სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

De Re Publica, ეპიზოდი 5: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 2

De Re Publica, ეპიზოდი 5: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 2

ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ისევ ლიტერატურულ ჭრილში ბატონ ზაალ ჩხეიძესთან ერთად. წინა კვირის ეპიზოდიდან გემახსოვრებათ, რომ ამ თემაზე საუბრისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა უშუალოდ 1918-21 წლებზე, არამედ საკითხს უფრო ზოგად ჭრილში განვიხილავთ, რათა ჯერ ქართული იდენტობის საზღვრები მოვხაზოთ ლიტერატურით, ხოლო შემდეგ გადავიდეთ პოლიტიკურ და კულტურულ შრეებზე.
ინტერვიუ გიორგი ხულორდავასთან: აღმოსავლური ლექსიკა ქართულში

ინტერვიუ გიორგი ხულორდავასთან: აღმოსავლური ლექსიკა ქართულში

ქართული ენაში დამკვიდრებულ ბევრ აღმოსავლურ სიტყვას ხშირად თავისთავად, ძირეულად ქართულად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ისინი აღმოსავლეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მწიგნობრული თუ ყოფითი ურთიერთობების შედეგია. მოცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ხულორდავა სწორედ ამ ლექსიკურ შერევაზე, მის შედეგებსა და აღმოსავლეთ-ქართული ენობრივი ურთიერთობების დღევანდელ სახეზე ისაუბრებს.
ტიბეტელი ბერი თავს იწვავს მანქანის წინ

სიმბოლური თვითმკვლელობა: თავის დაწვის რიტუალი ტიბეტურ ბუდიზმში

თავის დაწვის რიტუალი გარკვეული მოვლენის მიმართ, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოებები, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესს მნიშვნელოვნად აქცევს ის ფაქტი, რომ თავის დაწვის რიტუალი პროტესტის უკიდურეს ფორმად ჩამოყალიბებისთანავე თავის თავში გულისხმობს საჯაროობის აუცილებლობას. თუკი ადამიანი პროტესტის ნიშნად იწვავს თავს, მას აუცილებლად სჭირდება მაყურებელი: სწორედ მაყურებლის ცნობიერების შესაცვლელად აკეთებს თვითმკვლელი ამ ყველაფერს. ამ გამაოგნებელმა სანახაობამ მნახველს უნდა აიძულოს, კონკრეტული პიროვნული თუ საზოგადო ცვლილებებისკენ გადადგას ნაბიჯები სწორედ იმ პრობლემის გამოსასწორებლად, რომელსაც თვითმკვლელი საჯაროდ გმობს. 
ეროვნული ბიბლიოთეკის სურათი ქართველი ფილოსოფოს-მეცნიერებისა

ფილოსოფიის შესავალი: ზნეობრივი სამყარო და ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მეცნიერება

ზნეობის საფუძველი – რას ემყარება მორალი? ადამიანის ბედნიერება და ქცევის შინაგანი განმსაზღვრელი.  კატეგორიული იმპერატივი. ავტონომია თუ ჰეტერონომია. ჰედონიზმი და რიგორიზმი. ეგოიზმი და ალტრუიზმი. მორალი და სამართალი. სიზიფოსის შრომა? პიროვნება და შინაგანი სამყაროს ჰარმონია.
ალექსანდრე შურა ჯაფარიძის ახალგაზრდობის ფოტო, ეროვნული ბიბლიოთეკა

სავლე წერეთელი

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „რედუქციული დასკვნა-დასაბუთების მეთოდები“.
ვაჟა ფშაველა და ალექასნდრე ყაზბეგი

