩელი, პასკალი, ბრუნო, გალილეი, ნიუტონი, კოპერნიკი, ჰერშელი, ფარადეი, ამპერი, ბეკერელი, რენტგენი, პოპოვი, პლანკი, აინშტაინი, ბორი და სხვ. ასეთ მეცნიერთა შორის უდავოდაა გერმანელი ასტრონომი და ფიზიკოსი  ი ო ჰ ა ნ   კ ე პ ლ ე რ ი ც.
ganatleba

სახალხო განათლების სამინისტროს პოლიტიკა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში

ავტორი: ნატა გოგიტიძე რედაქტორი: ბექა იობიძე კორექტორი: თაკო ინასარიძე წინათქმა „მრავალ საკითხთა შორის, რომელიც რუსეთის რევოლუციამ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებამ წამოაყენა, ერთი პირველთაგანი ადგილი ჩვენი სკოლის რეორგანიზაციის საკითხს უჭირავს“, – ამ სიტყვებით იწყება 1919 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის, მიერ მინისტრთა საბჭოსთვის წარდგენილი მოხსენება „საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ“. […]
transport

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი თანაქმედება: სოციოლოგიურ თეორიათა მოკლე მიმოხილვა

თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, – უზრუნველყოფს მიმოსვლას, რაც, თავისთავად, საზოგადოებრივი, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის შესაძლებლობას ქმნის. რამეთუ ტრანსპორტი არა მხოლოდ გარემოს ნაწილი, არამედ, ასევე, საგულისხმო შუამავალია გარემოსა და ჩვენ შორის, ის დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ თანაქმედებაზე, განწყობასა და, ზოგადად, ცხოვრებაზე.
ძველმოდურუი კომპიუტერი ძველმოდური მაუსით და კლავიატურით

ელექტორნული კომერციის განვითარება საქართველოში

რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტგავრცელების აღმავლობასთან ერთად ელექტრონული კომერციის (ელ. კომერცია) სახით მსოფლიოს ახალი ინდუსტრია შეემატა, რომელიც დღემდე საკმაოდ მზარდი სიჩქარით ვითარდება. ელექტრონული კომერციის მეშვეობით, უამრავი ნაწარმითა და მომსახურებით ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტისა და კომპიუტერული ქსელების დახმარებით გახდა შესაძლებელი. 
ადრიან ჰელვეციუსის პორტრეტი

XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი:  ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი

დეკარტის იდეალიზმის მიერ გასენდის მატერიალიზმის გავლენა საფრანგეთში ძალზე შეიზღუდა, მაგრამ არასდროს გამქრალა. მისმა გავლენამ ხელი შეუწყო დეკარტის მოწაფეს, ჰოლანდიელ ექიმ ჰენდრიკ ლერუას (1598-1679), მასწავლებლის დუალიზმიდან მატერიალისტურ მონიზმზე გასულიყო და სული, როგორც მარქსი წერს, „სხეულის მოდუსად“ ეღიარებინა. დეკარტის მეტაფიზიკის, მისი თანშობილ იდეათა შესახებ მოძღვრების უარყოფა, ფრანგი მატერიალისტების შემეცნების თეორიას აუცილებლობით ემპირიზმის ხაზით წარმართავდა, მაგრამ ემპირიზმის ტრადიციულ მეთოდებს უჭირდათ ოკაზიონალისტებისა და, განსაკუთრებით, ლაიბნიცის შეხედულებათა უარყოფა
ამოტრიალებულ მერხზე მჯდომი ბავშვი

ქართული სასკოლო განათლება

დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო განათლების ხარისხის ზრდასა და პროგრამის განვითარებას, თუმცა დროის სვლასთან ერთად საბაზისო განათლების სისტემა გაუმართავი და არაეფექტური რჩება.
აწეული ხელი ქართული სოციალიზმის სიმბოლოდ

ქართული სოციალიზმის პარტიული ისტორია

პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში. 
ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან

ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან

ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს უფრო მეტი აღქმა აქვთ რეალობისა, ვიდრე კაცებს. კაცები მამაკაცური უპირატესობით იზრდებიან და მოკლედ, ”თავი ჰგონიათ ძალიან მაგარი ტიპები”, მაგრამ არ არიან სინამდვილეში.
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი

მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი

მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად.
ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა

ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომში იმპერატორის ხელისუფლების დამკვიდრება მაჩვენებელი იყო მონათმფლობელური სისტემის სისუსტისა და არა მისი ძლიერებისა. ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომს უდიდესი მიღწევები მიეწერება საგარეო პოლიტიკაში. რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი პოლიტიკური ცხოვრება გამოიცვალა, მაგრამ ეკონომიკა უცვლელი დარჩა; ამან გამოიწვია რესპუბლიკის კრიზისი და არევ-დარევა გაბატონებული კლასის ბანაკში. ყველას ეგონა, რომ იმპერატორის მტკიცე დიქტატურა იხსნიდა მდგომარეობას. შემოიღეს იმპერატორის კულტიც და იგი ღმერთების რიგში ჩააყენეს. მართალია, სიტყვას ხანდახან ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ დროებით. იმპერიაში კიდევ უფრო გამძაფრდა და არ შენელებულა არეულობა, კლასთა ბრძოლა და საპასუხო შერკინებების ცდა დაპყრობილი ქვეყნების მხრივ. ერთი სიტყვით, გარეგნულად ძლევამოსილი და ბრწყინვალე იმპერატორების რომი შინაგანად მობერებულია.
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა

კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა

ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა

De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა

მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.

მდევარი