-
მართლმადიდებლობა, ანუ ქართული კონსერვატიზმი
არსებობს ამგვარი გადმოცემა: როდესაც მოციქულები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რომელ რეგიონში უნდა ექადაგათ, საქართველოს მხარე წილად ხვდა ღვთისმშობელს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა და ამიტომ აქ პირველად ქრისტიანობა სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გაავრცელეს. ყველასთვის ცნობილია წმინდა ნინოს შემოსვლისა და პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მოქცევის ამბავი. სწორედ ამ პერიოდიდან, მე-4 საუკუნიდან, ვიწყებთ ხოლმე საქართველოს გაქრისტიანების ათვლას.…
-
ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში
რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად…
-
ისლამური ფემინიზმი
მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.
-
უკრაინის “ღირსების რევოლუცია”
უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში…
-
საქართველოს პრეზიდენტები: მთავარსარდალთა მსახურების კრიტიკული ანალიზი
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 5 პრეზიდენტი შეიცვალა. პირველს სამოქალაქო ომი გადახდა და გარდაიცვალა ხიბულაში (ოფიციალური ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული); მეორეს რევოლუცია მოუწყვეს; მესამემ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები წამოიწყო, თუმცა სახელმწიფო, გარკვეული აზრით, ავტორიტარიზმამდე მიიყვანა და ახლა მისჯილი აქვს პატიმრობა 6 წლით; მეოთხეს მმართველობისას ქვეყანა უკვე გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ნახევრად…
-
ქართული ნაციონალიზმის გზა ეთნონაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე
ნაციონალიზმი და ერი იმგვარი ცნებებია, რომელთა ახსნა და თეორიულ ჩარჩოში მოქცევა რთულია. ჰიუ სეტონ-უოტსონი აღნიშნავს, რომ ,,არ მოიძებნება ერის არავითარი ,,მეცნიერული ახსნა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა მაინც არსებობდა და დღესაც არსებობს“ (ანდერსონი, 2003, 18). ერთის თქმა შეგვიძლია ზუსტად: ნაციონალიზმი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ამას ისტორიაც გვიდასტურებს.
-
თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი
ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.
-
რუსული პროპაგანდა დასავლეთში
რუსულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდასავლურ განწყობას თავისი ისტორია აქვს, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო იდეოლოგემის სახე. იდეოლოგემა, თავის მხრივ, მოიაზრებს იდეათა წყებას, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ნიშნებისა და სიმბოლიკების სახით გამოიხატება. რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა ერთგვარად ჩამოყალიბებულია დასავლეთის, როგორც მტრის, ხოლო რუსეთის, როგორც მხსნელისა და მესიის ხატებაზე, პროპაგანდა კი დიდწილად წარიმართება რუსოფობიისა და კატეხონის იდეებზე დაყრდნობით.
-
ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში
კორექტორი: მარიამ გორდაძე საზღვარი, დღევანდელი გაგებით, არის ხაზი, რომელიც ყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების…
-
რა დავკარგეთ 25 თებერვალს?
1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი მიმდინარე მოვლენების აღწერისას წერს: “ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა”.