De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა
გადაცემის წამყვანები: ანი კახიძე, ელენე ფილფანი სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი რედაქტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის […]
De Re Publica, ეპიზოდი 10: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი II
ელენე: ძალიან საინტერესოა, გაწონასწორების კუთხით რასაც საუბრობდით. პირველ ეპიზოდში ბატონმა ბექამ მოგვიყვა ასეთი რამ: თავის მონოგრაფიაში ნოე ჟორდანია დამოუკიდებლობის აქტზე წერს, რომ თავის დაწერა დაევალა გიორგი გვაზავას, რომელმაც იქ 7-საათიანი სამუშაო დღე ჩაწერა, რაც ძალიან სასაცილო იყოო. ნოეს მოქმედება დაუწუნებია, ეს ხომ არ არის მუშათა დამოუკიდებლობის აქტი, მხოლოდ ეროვნული საქმეაო. თითქოს მოკლედ არის დაწნეხილი ის ამბავი, თუ როგორ მსჯელობდნენ კონსტიტუციის მიღების დროს.
De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეცხრე ეპიზოდს. ჩვენთან სტუმრად არის დავით ზედელაშვილი. როგორც ვნახე, ბატონო დავით, თქვენ ძირითადად სწავლობთ შედარებით სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს. ჩვენ წინა რამდენიმე ეპიზოდში იდენტობის საკითხზე ვისაუბრეთ: თავიდან განვიხილეთ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად სამოქალაქო ნაციონალიზმი ლიტერატურაში; შემდეგ ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი იყო პოლიტიკური დისკურსი. ახლა გვინდა იდენტობის შესახებ საუბარი დავასრულოთ კონსტიტუციით. ამიტომ, პირველი კითხვა შეეხება ჩვენს დაშვებას, რომ სამართლებრივმა დოკუმენტმა შეიძლება ერსა და ერის იდენტობაზე რამე გვითხრას. რამდენად სწორია აღნიშნული და კონსტიტუციას აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა? ვიმსჯელოთ, როგორ გაიაზრეს, ვთქვათ, წარსული გამოცდილება „დამფუძნებელმა მამებმა“; რა მიზნები და ხედვები ჰქონდათ მათ მომავლისთვის.
De Re Publica, ეპიზოდი 8: იდენტობის ჩამოყალიბება – პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 2
ნუცა: ალბათ ყველგან, როგორც კი ჩნდება მოდერნული ერი, სახელმწიფო, ეს ორ რამეს აჩენს ერთდროულად. ერთი – ხალხის ახალ ცნებას, რომელშიც უნიკალური კავშირია ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, ანუ ინდივიდის ხელახალი ჩამოყალიბება ხდება, რადგან აღარ აქვს პირადი სივრცე იმ გაგებით, როგორიც ჰქონდა, და ყველაფერი ებმის სახელმწიფოს. მეორე, რასაც აუცილებლად აჩენს, არის წარსულის მეხსიერება და ეს თავისთავად არის მთავარი განმაპირობებელი ნაციონალიზმისა, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი არის თანამედროვე მოვლენა, რომელსაც სულ უწევს საკუთარი არსებობის ლეგიტიმაცია შორეული წარსულიდან. შორეული წარსული ყველასთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება, თუმცა მოცემულობა მაინც ასეთია.
De Re Publica, ეპიზოდი 7: იდენტობის ფორმირება-პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 1
ეს ჩვენი მეშვიდე ეპიზოდია. ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ჩვენს ლექტორთან, ნუცა ბათიაშვილთან, ერთად, რომელიც იკვლევს კოლექტიურ მეხსიერებას, პოლიტიკურ დისკურსსა და პოსტსაბჭოთა გარდაქმნებს.
De Re Publica, ეპიზოდი 6: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 3
წინა ეპიზოდებში ჩვენ იდენტობაზე საუბარი დავიწყეთ ლიტერატურული ჭრილით და დღეს ამ მიმართულების მესამე და ბოლო ეპიზოდია. ამის შემდეგ იდენტობას სხვა კუთხით განვიხილავთ. წინა ეპიზოდი დავასრულეთ იმაზე საუბრით, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს რომანტიზმს ქართულ ლიტერატურაზე და რომ „რომანტიზმში გავიჭედეთ“. ახლაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა სხვა თემებსაც მიმოვიხილავთ.
De Re Publica, ეპიზოდი 5: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 2
ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ისევ ლიტერატურულ ჭრილში ბატონ ზაალ ჩხეიძესთან ერთად. წინა კვირის ეპიზოდიდან გემახსოვრებათ, რომ ამ თემაზე საუბრისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა უშუალოდ 1918-21 წლებზე, არამედ საკითხს უფრო ზოგად ჭრილში განვიხილავთ, რათა ჯერ ქართული იდენტობის საზღვრები მოვხაზოთ ლიტერატურით, ხოლო შემდეგ გადავიდეთ პოლიტიკურ და კულტურულ შრეებზე.
De Re Publica, ეპიზოდი 4: იდენტობის ფორმირება – ლიტერატურა
განვიხილავთ, თუ როგორ მოიხაზა ლიტერატურაში ქართული იდენტობის საზღვრები და როგორ განხორციელდა იგი საზოგადოებაში. მასალის სიმწირის გამო ვერ შევძლებთ, ვისაუბროთ სამწლიან პერიოდზე, მაგრამ მიმოვიხილავთ მის გარშემო ქართულ შემოქმედებას. ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელი ეპიზოდის სტუმართან, ბატონ ზაალ ჩხეიძესთან, ერთად. სანამ მასთან გადავალთ, ანი შეაჯამებს წინა პოდკასტებში განვლილ თემებს.
De Re Publica, ეპიზოდი 3: რესპუბლიკის საზღვრების დადგენა
ვაგრძელებთ საქართველოს იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ საუბარს. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მოკლედ მინდა, რომ შევაჯამოთ ის თემები, რომლებზეც განვლილი ორი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. პირველი: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება: როგორ გაიაზრეს დამფუძნებელმა მამებმა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და მეორე – საერთაშორისო სივრცეებში როგორ აღიარეს ჩვენი სუვერენიტეტი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს განვიხილავთ, თუ როგორ დადგინდა საზღვრები და ამ საზღვრების შემოწერისას რა სახის გამოწვევებთან უწევდა საქართველოს გამკლავება.