ელექტორნული კომერციის განვითარება საქართველოში
რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტგავრცელების აღმავლობასთან ერთად ელექტრონული კომერციის (ელ. კომერცია) სახით მსოფლიოს ახალი ინდუსტრია შეემატა, რომელიც დღემდე საკმაოდ მზარდი სიჩქარით ვითარდება. ელექტრონული კომერციის მეშვეობით, უამრავი ნაწარმითა და მომსახურებით ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტისა და კომპიუტერული ქსელების დახმარებით გახდა შესაძლებელი.
ქართული სასკოლო განათლება
დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო განათლების ხარისხის ზრდასა და პროგრამის განვითარებას, თუმცა დროის სვლასთან ერთად საბაზისო განათლების სისტემა გაუმართავი და არაეფექტური რჩება.
ქართული სოციალიზმის პარტიული ისტორია
პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში.
ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან
ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს უფრო მეტი აღქმა აქვთ რეალობისა, ვიდრე კაცებს. კაცები მამაკაცური უპირატესობით იზრდებიან და მოკლედ, ”თავი ჰგონიათ ძალიან მაგარი ტიპები”, მაგრამ არ არიან სინამდვილეში.
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი
მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად.
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.
De Re Publica, ეპიზოდი 12: გურიის რესპუბლიკა
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სტუდია გეორგიკას პოდკასტ De Re Publica-ს უკვე მეთორმეტე ეპიზოდს. მე ვარ ანი კახიძე, ჩემთან ერთად არის ელენე ფილფანი და ვსაუბრობთ პირველ რესპუბლიკაზე. დღეს სტუმარი არ გვყავს.
კლასიკური ფილოსოფია: III, ჩვენს ხატად შექმნილი – ქსენოფანე
ჰომეროსის „ილიადაში“ არის ერთი საკმაოდ მხურვალე მონაკვეთი, როდესაც ჰერა თავისი ქმრის, ზევსის, ცდუნებას გადაწყვეტს. მიზეზი, თუ რატომ უნდა ქალღმერთს ამის გაკეთება, ისაა, რომ იგი ტროელების წინააღმდეგ, რომელთა მხარესაცაა ზევსი, ბერძენ დამპყრობლებს უმაგრებს ზურგს. ამიტომაც, ბერძნების დასახმარებლად, სჭირდება, რომ ცოტა ხნით ზევსმა ყურადღება მოადუნოს; მამაკაცის ყურადღების მიქცევის უეჭველი გზა კი მისი ცდუნებაა.
ენობრივი ფარდობითობა
ადამიანები ურთიერთობენ მრავალ განსხვავებულ ენაზე, რომელთაგან თითოეული სხვებისგან უთვალავი თვალსაზრისით გამოირჩევა (უპირველესად, გამოთქმითა და ლექსიკით; შემდეგ, – გრამატიკით). მაგალითად, ინგლისურად რომ ვთქვათ „სპილომ შეჭამა მიწის თხილი“, უნდა გამოვიყენოთ გრამატიკული დრო – ფაქტი, რომ მოვლენა მოხდა წარსულში. მანდარინსა და ინდონეზიურში იმის მითითება, თუ როდის მოხდა შემთხვევა, იქნებოდა ნებაყოფლობითი, და არა ზმნაში მოცემული. რუსულში ზმნა უნდა მოიცავდეს დროსა და, ასევე, იმას, მიწის თხილის მჭამელი მამრობითი სქესის იყო თუ მდედრობითისა (თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ზმნა წარსულშია); ამასთან, უნდა ამბობდეს, მთლიანად შეჭამა მიწის თხილი თუ მხოლოდ ნაწილი. თურქულში, მეორე მხრივ, შესაძლოა დაკონკრეტდეს (ზმნის დაბოლოებით) მიწის თხილის ჭამას მთქმელი თავად შეესწრო თუ სხვისგან გაიგონა.
იაპონელი ტყვეები საქართველოში: ინტერვიუ ჰიროტაკე მაედასთან
ქვაზე აღბეჭდილ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ასობით ადამიანი ჩაუვლის გვერდს. ზოგი გაჩერდება ხოლმე, თუმცა თითქმის არავინ არ იცის იმ ისტორიის შესახებ, რომელიც მათ უკან დგას. ამ წარწერას შუაგულ თბილისში, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში არსებულ მემორიალზე წაიკითხავთ, რომელიც 2010 წელს აღიმართა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მიერ საქართველოში გადმოსახლებული იაპონელი ტყვეების პატივსაცემად. ჩვენმა კვლევითმა ჯგუფმა უკანასკნელი თვე სწორედ მათი ისტორიის ძიებაში გაატარა. მოცემული სტატიით გვსურს, მკითხველს შევუქმნათ წარმოდგენა არა მხოლოდ ამ ადამიანების საქართველოში განვლილ დღეებზე, არამედ ორი ქვეყნის იმ დიდ ისტორიასა და საზოგადოებრივ კავშირებზე, რომლებმაც ამ ადამიანების ცხოვრების გზა განაპირობა.