სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე
სვანური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სვანების მშობლიური ენაა. დღეს სვანურად დაახლოებით 14 000[1] ადამიანი მეტყველებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალი თაობის უმეტესობა აღარ ეუფლება სვანურს, მცირდება მისი ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენების სიხშირეც. სვანური შეტანილია იუნესკოს „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების“ სიაშიც.