-

ჟორჟ ბატაი და ცნობიერების მსხვერპლშეწირვა
თომას ჰობსი 1668 წლის ,,ლევიათანის“ გამოცემაში წერს, რომ ,,ცოდნა ძალაა“, – დიდი ალბათობით, ფრენსის ბეკონის შთაგონებით, რომლის ხელქვეითიც იყო იგი ახალგაზრდობაში და რომელმაც 1597 წლის ,,წმინდა მედიტაციებში“ განაცხადა, რომ ,,ცოდნა თავისთავად არის ძალა“. განმანათლებლობის ეპოქის მთავარ მსაზღვრელადაც სწორედ ეს იდეა იქცა – ადამიანმა უნდა დათმოს უმეცრება, შიში და ცრურწმენა, რათა კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდეს. განმანათლებლობის ეპოქამ…
-

კვანტური ონტოლოგია, ანუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია
თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში უთქმელი, საზიარო შეთანხმება არსებობდა მატერიის ბუნების შესახებ. განმანათლებლობის საწყისებიდან და, კერძოდ, რენე დეკარტის „განაზრებანის“ კვალდაკვალ, ფიზიკური სამყაროს ონტოლოგიური სტატუსი მეტწილად განსაზღვრული იყო, როგორც Res Extensa – განფენილი სუბსტანცია. ამ მექანისტურ ხედვაში მატერია გააზრებულია, როგორც პასიური, გეომეტრიული და სრულად აქტუალური (actual); ეს არის „ნივთიერება“, რომელიც იკავებს სივრცეს, ფლობს განსაზღვრულ…
-

სიცოცხლე განმარტებათა საზღვრებზე
კაცობრიობა საუკუნეებია ცდილობს სიცოცხლის ზუსტ განმარტებაზე შეჯერდეს. მეცნიერების სწრაფი წინსვლის დამსახურებით დღეს ბევრად უკეთ გვესმის ცოცხალი ორგანიზმების მიღმა არსებული მექანიზმები, თუმცა სიცოცხლის განმსაზღვრელი საერთო ხედვა მაინც ვერ ჩამოყალიბდა. სტატიაში „სიცოცხლის შვიდი სვეტი“ (“Seven Pillars of Life”) ბიოქიმიკოსი დეივიდ კოშლენდი გვიყვება, რამდენად რთული აღმოჩნდა ერთ-ერთ კონფერენციაზე სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ ეპასუხათ კითხვისათვის – „რა არის სიცოცხლე“: „……
-

ჯეგდიშ ჩანდრა ბოსე (1858-1937)
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ინდოეთში სათავეში უდგას შესანიშნავი მეცნიერი ბოსე, რომლის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში მოასწავებს ახალ ეპოქას. ბოსეს მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ცდებით ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რითაც ხელი შეუწყო სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განმტკიცებას; კლასიკური შრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და ინდოეთში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, სადაც მუშავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელოვანი პრობლემები.“[1] ასე იწყებს ბოსეს შეფასებას გამოჩენილი რუსი ბუნებისმეტყველი პროფ. კ. ტიმირიაზევი.
-

ოტო გერიკე (1602-1686)
ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი, მშობლიური ქალაქის სამხედრო მმართველი, აგრონომი, იურისტი, დიპლომატი, ოქრომჭედელი, აი ის დარგები, რომლებშიც თავისი კვალი დატოვა გერმანელმა ო ტ ო გ ე რ ი კ ე მ. ყველა ამ დარგიდან ზუსტი მეცნიერების ისტორიას უმთავრესად ის აღმოჩენები შემორჩა, რომლებიც მან ფიზიკაში გააკეთა. ამიტომაც იგი უფრო ცნობილია როგორც ფიზიკოსი. როგორც ვხედავთ, ოტო გერიკეს მეცნიერული მემკვიდრეობის…
-

რა არის ფსიქიკა?
სამყარო მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვანი სამყაროს განსხვავებული ელემენტები (ნაწილები) სპეციფიკურ რომელობებს წარმოადგენენ. სამყაროს რომელობათა აღსანიშნავად გამოყენებულია სპეციფიკური ტერმინები. მეცნიერებამ დღესდღეობით იცის 5 ორიგინალური ფენა, რომლებიც, ფიქრობენ, მთლიანად ამოწურავენ სამყაროს არსებობის თავისებურებას. ესენია: ფიზიკური (არაცოცხალი), ბიოლოგიური (ცოცხალი), ფსიქიკური (სულიერი), სოციალური და გონითი. სამყარო, განხილული განვითარების ასპექტით, ფენათა დასახელებული თანმიმდევრობით გადაგვეშლება თვალწინ.
-

ყოფილი ტერორისტი, მოქმედი პრეზიდენტი: აჰმად ალ-შარას გარდასახვა და სირიის ახალი წესრიგი
სირიაში ხანგრძლივი სამოქალაქო ომისა და 2024 წლის 8 დეკემბერს ასადის კლანის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული გარდამავალი მთავრობის წინამძღოლი აჰმად ალ-შარა 2025 წლის 29 იანვარს პრეზიდენტად დაინიშნა. ამ უკანასკნელის შიდა პოლიტიკური ნაბიჯები და საერთაშორისო აღიარება, მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: წარსულში ალ-ჯულანად წოდებულმა ტერორისტმა რადიკალი მეომრის სახელი უკუაგდო და სირიული წესრიგის განსაზღვრას „დასავლური იერით“…
-

ინტერვიუ ზურაბ ჭიაბერაშვილთან: 2008 წლის დიპლომატიური ომი რუსეთის წინააღმდეგ
2008 წლის აგვისტოს ომს ქართული მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 170 სამხედრო პირი შეეწირა. კონფლიქტის შედეგად, ცხინვალის რეგიონიდან 30 000-მდე ადამიანი ამ დრომდე დევნილობაში რჩება, საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა 125 სოფელი.[1] ომის დაწყებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ამას ადასტურებს როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2021 წლის, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება. დღეს…
-

გამსახურდიას საერთაშორისო პოლიტიკა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (შემოკლებით – საბჭოთა კავშირი ან სსრკ) რღვევა საქართველოს სახელმწიფოს ნგრევით გაგრძელდა. თუმცა „მეორე რესპუბლიკის“ (როგორც მას ხშირად უწოდებენ) წლების განხილვის დროს საზოგადოება საგარეო ურთიერთობების ნაცვლად ყურადღებას უფრო მეტად ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე ამახვილებს და ამით მთელი რიგი ჭეშმარიტი ისტორიული სირთულეების გამარტივებულ დამზერას…
-

ქალთა ჯანყი საბჭოთა პოლიტიკის წინააღმდეგ
1930-იან წლებში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში დაწყებულმა კოლექტივიზაციამ სოფლის მეურნეობისა და, შესაბამისად, საზოგადოების არსებითი ცვლილება დაისახა მიზნად. აღნიშნული პოლიტიკა კერძო მეურნეობების „საერთო სიკეთისთვის“ გაერთიანებასა და სახელმწიფოს დაქვემდებარებას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ „პროპაგანდისტულმა სახელმწიფომ“, საბჭოთა კავშირმა, კოლექტივიზაციის პოლიტიკა სოციალისტური სახელმწიფოს თანმდევ ნაწილად წარმოაჩინა, მას მაინც მოჰყვა საზოგადოების მიერ უხეშად დარღვეული წესრიგის განცდა, რამაც გლეხთა წინააღმდეგობას დაუდო…