-

De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
-

De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა
სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი კორექტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მუშაობდით მასზე? რამდენად
-

იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი…
-

De Re Publica, ეპიზოდი 10: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი II
ელენე: ძალიან საინტერესოა, გაწონასწორების კუთხით რასაც საუბრობდით. პირველ ეპიზოდში ბატონმა ბექამ მოგვიყვა ასეთი რამ: თავის მონოგრაფიაში ნოე ჟორდანია დამოუკიდებლობის აქტზე წერს, რომ თავის დაწერა დაევალა გიორგი გვაზავას, რომელმაც იქ 7-საათიანი სამუშაო დღე ჩაწერა, რაც ძალიან სასაცილო იყოო. ნოეს მოქმედება დაუწუნებია, ეს ხომ არ არის მუშათა დამოუკიდებლობის აქტი, მხოლოდ ეროვნული საქმეაო. თითქოს მოკლედ არის დაწნეხილი ის…
-

მართლმადიდებლობა, ანუ ქართული კონსერვატიზმი
არსებობს ამგვარი გადმოცემა: როდესაც მოციქულები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რომელ რეგიონში უნდა ექადაგათ, საქართველოს მხარე წილად ხვდა ღვთისმშობელს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა და ამიტომ აქ პირველად ქრისტიანობა სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გაავრცელეს. ყველასთვის ცნობილია წმინდა ნინოს შემოსვლისა და პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მოქცევის ამბავი. სწორედ ამ პერიოდიდან, მე-4 საუკუნიდან, ვიწყებთ ხოლმე საქართველოს გაქრისტიანების ათვლას.…
-

ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში
რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად…
-

ისლამური ფემინიზმი
მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.
-

უკრაინის “ღირსების რევოლუცია”
უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში…
-

საქართველოს პრეზიდენტები: მთავარსარდალთა მსახურების კრიტიკული ანალიზი
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 5 პრეზიდენტი შეიცვალა. პირველს სამოქალაქო ომი გადახდა და გარდაიცვალა ხიბულაში (ოფიციალური ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული); მეორეს რევოლუცია მოუწყვეს; მესამემ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები წამოიწყო, თუმცა სახელმწიფო, გარკვეული აზრით, ავტორიტარიზმამდე მიიყვანა და ახლა მისჯილი აქვს პატიმრობა 6 წლით; მეოთხეს მმართველობისას ქვეყანა უკვე გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ნახევრად…
-

ქართული ნაციონალიზმის გზა ეთნონაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე
ნაციონალიზმი და ერი იმგვარი ცნებებია, რომელთა ახსნა და თეორიულ ჩარჩოში მოქცევა რთულია. ჰიუ სეტონ-უოტსონი აღნიშნავს, რომ ,,არ მოიძებნება ერის არავითარი ,,მეცნიერული ახსნა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა მაინც არსებობდა და დღესაც არსებობს“ (ანდერსონი, 2003, 18). ერთის თქმა შეგვიძლია ზუსტად: ნაციონალიზმი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ამას ისტორიაც გვიდასტურებს.