-
მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კლასიკური საკითხია პოლიტიკის მეცნიერებასა და, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის იდეა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პროტაგორასთან გვხვდება და ფიგურირებს პლატონის “კრიტოს” არსებითად მნიშვნელოვან ეპიზოდში – როგორც არგუმენტი სოკრატეს ციხეში დარჩენისა. მიუხედავად მოცემული საკითხის ანტიკური საწყისებისა, მისი, როგორც თეორიის, თანამედროვე სახით ჩამოყალიბება თავდაპირველად თომას ჰობსის, ხოლო შემდეგ ჯონ ლოკისა და…
-
კანტისა და აინშტაინის სივრცისა და დროის თეორიების ურთიერთობის საკითხისათვის

კანტის ფილოსოფიასთან რელატიურობის თეორიის დამოკიდებულების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თვითონ კანტიანელები და ნეოკანტიანელებიც კი ამ საკითხზე ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს გამოთქვამენ. მკვლევართა ერთი ჯგუფი თვლის, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორია მკვეთრად ეწინააღმდეგება კანტის აპრიორიზმსა და უარყოფს მას; გადასვლა კანტიდან აინშტაინზე ან პირიქით შეუძლებელია.