-
ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში
შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სწავლულისა და ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. ცნობილია, რომ იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში სასწავლებლად. ამ დროს იქ ფილოსოფიის კათედრას განაგებდნენ მიქაელ პსელოსი (1018-1077), ხოლო შემდეგ მისი მოწაფე იოანე იტალი (დაიბადა 1025 წ.). 1083 წელს ბიზანტიის იმპერატორმა გაასამართლა იოანე იტალი, რადგანაც ეკლესიამ მას ერეტიკოსობა დასწამა. იმ 11 ბრალდებიდან, რომლებიც…
-
გერმანული კლასიკური იდეალიზმი და ჰეგელი
თანამედროვე ნეოჰეგელიანურ მიმართულებაში, რომელიც ბურჟუაზიულ ქვეყნებში მძლავრ ფილოსოფიურ მოძრაობად გადაიქცა, სხვა ბევრ ძირითად განსხვავებათა შორის, შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ერთი დამახასიათებელი განსხვავება. ეს განსხვავება თავს იჩენს მაშინვე, თუ დაისვა საკითხი ჰეგელის დამოკიდებულების შესახებ მის წინამორბედ ფილოსოფოსებთან, კერძოდ კანტთან. ჰეგელის ფილოსოფია, საერთოდ, გერმანულ იდეალიზმსა და მის წარმომადგენლებს (კანტთან, ფიხტესთან, შელინგთან) რომ უკავშირდება, ამაზე, ცხადია, დღესაც არავინ კამათობს.…
-
ნეოპლატონიზმი
ნეოპლატონიზმი იყო ბერძნული ფილოსოფიის უკანასკნელი გიგანტური ცდა, აღედგინა კლასიკური ეპოქის ფილოსოფია, შეევსო იგი რელიგიური ექსტაზის იდეით. თავისი ისტორიის პირველ პერიოდში იგი ცდილობდა ანტიკური ადამიანისათვის დაემტკიცებინა, რომ ქრისტიანობა საჭირო არ იყო, რომ ქრისტიანობის მიერ მოცემული მოძღვრება ბერძნულ ფილოსოფიაში მოინახებოდა.
-
შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება
სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია…
-
კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე
თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს…
-
კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი
ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით…
-
შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია
არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ…
-
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები
სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).
-
ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია: სასრული და უსასრულო
სასრულისა და უსასრულოს არსებას, ფართო აზრით, დასასრულის ქონება ან უქონლობა განსაზღვრავს. სასრული სწორედ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი დასრულებულია, დასასრულის მქონეა. უსასრულო, პირიქით, მოკლებულია დასასრულს, იგი არის უ-სასრულო, ე.ი. უდასასრულო, ანუ ის, რასაც არა აქვს დასასრული.
-
ფილოსოფიური საუბრები: ხელოვნება და ფილოსოფია
ხელოვნებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის გარკვევისათვის თავდაპირველად ცალ-ცალკე მათი არსებითი თავისებურებები უნდა გავარკვიოთ… როგორც ცნობილია, ხელოვნების ნაწარმოების აღქმა სრულიად თავისებურ სიამოვნებასა და ტკბობას გვანიჭებს, ფილოსოფოსები ხშირად ჩაფიქრებულან ამ ტკბობის შესახებ და მისი არსების წვდომას ცდილან…