სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1

De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1

მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეცხრე ეპიზოდს. ჩვენთან სტუმრად არის დავით ზედელაშვილი. როგორც ვნახე, ბატონო დავით, თქვენ ძირითადად სწავლობთ შედარებით სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს. ჩვენ წინა რამდენიმე ეპიზოდში იდენტობის საკითხზე ვისაუბრეთ: თავიდან განვიხილეთ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად სამოქალაქო ნაციონალიზმი ლიტერატურაში; შემდეგ ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი იყო პოლიტიკური დისკურსი. ახლა გვინდა იდენტობის შესახებ საუბარი დავასრულოთ კონსტიტუციით. ამიტომ, პირველი კითხვა შეეხება ჩვენს დაშვებას, რომ სამართლებრივმა დოკუმენტმა შეიძლება ერსა და ერის იდენტობაზე რამე გვითხრას. რამდენად სწორია აღნიშნული და კონსტიტუციას აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა? ვიმსჯელოთ, როგორ გაიაზრეს, ვთქვათ, წარსული გამოცდილება „დამფუძნებელმა მამებმა“; რა მიზნები და ხედვები ჰქონდათ მათ მომავლისთვის.
ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ

ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ

ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლია ქაროსანიძე.
დანგრეული ფონი მთიანი ყარაბაღისა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარდამავლობა: ქართული აღქმა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის ფაზლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე – დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად და ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნებასა და გაფართოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი გარდამტეხი მოვლენა იყო კონფლიქტის გარდამავლობის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა თურქეთის როლი და ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და, შესაბამისად, მთლიანად რეგიონის პოლიტიკაში. 2023 წლის 22 მაისს კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა ცნოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტური რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად შესაბამისი პირობებით. აღნიშნული განვითარება უკიდურესად ცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და აჩენს მისი მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკას მრავალი მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც გადაჯაჭვულია მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკასა და რეგიონში მშვიდობასთან.
შოპენჰაუერი და ბუაჩიძე

შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება

სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია სუბიექტიცა და ობიექტიც – ისაა წარმოდგენა. წარმოდგენა ყოველთვის არის სუბიექტი თავისი შესატყვისი ობიექტით. ეს დაყოფა სუბიექტად და ობიექტად წარმოდგენის უპირველესი, ყველაზე ზოგადი და უძირითადესი ფორმაა.
პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე

თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს ამაზე ოდნავ მეტხანს შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ადამიანები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რაოდენ დიდი დრო გავიდა ფილოსოფიის დაბადებიდან, მაგალითად ავიღოთ ვინმე, ვინც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა: კარლოს დიდი, დამპყრობელი, რომელმაც საღვთო რომის იმპერია დააარსა. იგი ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა პერიოდში, ე.ი. ადრეულ შუა საუკუნეებში დაიბადა, თუმცა დროში ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თალესის დაბადების თარიღთან. ანტიკური ფილოსოფოსებისთვისაც კი, მაგალითად, არისტოტელესთვის, იმდენად შორეულ წარსულში იყვნენ თალესი და მისი პირდაპირი მემკვიდრეები, რომ რთული იყო, მათზე რაიმე სცოდნოდათ. ამიტომაც, მართლაც სასწაულად უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ჩვენ, არისტოტე
პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი

ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს.
საქართველოს დროშის ფონზე

მართლმადიდებლობა, ანუ ქართული კონსერვატიზმი

არსებობს ამგვარი გადმოცემა: როდესაც მოციქულები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რომელ რეგიონში უნდა ექადაგათ, საქართველოს მხარე წილად ხვდა ღვთისმშობელს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა და ამიტომ აქ პირველად ქრისტიანობა სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გაავრცელეს. ყველასთვის ცნობილია წმინდა ნინოს შემოსვლისა და პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მოქცევის ამბავი. სწორედ ამ პერიოდიდან, მე-4 საუკუნიდან, ვიწყებთ ხოლმე საქართველოს გაქრისტიანების ათვლას. წყაროებში გადმოცემულია სასწაულები, რომლებმაც მიიყვანა მეფე-დედოფალი ქრისტიანობამდე, თუმცა გადაწყვეტილებას გონივრული მიზეზიც ჰქონდა, – ეს იყო აშკარა გამოხატულება საგარეო კურსისა: ქართლმა აირჩია დასავლეთი, ანუ რომი, და არა მაზდეანური ირანი.
ილია ჭავჭავაძე

De Re Publica, ეპიზოდი 8: იდენტობის ჩამოყალიბება – პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები,  ნაწილი 2

ნუცა: ალბათ ყველგან, როგორც კი ჩნდება მოდერნული ერი, სახელმწიფო, ეს ორ რამეს აჩენს ერთდროულად. ერთი – ხალხის ახალ ცნებას, რომელშიც უნიკალური კავშირია ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, ანუ ინდივიდის ხელახალი ჩამოყალიბება ხდება, რადგან აღარ აქვს პირადი სივრცე იმ გაგებით, როგორიც ჰქონდა, და ყველაფერი ებმის სახელმწიფოს. მეორე, რასაც აუცილებლად აჩენს, არის წარსულის მეხსიერება და ეს თავისთავად არის მთავარი განმაპირობებელი ნაციონალიზმისა, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი არის თანამედროვე მოვლენა, რომელსაც სულ უწევს საკუთარი არსებობის ლეგიტიმაცია შორეული წარსულიდან. შორეული წარსული ყველასთვის სხვადასხვაგვარად აღიქმება, თუმცა მოცემულობა მაინც ასეთია.
არაბული ხელოვნების მაგალითი კედელზე

შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია

არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა  და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ კალამის, სუფიზმისა და ისმაილიზმის მიმდევრებად. ესენი იყო ყველაზე გავლენიანი მიმართულებანი მუსულმანურ რელიგიაში. „კალამი“ ნიშნავს სიტყვას, ლაპარაკს. ფიქრობენ, რომ აქ იგულისხმება ყურანი, როგორც ღვთის სიტყვა. ,,კალამის“ მიმართულების წარმომადგენლები მიზნად ისახავენ ამ სიტყვის გაგებას, განმარტებას (154.210).
ხის გამადამუშავება, ციმბირი

ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია

საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, – მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს ჩართულობას პოლიტიკაში და სულ მცირე ეჭვის შემთხვევაში აპატიმრებდნენ ან ციმბირში ასახლებდნენ. ციმბირში, სადაც საკმაოდ მკაცრი ჰავაა, რეპრესირებულ ქართველებს მძიმე სამუშაოზე ასაქმებდნენ. წლობით გადასახლებას უსჯიდნენ, ხშირად ვადის ამოწურვის შემდეგ ე. წ. „თავისუფალი გადასახლებით“ უცვლიდნენ სასჯელს, – რეპრესირებულ ადამიანს არ შეეძლო სამშობლოში დაბრუნება.
საღებავით დახატული აზარტული თამაშები

აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა თანამედროვე საქართველოში

საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია თხუთმეტი წლის განმავლობაში საშუალო წლიური 55%-იანი ტემპით იზრდებოდა. ბაზრის ბრუნვა 2007 წელს 65 მილიონ ლარს, ხოლო 2021 წლისთვის თითქმის 48 მილიარდ ლარს უტოლდებოდა. ასეთ განვითარებას მეტწილად საქართველოს აზარტული თამაშების ბაზრის ლიბერალური მდგომარეობა განაპირობებდა.
აიქონი საქართველოს პარლამენტისთვის

ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში

რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამ თემის განსახილველად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი თეოლოგიის პროფესორი, ისტორიკოსი, მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი მოვიწვიეთ.

მდევარი