-
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4,…
-
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
-
De Re Publica, ეპიზოდი 11: თვითორგანიზების კულტურა
სტუმარი: ირაკლი ხვადაგიანი ტრანსკრიპტის ავტორი: ნუცა სეხნიაშვილი კორექტორი: მარიამ გორდაძე ანი: მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეთერთმეტე ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ წიგნზე „ინიციატივა ცვლილებისათვის – სათემო და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა და როგორ მუშაობდით მასზე? რამდენად…
-
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი…
-
De Re Publica, ეპიზოდი 10: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი II
ელენე: ძალიან საინტერესოა, გაწონასწორების კუთხით რასაც საუბრობდით. პირველ ეპიზოდში ბატონმა ბექამ მოგვიყვა ასეთი რამ: თავის მონოგრაფიაში ნოე ჟორდანია დამოუკიდებლობის აქტზე წერს, რომ თავის დაწერა დაევალა გიორგი გვაზავას, რომელმაც იქ 7-საათიანი სამუშაო დღე ჩაწერა, რაც ძალიან სასაცილო იყოო. ნოეს მოქმედება დაუწუნებია, ეს ხომ არ არის მუშათა დამოუკიდებლობის აქტი, მხოლოდ ეროვნული საქმეაო. თითქოს მოკლედ არის დაწნეხილი ის…
-
De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეცხრე ეპიზოდს. ჩვენთან სტუმრად არის დავით ზედელაშვილი. როგორც ვნახე, ბატონო დავით, თქვენ ძირითადად სწავლობთ შედარებით სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს. ჩვენ წინა რამდენიმე ეპიზოდში იდენტობის საკითხზე ვისაუბრეთ: თავიდან განვიხილეთ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად სამოქალაქო ნაციონალიზმი ლიტერატურაში; შემდეგ ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი იყო პოლიტიკური დისკურსი. ახლა გვინდა იდენტობის შესახებ საუბარი…
-
De Re Publica, ეპიზოდი 8: იდენტობის ჩამოყალიბება – პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 2
ნუცა: ალბათ ყველგან, როგორც კი ჩნდება მოდერნული ერი, სახელმწიფო, ეს ორ რამეს აჩენს ერთდროულად. ერთი – ხალხის ახალ ცნებას, რომელშიც უნიკალური კავშირია ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, ანუ ინდივიდის ხელახალი ჩამოყალიბება ხდება, რადგან აღარ აქვს პირადი სივრცე იმ გაგებით, როგორიც ჰქონდა, და ყველაფერი ებმის სახელმწიფოს. მეორე, რასაც აუცილებლად აჩენს, არის წარსულის მეხსიერება და ეს თავისთავად არის…
-
ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია
საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, – მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს…
-
ისლამური ფემინიზმი
მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.
-
De Re Publica, ეპიზოდი 7: იდენტობის ფორმირება-პოლიტიკური დისკურსები და ნარატივები, ნაწილი 1
ეს ჩვენი მეშვიდე ეპიზოდია. ვაგრძელებთ იდენტობაზე საუბარს ჩვენს ლექტორთან, ნუცა ბათიაშვილთან, ერთად, რომელიც იკვლევს კოლექტიურ მეხსიერებას, პოლიტიკურ დისკურსსა და პოსტსაბჭოთა გარდაქმნებს.