რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


სტატიათა არქივი


ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

  • ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

    ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

    „ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან…

    დაწვრილებით


  • ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა

    ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა

    მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა…

    დაწვრილებით


  • თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი

    თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი

    ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი  მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.

    დაწვრილებით


  • სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

    სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

    სვანური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სვანების მშობლიური ენაა. დღეს სვანურად დაახლოებით 14 000[1] ადამიანი მეტყველებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალი თაობის უმეტესობა აღარ ეუფლება სვანურს, მცირდება მისი ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენების სიხშირეც. სვანური შეტანილია იუნესკოს „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების“ სიაშიც. 

    დაწვრილებით


  • კიტა მეგრელიძე და აზრის სოციალური ფენომენოლოგია

    კიტა მეგრელიძე და აზრის სოციალური ფენომენოლოგია

    კიტა მეგრელიძის ცხოვრება მრავალმხრივ იყო ტიპური მისი თაობის ინტელიგენციისათვის. ის ახალგაზრდობიდანვე იღებს მონაწილეობას ძველი საზოგადოების რევოლუციურ გარდაქმნაში, ახალი ცხოვრებისა და კულტურის შექმნაში. მართალია, უბედობამ ადრე შეწყვიტა მისი მოღვაწეობა, მისი სიცოცხლეც, მაგრამ სიკვდილის კ. მეგრელიძის ბიოგრაფია არ დაუსრულებია: 50-იან წლებში ხდება მისი სახელობის აღდგენა, რასაც კ. მეგრელიძის მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარება მოჰყვა.

    დაწვრილებით


  • De Re Publica, ეპიზოდი 2: საერთაშორისო აღიარება

    De Re Publica, ეპიზოდი 2: საერთაშორისო აღიარება

    პოდკასტ „De re publica-ს“ მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება.             ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – დასაწყისში განვიხილავთ, როგორ აღიარა დამპყრობელმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა შესაძლო მოკავშირეს – დასავლეთს.             მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლის წინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ,…

    დაწვრილებით


  • რუსული პროპაგანდა დასავლეთში

    რუსული პროპაგანდა დასავლეთში

    რუსულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდასავლურ განწყობას თავისი ისტორია აქვს, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო იდეოლოგემის სახე. იდეოლოგემა, თავის მხრივ, მოიაზრებს იდეათა წყებას, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ნიშნებისა და სიმბოლიკების სახით გამოიხატება. რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა ერთგვარად ჩამოყალიბებულია დასავლეთის, როგორც მტრის, ხოლო რუსეთის, როგორც მხსნელისა და მესიის ხატებაზე, პროპაგანდა კი დიდწილად წარიმართება რუსოფობიისა და კატეხონის იდეებზე დაყრდნობით.

    დაწვრილებით


  • ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

    ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

    კორექტორი: მარიამ გორდაძე საზღვარი, დღევანდელი გაგებით, არის ხაზი, რომელიც ყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ  დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების

    დაწვრილებით


  • რა დავკარგეთ 25 თებერვალს?

    რა დავკარგეთ 25 თებერვალს?

    1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი მიმდინარე მოვლენების აღწერისას წერს: “ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა”.

    დაწვრილებით


  • De Re Publica, ეპიზოდი 1

    De Re Publica, ეპიზოდი 1

    პოდკასტი De re publica-ს პირველ ეპიზოდში ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ მივიდა ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა დამოუკიდებლობის იდეამდე, რა ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ ‘დამფუძნებელი მამები’.

    დაწვრილებით


  • რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული…

    დაწვრილებით


  • ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

    ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

    მე-20 საუკუნის ერთ ერთი გამორჩეული მოაზროვნის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961), იდეები მრავალ დისციპლინაში განვითარდა, როგორიცაა: ლიტერატურა, ფილოსოფია, თეოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, მითოლოგია. თუმცა იუნგი, პირველ რიგში, იყო ფსიქიატრი და ფსიქოთერაპერტი, მთელი ცხოვრება მუშაობდა სამედიცინო სფეროში და 60 წლის განმავლობაში საკუთარ ფსიქოლოგიურ თეორიასა და მასთან დაკავშირებულ კონცეპტებს ავითარებდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაუყარა ანალიზური ფსიქოლოგიის მიმართულებას. 

    დაწვრილებით


მდევარი