საინფორმაციო ომი: ინტერვიუ რევაზ თოფურიასთან
საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობაა. მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია თანამედროვე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. განვსაზღვროთ, რა არის საინფორმაციო ომი; რა საშუალებებს იყენებენ ხოლმე მის სამართავად? რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, საჭირბოროტო? რატომ ჩაანაცვლა მან გარკვეულწილად ტრადიციული ომის ხერხები?
სწორად აღნიშნეთ – ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეგვიძლია ჩავშალოთ, თუმცა მისი განსაზღვრება, ვიტყოდი, რომ იცვლება ეპოქებისა და პოლიტიკური რეჟიმების მიხედვით. ზოგნი საინფორმაციო ომს განმარტავენ, როგორც სამხედრო ოპერაციების თანადროულ მოქმედებას. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ოპერაციებს, რომლებიც ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისა და განსაზღვრული ჯგუფების აზრის შესაცვლელად ტარდება.
ქართული ურბანიზაციის შესახებ, ვატო ლეჟავა
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოს მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის მეორე მოპასუხეა ვატო ლეჟავა. იგი არქიტექტურის სკოლის ურბანული განვითარების ისტორიის კურსს უძღვება თავისუფალ უნივერსიტეტში.ვატო ლეჟავა – შტუტგარტის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიპლომირებული არქიტექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.
ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.
ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან
„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright 2015-2016) და მკვლევარი.
ქართული სასკოლო განათლება
დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო განათლების ხარისხის ზრდასა და პროგრამის განვითარებას, თუმცა დროის სვლასთან ერთად საბაზისო განათლების სისტემა გაუმართავი და არაეფექტური რჩება.
ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან
ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს უფრო მეტი აღქმა აქვთ რეალობისა, ვიდრე კაცებს. კაცები მამაკაცური უპირატესობით იზრდებიან და მოკლედ, ”თავი ჰგონიათ ძალიან მაგარი ტიპები”, მაგრამ არ არიან სინამდვილეში.
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი თვე სწორედ მათი ისტორიის ძიებაში გაატარა. მოცემული სტატიით გვსურს, მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა არა მხოლოდ ამ ადამიანების საქართველოში განვლილ დღეებზე, არამედ ორი ქვეყნის იმ დიდ ისტორიასა და საზოგადოებრივ კავშირებზე, რომლებმაც ამ ადამიანების ცხოვრების გზა განაპირობა.
ქართული სიტყვა III: ინტერვიუ ირაკლი გოგატიშვილთან ენის გაციფრულების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ მესამე ნაწილში ენის გაციფრულების საკითხის შესახებ მოპასუხეა “საქართველოს ბანკის” მონაცემთა კვლევითი ლაბოარატორიის უფროსი ირაკლი გოგატაშვილი.
ქართული სიტყვა II: ინტერვიუ გიორგი გოგოლაშვილთან ენის ფორმაცვალების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ მეორე ნაწილში ენის ფორმაცვალების შესახებ მოპასუხეა ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაძე
ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლია ქაროსანიძე.