მარიამ გორდაძე

– ავტორის არქივი

აწეული ხელი ქართული სოციალიზმის სიმბოლოდ

ქართული სოციალიზმის პარტიული ისტორია

Feb 13, 202424 min read
პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში. 
ტრიადა იოანე პეტრიწი

ტრიადა იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში

Nov 1, 202332 min read
შუა საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სწავლულისა და ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია. ცნობილია, რომ იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში სასწავლებლად. ამ დროს იქ ფილოსოფიის კათედრას განაგებდნენ მიქაელ პსელოსი (1018-1077), ხოლო შემდეგ მისი მოწაფე იოანე იტალი (დაიბადა 1025 წ.). 1083 წელს ბიზანტიის იმპერატორმა გაასამართლა იოანე იტალი, რადგანაც ეკლესიამ მას ერეტიკოსობა დასწამა. იმ 11 ბრალდებიდან, რომლებიც იოანე იტალს წაუყენეს, სამში საუბარია იმის თაობაზე, რომ იტალი აღიარებს მატერიის მარადიულობას, სამყაროს დროში შეუქმნელობასა და სხვ[1]. მაშასადამე, როგორც ამ ბრალდებებიდან ირკვევა, იოანე იტალს გადაუხვევია ქრისტიანობის არსებითი დოგმატებისათვის.
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა

De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა

Oct 1, 202315 min read
გადაცემის წამყვანები: ანი კახიძე, ელენე ფილფანი სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი რედაქტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის […]
De Re Publica

De Re Publica, ეპიზოდი 10: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი II

Aug 31, 202314 min read
ელენე: ძალიან საინტერესოა, გაწონასწორების კუთხით რასაც საუბრობდით. პირველ ეპიზოდში ბატონმა ბექამ მოგვიყვა ასეთი რამ: თავის მონოგრაფიაში ნოე ჟორდანია დამოუკიდებლობის აქტზე წერს, რომ თავის დაწერა დაევალა  გიორგი გვაზავას, რომელმაც  იქ 7-საათიანი სამუშაო დღე ჩაწერა, რაც ძალიან სასაცილო იყოო. ნოეს მოქმედება დაუწუნებია, ეს ხომ არ არის მუშათა დამოუკიდებლობის აქტი, მხოლოდ ეროვნული საქმეაო. თითქოს მოკლედ არის დაწნეხილი ის ამბავი, თუ როგორ მსჯელობდნენ კონსტიტუციის მიღების დროს.
ქართული სიტყვა III: ინტერვიუ ირაკლი გოგატიშვილთან ენის გაციფრულების შესახებ

ქართული სიტყვა III: ინტერვიუ ირაკლი გოგატიშვილთან ენის გაციფრულების შესახებ

Aug 20, 202314 min read
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ მესამე ნაწილში ენის გაციფრულების საკითხის შესახებ მოპასუხეა “საქართველოს ბანკის” მონაცემთა კვლევითი ლაბოარატორიის უფროსი ირაკლი გოგატაშვილი.
ქართული სიტყვა II: ინტერვიუ გიორგი გოგოლაშვილთან ენის ფორმაცვალების შესახებ

ქართული სიტყვა II: ინტერვიუ გიორგი გოგოლაშვილთან ენის ფორმაცვალების შესახებ

Aug 20, 20239 min read
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ მეორე ნაწილში ენის ფორმაცვალების შესახებ მოპასუხეა ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაძე
De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1

De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1

Aug 1, 202313 min read
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეცხრე ეპიზოდს. ჩვენთან სტუმრად არის დავით ზედელაშვილი. როგორც ვნახე, ბატონო დავით, თქვენ ძირითადად სწავლობთ შედარებით სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს. ჩვენ წინა რამდენიმე ეპიზოდში იდენტობის საკითხზე ვისაუბრეთ: თავიდან განვიხილეთ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად სამოქალაქო ნაციონალიზმი ლიტერატურაში; შემდეგ ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი იყო პოლიტიკური დისკურსი. ახლა გვინდა იდენტობის შესახებ საუბარი დავასრულოთ კონსტიტუციით. ამიტომ, პირველი კითხვა შეეხება ჩვენს დაშვებას, რომ სამართლებრივმა დოკუმენტმა შეიძლება ერსა და ერის იდენტობაზე რამე გვითხრას. რამდენად სწორია აღნიშნული და კონსტიტუციას აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა? ვიმსჯელოთ, როგორ გაიაზრეს, ვთქვათ, წარსული გამოცდილება „დამფუძნებელმა მამებმა“; რა მიზნები და ხედვები ჰქონდათ მათ მომავლისთვის.
ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ

ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ

Aug 1, 202323 min read
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ.ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლია ქაროსანიძე.
დანგრეული ფონი მთიანი ყარაბაღისა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარდამავლობა: ქართული აღქმა

Jul 31, 202313 min read
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის ფაზლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე – დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად და ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნებასა და გაფართოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი გარდამტეხი მოვლენა იყო კონფლიქტის გარდამავლობის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა თურქეთის როლი და ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და, შესაბამისად, მთლიანად რეგიონის პოლიტიკაში. 2023 წლის 22 მაისს კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა ცნოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტური რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად შესაბამისი პირობებით. აღნიშნული განვითარება უკიდურესად ცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და აჩენს მისი მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკას მრავალი მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც გადაჯაჭვულია მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკასა და რეგიონში მშვიდობასთან.
პიტერ ადამსონის წიგნი კლასიკური ფილოსოფია, ყდა

კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი

Jun 30, 202313 min read
ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით ძვ.წ. 1100 წელს დორიელების მიერ კონტინენტური საბერძნეთის დაპყრობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა იონიისკენ დაიძრა. სახელი „იონია“ კოლონისტების ლეგენდარული მეთაურისგან, იონისგან, მომდინარეობს.
მდევარი