• ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)

    ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)

    გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.  პროფ. დ. უზნაძისა  და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით…

    დეტალურად

  • განწირულობის ფილოსოფია, ქცევის მერლო-პონტისეული ხედვის კრიტიკისათვის

    განწირულობის ფილოსოფია, ქცევის მერლო-პონტისეული ხედვის კრიტიკისათვის

    მორის მერლო-პონტი (1908-1961) ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია. მისი ლიტერატურული წყაროებია, პირველ ყოვლისა, ჰუსერლი და კრიტიკული ფილოსოფიის ტრადიცია, აგრეთვე დეკარტი. მერლო-პონტის ფილოსოფიას ამოსავლად ჰუსერლის ფენომენოლოგია აქვს. მისი გზა აქედან ეგზისტენციალიზმისაკენ, არსებითად, დამოუკიდებელია. მისი პირველი ფუძემდებელი შრომა „ქცევის სტრუქტურა“ გამოქვეყნებულია სარტრის „ყოფიერებასა და არარაზე“ ერთი წლით ადრე (1942 წ), ხოლო ჰაიდეგერის „ყოფიერებისა და დროის“ შესახებ იგი…

    დეტალურად

  • XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი:  ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი

    XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი:  ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი

    დეკარტის იდეალიზმის მიერ გასენდის მატერიალიზმის გავლენა საფრანგეთში ძალზე შეიზღუდა, მაგრამ არასდროს გამქრალა. მისმა გავლენამ ხელი შეუწყო დეკარტის მოწაფეს, ჰოლანდიელ ექიმ ჰენდრიკ ლერუას (1598-1679), მასწავლებლის დუალიზმიდან მატერიალისტურ მონიზმზე გასულიყო და სული, როგორც მარქსი წერს, „სხეულის მოდუსად“ ეღიარებინა. დეკარტის მეტაფიზიკის, მისი თანშობილ იდეათა შესახებ მოძღვრების უარყოფა, ფრანგი მატერიალისტების შემეცნების თეორიას აუცილებლობით ემპირიზმის ხაზით წარმართავდა, მაგრამ ემპირიზმის ტრადიციულ…

    დეტალურად

  • ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა

    ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომში იმპერატორის ხელისუფლების დამკვიდრება მაჩვენებელი იყო მონათმფლობელური სისტემის სისუსტისა და არა მისი ძლიერებისა. ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომს უდიდესი მიღწევები მიეწერება საგარეო პოლიტიკაში. რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი პოლიტიკური ცხოვრება გამოიცვალა, მაგრამ ეკონომიკა უცვლელი დარჩა; ამან გამოიწვია რესპუბლიკის კრიზისი და არევ-დარევა გაბატონებული კლასის ბანაკში. ყველას ეგონა, რომ იმპერატორის მტკიცე…

    დეტალურად

  • კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა

    კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა

    ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4,…

    დეტალურად

  • კლასიკური ფილოსოფია: III, ჩვენს ხატად შექმნილი – ქსენოფანე

    კლასიკური ფილოსოფია: III, ჩვენს ხატად შექმნილი – ქსენოფანე

    ჰომეროსის „ილიადაში“ არის ერთი საკმაოდ მხურვალე მონაკვეთი, როდესაც ჰერა თავისი ქმრის, ზევსის, ცდუნებას გადაწყვეტს. მიზეზი, თუ რატომ უნდა ქალღმერთს ამის გაკეთება, ისაა, რომ იგი ტროელების წინააღმდეგ, რომელთა მხარესაცაა ზევსი, ბერძენ დამპყრობლებს უმაგრებს ზურგს. ამიტომაც, ბერძნების დასახმარებლად, სჭირდება, რომ ცოტა ხნით ზევსმა ყურადღება მოადუნოს; მამაკაცის ყურადღების მიქცევის უეჭველი გზა კი მისი ცდუნებაა.

    დეტალურად

  • გონების რელიგიის კანტისეული გაგება

    გონების რელიგიის კანტისეული გაგება

    კორექტორი: სოფიკო ქურდაძე სტატია გააციფრულა სალომე ონიანმა გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან 1804 წ. 28 თებერვალს აღმოსავლეთ პრუსიის მთავარი ქალაქი კიონიგსბერგი (დღევანდელი კალინინგრადი) უჩვეულოდ გამოიყურებოდა: დღესასწაული არ იყო, ეკლესიათა ზარები კი რეკავდნენ. მრავალრიცხოვანი საზღვაო ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელი ამ დროს ერთ კაცზე ფიქრობდა, რომელიც ციხესიმაგრის შორიახლოს, საკუთარ სახლში ესვენა. ეს იყო 80 წელს მიღწეული ფილოსოფოსი იმანუელ…

    დეტალურად

  • ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში

    ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში

    შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სწავლულისა და ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. ცნობილია, რომ იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში სასწავლებლად. ამ დროს იქ ფილოსოფიის კათედრას განაგებდნენ მიქაელ პსელოსი (1018-1077), ხოლო შემდეგ მისი მოწაფე იოანე იტალი (დაიბადა 1025 წ.). 1083 წელს ბიზანტიის იმპერატორმა გაასამართლა იოანე იტალი, რადგანაც ეკლესიამ მას ერეტიკოსობა დასწამა. იმ 11 ბრალდებიდან, რომლებიც…

    დეტალურად

  • გერმანული კლასიკური იდეალიზმი და ჰეგელი

    გერმანული კლასიკური იდეალიზმი და ჰეგელი

    თანამედროვე ნეოჰეგელიანურ მიმართულებაში, რომელიც ბურჟუაზიულ ქვეყნებში მძლავრ ფილოსოფიურ მოძრაობად გადაიქცა, სხვა ბევრ ძირითად განსხვავებათა შორის, შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ერთი დამახასიათებელი განსხვავება. ეს განსხვავება თავს იჩენს მაშინვე, თუ დაისვა საკითხი ჰეგელის დამოკიდებულების შესახებ მის წინამორბედ ფილოსოფოსებთან, კერძოდ კანტთან.

    დეტალურად

  • ნეოპლატონიზმი

    ნეოპლატონიზმი

    ნეოპლატონიზმი იყო ბერძნული ფილოსოფიის უკანასკნელი გიგანტური ცდა, აღედგინა კლასიკური ეპოქის ფილოსოფია, შეევსო იგი რელიგიური ექსტაზის იდეით. თავისი ისტორიის პირველ პერიოდში იგი ცდილობდა ანტიკური ადამიანისათვის დაემტკიცებინა, რომ ქრისტიანობა საჭირო არ იყო, რომ ქრისტიანობის მიერ მოცემული მოძღვრება ბერძნულ ფილოსოფიაში მოინახებოდა.

    დეტალურად

მდევარი