სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი თანაქმედება: სოციოლოგიურ თეორიათა მოკლე მიმოხილვა
ნუცა სეხნიაშვილი
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან
„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright 2015-2016) და მკვლევარი.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
სახალხო განათლების სამინისტროს პოლიტიკა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში
რედაქტორი: ბექა იობიძე კორექტორი: თაკო ინასარიძე მდევარი, თბილისი, 2024 წინათქმა „მრავალ საკითხთა შორის, რომელიც რუსეთის რევოლუციამ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებამ წამოაყენა, ერთი პირველთაგანი ადგილი ჩვენი სკოლის რეორგანიზაციის საკითხს უჭირავს“, – ამ სიტყვებით იწყება 1919 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის, მიერ მინისტრთა საბჭოსთვის წარდგენილი მოხსენება „საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ“. […]
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
განწირულობის ფილოსოფია, ქცევის მერლო-პონტისეული ხედვის კრიტიკისათვის
მორის მერლო-პონტი (1908-1961) ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია. მისი ლიტერატურული წყაროებია, პირველ ყოვლისა, ჰუსერლი და კრიტიკული ფილოსოფიის ტრადიცია, აგრეთვე დეკარტი. მერლო-პონტის ფილოსოფიას ამოსავლად ჰუსერლის ფენომენოლოგია აქვს. მისი გზა აქედან ეგზისტენციალიზმისაკენ, არსებითად, დამოუკიდებელია. მისი პირველი ფუძემდებელი შრომა „ქცევის სტრუქტურა“ გამოქვეყნებულია სარტრის „ყოფიერებასა და არარაზე“ ერთი წლით ადრე (1942 წ), ხოლო ჰაიდეგერის „ყოფიერებისა და დროის“ შესახებ იგი იმ აზრისაა, რომ ეს „მხოლოდ ახსნაა ჰუსერლის „სამყაროს ბუნებითი ცნებისა“ («Natürlicher Weltbegriff»), ანუ „ცხოვრების სამყაროსი“ («Lebenswelt»), რომლებიც მან, თავისი სიცოცხლის დასასრულს, ფენომენოლოგიას პირველ თემად დაუტოვა“.
“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
იოჰან კეპლერის ბიოგრაფია
ფიზიკისა და ასტრონომიის ისტორიაში მრავალი გენიალური მეცნიერი შევიდა. ყოველმა მათგანმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ამ დარგების განვითარებაში. მაგრამ მომდევნო საუკუნეების ახალმა აღმოჩენებმა და თეორიებმა წინა საუკუნეების სწავლულთა მეცნიერული მიღწევები შეცვალა, შეავსო ან სრულიად უკუაგდო. ზოგიერთი დიადი აღმოჩენით კი მათი ავტორების სახელები სამუდამოდ დარჩა მეცნიერების ისტორიაში. ასეთებია: არქიმედე, ტორიჩელი, პასკალი, ბრუნო, გალილეი, ნიუტონი, კოპერნიკი, ჰერშელი, ფარადეი, ამპერი, ბეკერელი, რენტგენი, პოპოვი, პლანკი, აინშტაინი, ბორი და სხვ. ასეთ მეცნიერთა შორის უდავოდაა გერმანელი ასტრონომი და ფიზიკოსი ი ო ჰ ა ნ კ ე პ ლ ე რ ი ც.






