რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


  • რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული…

    დეტალურად

  • ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

    ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

    მე-20 საუკუნის ერთ ერთი გამორჩეული მოაზროვნის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961), იდეები მრავალ დისციპლინაში განვითარდა, როგორიცაა: ლიტერატურა, ფილოსოფია, თეოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, მითოლოგია. თუმცა იუნგი, პირველ რიგში, იყო ფსიქიატრი და ფსიქოთერაპერტი, მთელი ცხოვრება მუშაობდა სამედიცინო სფეროში და 60 წლის განმავლობაში საკუთარ ფსიქოლოგიურ თეორიასა და მასთან დაკავშირებულ კონცეპტებს ავითარებდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაუყარა ანალიზური ფსიქოლოგიის მიმართულებას. 

    დეტალურად

  • მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

    მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

    საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კლასიკური საკითხია პოლიტიკის მეცნიერებასა და, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის იდეა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პროტაგორასთან გვხვდება და ფიგურირებს პლატონის “კრიტოს” არსებითად მნიშვნელოვან ეპიზოდში – როგორც არგუმენტი სოკრატეს ციხეში დარჩენისა. მიუხედავად მოცემული საკითხის ანტიკური საწყისებისა, მისი, როგორც თეორიის, თანამედროვე სახით ჩამოყალიბება თავდაპირველად თომას ჰობსის, ხოლო შემდეგ ჯონ ლოკისა და…

    დეტალურად

  • კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების ურთიერთობის საკითხისათვის

    კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების ურთიერთობის საკითხისათვის

    კანტის ფილოსოფიასთან რელატიურობის თეორიის დამოკიდებულების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თვითონ კანტიანელები და ნეოკანტიანელებიც კი ამ საკითხზე ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამენ. მკვლევართა ერთი ჯგუფი თვლის, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორია მკვეთრად ეწინააღმდეგება კანტის აპრიორიზმსა და უარყოფს მას; გადასვლა კანტიდან აინშტაინზე ან პირიქით შეუძლებელია.

    დეტალურად

მდევარი