De Re Publica, ეპიზოდი 4: იდენტობის ფორმირება – ლიტერატურა

განვიხილავთ, თუ როგორ მოიხაზა ლიტერატურაში ქართული იდენტობის საზღვრები და როგორ განხორციელდა იგი საზოგადოებაში. მასალის სიმწირის გამო ვერ შევძლებთ, ვისაუბროთ სამწლიან პერიოდზე, მაგრამ მიმოვიხილავთ მის გარშემო ქართულ შემოქმედებას. ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელი ეპიზოდის სტუმართან, ბატონ ზაალ ჩხეიძესთან, ერთად. სანამ მასთან გადავალთ, ანი შეაჯამებს წინა პოდკასტებში განვლილ თემებს.
დიმიტრი უზნაძის ფოტო შავ თეთრში

დიმიტრი უზნაძე

დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების კლასიკოსად. მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებითა და მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულა ამ დარგის განვითარებაში.               დიმიტრი უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია – მსოფლიო ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარი.               დიმიტრი უზნაძემ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს ბევრი დიდი მეცნიერი – დააარსა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, რითაც საიმედო საფუძველი ჩაუყარა მის მიერ შექმნილი თეორიის ბაზაზე ქართული ფსიქოლოგიის მომავალს.
სიორენ კირკეგორის პორტრეტი

თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის სათავეებთან: სიორენ კირკეგორი

ავტორი: თაზო ბუაჩიძე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი, გამომცემლობა “მეცნიერება”, თბილისი, 1986 კორექტორი: მარიამ ქავთარაძე სტატია გააციფრულა ვიკა კახიძემ გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან 1 ცხოვრების გზა             1813 წლის 5 მაისს 57 წლის კოპენჰაგელ ვაჭარს, მიხაელ პედერსენ კირკეგორს, შეეძინა მეშვიდე შვილი – სიორენი. სიორენის დედა – ანა – ადრე მსახური იყო მიხაელ კირკეგორის ოჯახში. ასე […]
მთა და მის ძირში საზღვარი

De Re Publica, ეპიზოდი 3: რესპუბლიკის საზღვრების დადგენა

ვაგრძელებთ საქართველოს იდენტობის ჩამოყალიბების შესახებ საუბარს. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მოკლედ მინდა, რომ შევაჯამოთ ის თემები, რომლებზეც განვლილი ორი გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. პირველი: ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება: როგორ გაიაზრეს დამფუძნებელმა მამებმა ინტელექტუალური მემკვიდრეობა და მეორე – საერთაშორისო სივრცეებში როგორ აღიარეს ჩვენი სუვერენიტეტი. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს განვიხილავთ, თუ როგორ დადგინდა საზღვრები და ამ საზღვრების შემოწერისას რა სახის გამოწვევებთან  უწევდა საქართველოს გამკლავება.
JPEG კუმშვის ალგორითმის ფაილი კომპიუტერული კოდის ფონზე

ციფრული სიგნალების დამუშავება: JPEG კუმშვის ალგორითმი და მისი დანერგვა მატლაბში

JPEG (Joint Photographic Experts Group) გამოსახულების კუმშვის მკარგავი (lossy) ბუნების[1] ალგორითმია, რომელიც ციფრული სურათების ზომის ისე შესამცირებლად შეიქმნა, რომ ხარისხი მნიშვნელოვნად არ დაიკარგოს. ალგორითმის მკარგავი ბუნება მოიაზრებს მოცემულობას, რომ ფაილის ინფორმაციის ნაწილი კუმშვისას იკარგება. JPEG ადრიან ოთხმოცდაათიან წლებში შეიქმნა და დღესდღეობით ინტერნეტში ყველაზე ხშირად გამოყენებადი გამოსახულების შეკუმშვის ფორმატია.
ბუდა მშვიდ გარემოში

ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

„ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან დრაკონის კულტი ჰქონდა, და არასოდეს გავრცელებულა იმ ქვეყნებში, რომლებშიც დრაკონის მოკვლა საგმირო საქმედ მიიჩნევა ან გველებს კაცობრიობის უბედურებები ბრალდება“
ნახატი: ეშმაკით შეპყრობილი ადამიანს ეგზორციზმი

ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა

მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

მდევარი