ნეოპლატონიზმი
ნეოპლატონიზმი იყო ბერძნული ფილოსოფიის უკანასკნელი გიგანტური ცდა, აღედგინა კლასიკური ეპოქის ფილოსოფია, შეევსო იგი რელიგიური ექსტაზის იდეით. თავისი ისტორიის პირველ პერიოდში იგი ცდილობდა ანტიკური ადამიანისათვის დაემტკიცებინა, რომ ქრისტიანობა საჭირო არ იყო, რომ ქრისტიანობის მიერ მოცემული მოძღვრება ბერძნულ ფილოსოფიაში მოინახებოდა.
შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება
სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია…
კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე
თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს…
კლასიკური ფილოსოფია: I, ყველაფერი ღმერთებითაა სავსე – თალესი
ფილოსოფიის ამბავი ძვ.წ. მე-6 საუკუნეში იწყება და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა – საბერძნეთში. პირველი ანტიკური ფილოსოფიური ტექსტები ბერძნულ ენაზე თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე იონიაში იწერებოდა. აქ მოსახვედრად საბერძნეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ეგეოსის ზღვის შემოვლით ან გავლით უნდა წასულიყავით. სწორედ ასე მოიქცა ბერძნულად მოსაუბრე ხალხი ძვ.წ. მე-6 საუკუნემდე. ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვიამბობენ, რომ დაახლოებით…
შუა საუკუნეების არაბულენოვანი ფილოსოფია
არაბულ კულტურას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. არაბებმა მოკლე ხანში აითვისეს ევროპული მეცნიერებისა და კულტურის მიღწევები და მნიშვნელოვანი უკუზეგავლენა მოახდინეს მათზე. არაბული სამყარო განვითარებას მაჰმადსა (570-632) და მის „ყურანს“ უმადლოდა, ამიტომ თავდაპირველად მორჩილად მისდევდნენ „ყურანს“ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. არაბების მეცნიერული მოღვაწეობა დასაწყისში „ყურანისა“ და მისი დებულების განმარტებათა თავისებური მოწესრიგებით იფარგლებოდა. არაბული მსოფლმხედველობრივი აზროვნების წარმომადგენლები იყოფოდნენ…
ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები
სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).
ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია: სასრული და უსასრულო
სასრულისა და უსასრულოს არსებას, ფართო აზრით, დასასრულის ქონება ან უქონლობა განსაზღვრავს. სასრული სწორედ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი დასრულებულია, დასასრულის მქონეა. უსასრულო, პირიქით, მოკლებულია დასასრულს, იგი არის უ-სასრულო, ე.ი. უდასასრულო, ანუ ის, რასაც არა აქვს დასასრული.
ფილოსოფიური საუბრები: ხელოვნება და ფილოსოფია
ხელოვნებისა და ფილოსოფიის ურთიერთობის გარკვევისათვის თავდაპირველად ცალ-ცალკე მათი არსებითი თავისებურებები უნდა გავარკვიოთ… როგორც ცნობილია, ხელოვნების ნაწარმოების აღქმა სრულიად თავისებურ სიამოვნებასა და ტკბობას გვანიჭებს, ფილოსოფოსები ხშირად ჩაფიქრებულან ამ ტკბობის შესახებ და მისი არსების წვდომას ცდილან…
ფილოსოფიის შესავალი: ზნეობრივი სამყარო და ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მეცნიერება
ზნეობის, მორალის შესახებ მოძღვრებას წარმოადგენს ეთიკა. იგი ერთ-ერთი უძველესი მეცნიერებათაგანია. თავად ზნეობა, მორალი ცნობიერების ფორმათა შორის ერთ-ერთი უპირველესია ისტორიულად. ჩვენ ზევით რომ ვამბობდით, ცნობიერება დაყოფილია საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებად, იქ ერთ-ერთ ფორმად ზნეობაც ვახსენეთ, ახლა უნდა ითქვას, რომ ზნეობა, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა, ადამიანთა საზოგადოების განვითარების გარიჟრაჟზევე წარმოიქმნა, ხოლო როცა ადამიანებმა მოახერხეს გარემოს მოვლენებისგან ყურადღების საკუთარ…
სავლე წერეთელი
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს…