ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან
სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა…
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან
საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები? სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი…
საინფორმაციო ომი: ინტერვიუ ეთო ბუზიაშვილთან
საინფორმაციო სივრცეს ხშირად არადემოკრატიული და ავტორიტარული ძალები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ ხოლმე. განზრახვა შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოწინააღმდეგის მორალურად გატეხა, საზოგადოების მედეგობის შესუსტება, რიგ საკითხებში შეცდენა და ა.შ.. გარკვეულ ჯგუფზე გავლენის მოსახდენად საინფორმაციო ოპერაციებს იყენებენ. დეზინფორმაცია ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, დეზინფორმაციის გავრცელების მრავალი ხერხი არსებობს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ყალბი პროფილების, ვებგვერდებისა და…
ქართული ურბანიზაციის შესახებ, ვატო ლეჟავა
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოს მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის მეორე მოპასუხეა ვატო ლეჟავა. იგი არქიტექტურის სკოლის ურბანული განვითარების ისტორიის კურსს უძღვება თავისუფალ უნივერსიტეტში. ვატო ლეჟავა – შტუტგარტის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიპლომირებული არქიტექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.
ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.
ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან
„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright 2015-2016) და მკვლევარი.
ქართული სასკოლო განათლება
დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო…
ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან
ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს…
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი…
ქართული სიტყვა III: ინტერვიუ ირაკლი გოგატიშვილთან ენის გაციფრულების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ მესამე ნაწილში ენის გაციფრულების საკითხის შესახებ მოპასუხეა “საქართველოს ბანკის” მონაცემთა კვლევითი ლაბოარატორიის უფროსი ირაკლი გოგატაშვილი.
ქართული სიტყვა II: ინტერვიუ გიორგი გოგოლაშვილთან ენის ფორმაცვალების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ მეორე ნაწილში ენის ფორმაცვალების შესახებ მოპასუხეა ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაძე
ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი…
ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში
რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად…
ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში
2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ…
ინტერვიუ გიორგი ხულორდავასთან: აღმოსავლური ლექსიკა ქართულში
ქართული ენაში დამკვიდრებულ ბევრ აღმოსავლურ სიტყვას ხშირად თავისთავად, ძირეულად ქართულად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ისინი აღმოსავლეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მწიგნობრული თუ ყოფითი ურთიერთობების შედეგია. მოცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ხულორდავა სწორედ ამ ლექსიკურ შერევაზე, მის შედეგებსა და აღმოსავლეთ-ქართული ენობრივი ურთიერთობების დღევანდელ სახეზე ისაუბრებს.