-
აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა თანამედროვე საქართველოში

ინდუსტრიის განვითარების მზარდ ტემპთან ერთად საქართველოში გამწვავდა მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წელს ქართველ მოსწავლეთა 20%-ზე მეტი აზარტული მოთამაშე იყო. ამავე პერიოდში აშშ საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრიას ფულის გათეთრების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორად მიიჩნევდა. კერძოდ, 2019 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების…
-
ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში

რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად…
-
ისლამური ფემინიზმი

მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.
-
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები

სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).
-
De Re Publica, ეპიზოდი 7: იდენტობის ფორმირება-პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 1

ეს ჩვენი მეშვიდე ეპიზოდია. ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ჩვენს ლექტორთან, ნუცა ბათიაშვილთან, ერთად, რომელიც იკვლევს კოლექტიურ მეხსიერებას, პოლიტიკურ დისკურსსა და პოსტსაბჭოთა გარდაქმნებს.
-
შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა

შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომდევნო თაობებისთვის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანად, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართული ჰუმანიტარული აზრის განვითარებას. მისი წიგნები, ცოდნის მრავალ დარგში საფუძვლისდამდები და ახალი გზების გამკვლევი ნაშრომები, ჩვენი მეცნიერების შემდგომი წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი პირობა და…
-
ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია: სასრული და უსასრულო

სასრულისა და უსასრულოს არსებას, ფართო აზრით, დასასრულის ქონება ან უქონლობა განსაზღვრავს. სასრული სწორედ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი დასრულებულია, დასასრულის მქონეა. უსასრულო, პირიქით, მოკლებულია დასასრულს, იგი არის უ-სასრულო, ე.ი. უდასასრულო, ანუ ის, რასაც არა აქვს დასასრული.
-
უკრაინის “ღირსების რევოლუცია”

უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში…
-
საქართველოს პრეზიდენტები: მთავარსარდალთა მსახურების კრიტიკული ანალიზი

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 5 პრეზიდენტი შეიცვალა. პირველს სამოქალაქო ომი გადახდა და გარდაიცვალა ხიბულაში (ოფიციალური ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული); მეორეს რევოლუცია მოუწყვეს; მესამემ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები წამოიწყო, თუმცა სახელმწიფო, გარკვეული აზრით, ავტორიტარიზმამდე მიიყვანა და ახლა მისჯილი აქვს პატიმრობა 6 წლით; მეოთხეს მმართველობისას ქვეყანა უკვე გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ნახევრად…
-
De Re Publica, ეპიზოდი 6: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 3

წინა ეპიზოდებში ჩვენ იდენტობაზე საუბარი დავიწყეთ ლიტერატურული ჭრილით და დღეს ამ მიმართულების მესამე და ბოლო ეპიზოდია. ამის შემდეგ იდენტობას სხვა კუთხით განვიხილავთ. წინა ეპიზოდი დავასრულეთ იმაზე საუბრით, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს რომანტიზმს ქართულ ლიტერატურაზე და რომ „რომანტიზმში გავიჭედეთ“. ახლაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა სხვა თემებსაც მიმოვიხილავთ.
-
ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში

2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ…
-
ქართული ნაციონალიზმის გზა ეთნონაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე

ნაციონალიზმი და ერი იმგვარი ცნებებია, რომელთა ახსნა და თეორიულ ჩარჩოში მოქცევა რთულია. ჰიუ სეტონ-უოტსონი აღნიშნავს, რომ ,,არ მოიძებნება ერის არავითარი ,,მეცნიერული ახსნა“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა მაინც არსებობდა და დღესაც არსებობს“ (ანდერსონი, 2003, 18). ერთის თქმა შეგვიძლია ზუსტად: ნაციონალიზმი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე და ამას ისტორიაც გვიდასტურებს.