ნუცა სეხნიაშვილი

– ავტორის არქივი

transport

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი თანაქმედება: სოციოლოგიურ თეორიათა მოკლე მიმოხილვა

Mar 31, 202412 min read
თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, – უზრუნველყოფს მიმოსვლას, რაც, თავისთავად, საზოგადოებრივი, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის შესაძლებლობას ქმნის. რამეთუ ტრანსპორტი არა მხოლოდ გარემოს ნაწილი, არამედ, ასევე, საგულისხმო შუამავალია გარემოსა და ჩვენ შორის, ის დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ თანაქმედებაზე, განწყობასა და, ზოგადად, ცხოვრებაზე.
ძველმოდურუი კომპიუტერი ძველმოდური მაუსით და კლავიატურით

ელექტორნული კომერციის განვითარება საქართველოში

Feb 13, 202413 min read
რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტგავრცელების აღმავლობასთან ერთად ელექტრონული კომერციის (ელ. კომერცია) სახით მსოფლიოს ახალი ინდუსტრია შეემატა, რომელიც დღემდე საკმაოდ მზარდი სიჩქარით ვითარდება. ელექტრონული კომერციის მეშვეობით, უამრავი ნაწარმითა და მომსახურებით ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტისა და კომპიუტერული ქსელების დახმარებით გახდა შესაძლებელი. 
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი

მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი

Dec 1, 202314 min read
მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად.
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა

De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა

Nov 1, 202316 min read
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
ენებით სავსე ხე

ენობრივი ფარდობითობა

Oct 1, 202315 min read
ენები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, თუ როგორ აღწერენ სამყაროს. აღწერის განსხვავებული გზები განსხვავებულ ენებზე მოსაუბრეებს სამყაროს განსხვავებულად შეამეცნებინებს?
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა

De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა

Oct 1, 202315 min read
გადაცემის წამყვანები: ანი კახიძე, ელენე ფილფანი სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი რედაქტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის […]
მეგრული წარწერები

თავსმოხვეული მითი მეგრული სეპარატიზმის შესახებ

Aug 31, 202314 min read
2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ენების – მეგრულისა და სვანურის – დაცვა; ერთ-ერთ გზად კი დაასახელა მათი არჩევით საგნებად სწავლება სკოლებში. ამ ორ ქართველურ ენას დაცვა უდავოდ სჭირდება. მეგრულად და სვანურად მოსაუბრეთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. იმაზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა სახის არამატერიალური, კულტურული სიმდიდრე ახლავს ქართველურ ენებს, და არც ისტორიით  შეგაწყენთ თავს. სტატიის მიზანი სულ სხვაა, – შეძლებისდაგვარად დავანახო მკითხველს, რომ 2022 წლამდე ბევრად ადრე აგორებული კამპანია მეგრული სეპარატიზმის შესახებ, რომელსაც, პირველ რიგში, მეგრული ენა თითქოსდა აღვივებს, უბრალოდ მითია,- იგი ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ჩაგვაგონა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ. ის მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ცდილობდა ქართველების ურთიერთდაპირისპირებასა და ვითარების იმგვარად წარმოჩენას, თითქოს სამეგრელო და დანარჩენი საქართველო სხვადასხვა მხარეს იდგა (ამაზე მოგვიანებით ვრცლად ვისაუბრებ). მართალია, მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მეგრულ ენაზე არამოსაუბრეთაგან ზოგიერთი მას ენად არ ცნობს და მასში სეპარატიზმის ნიშნებსაც კი ხედავს. ეს კი, თავისთავად, პრობლემა და ნიშანია იმისა, რომ თავსმოხვეულმა მითებმა, გარკვეული თვალსაზრისით, შეძლო გაუცნობიერებელი შიშის გაჩენა ქართველებში.
შოპენჰაუერი და ბუაჩიძე

შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება

Jul 31, 202330 min read
სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია სუბიექტიცა და ობიექტიც – ისაა წარმოდგენა. წარმოდგენა ყოველთვის არის სუბიექტი თავისი შესატყვისი ობიექტით. ეს დაყოფა სუბიექტად და ობიექტად წარმოდგენის უპირველესი, ყველაზე ზოგადი და უძირითადესი ფორმაა.
საქართველოს დროშის ფონზე

მართლმადიდებლობა, ანუ ქართული კონსერვატიზმი

Jun 30, 202316 min read
არსებობს ამგვარი გადმოცემა: როდესაც მოციქულები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რომელ რეგიონში უნდა ექადაგათ, საქართველოს მხარე წილად ხვდა ღვთისმშობელს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა და ამიტომ აქ პირველად ქრისტიანობა სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გაავრცელეს. ყველასთვის ცნობილია წმინდა ნინოს შემოსვლისა და პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მოქცევის ამბავი. სწორედ ამ პერიოდიდან, მე-4 საუკუნიდან, ვიწყებთ ხოლმე საქართველოს გაქრისტიანების ათვლას. წყაროებში გადმოცემულია სასწაულები, რომლებმაც მიიყვანა მეფე-დედოფალი ქრისტიანობამდე, თუმცა გადაწყვეტილებას გონივრული მიზეზიც ჰქონდა, – ეს იყო აშკარა გამოხატულება საგარეო კურსისა: ქართლმა აირჩია დასავლეთი, ანუ რომი, და არა მაზდეანური ირანი.
საღებავით დახატული აზარტული თამაშები

აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა თანამედროვე საქართველოში

Jun 1, 20237 min read
საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია თხუთმეტი წლის განმავლობაში საშუალო წლიური 55%-იანი ტემპით იზრდებოდა. ბაზრის ბრუნვა 2007 წელს 65 მილიონ ლარს, ხოლო 2021 წლისთვის თითქმის 48 მილიარდ ლარს უტოლდებოდა. ასეთ განვითარებას მეტწილად საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ლიბერალური მდგომარეობა განაპირობებდა.
მდევარი