რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ
Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

აზარტული თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა თანამედროვე საქართველოში

თეკლე კეკენაძე

ინდუსტრიის განვითარების მზარდ ტემპთან ერთად საქართველოში გამწვავდა მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2019 წელს ქართველ მოსწავლეთა 20%-ზე მეტი აზარტული მოთამაშე იყო. ამავე პერიოდში აშშ საქართველოს აზარტული თამაშების ინდუსტრიას ფულის გათეთრების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სექტორად მიიჩნევდა. კერძოდ, 2019 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფულის გათეთრების საყოველთაო ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში აღნიშნული იყო, რომ 2017 წელს საქართველოს ორგანიზაციების მიერ წარდგენილი 500-ზე მეტი საერთაშორისო ფულადი ტრანზაქციიდან არც ერთი არ მოხვდა საეჭვო ფულად გადარიცხვათა სიაში, რაც კითხვებს ბადებდა საქართველოში ამ ინდუსტრიაზე მოქმედი რეგულაციების ხარისხის შესახებ.

აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი

Cover

ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში

რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამ თემის განსახილველად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი თეოლოგიის პროფესორი, ისტორიკოსი, მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი მოვიწვიეთ.

“მდევარის” ავტორთა სვეტი

Cover

ისლამური ფემინიზმი

მსოფლიოს დიდ რელიგიათა შორის ერთ-ერთია ისლამი, რომელიც ყველაზე „ახალგაზრდაა“, თუმცა, ამის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოძღვრებაა ხოლმე, განსაკუთრებით ისლამისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხების ურთიერთობის, შეთავსებისა და შერწყმის ჭრილში.

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში: სოკრატული სკოლები

სოკრატეს მოძღვრება საფუძველი შეიქნა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებისა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი პლატონის სკოლა იყო (სოკრატეს მოწაფეთაგან უძლიერესი ფილოსოფოსი პლატონია), მაგრამ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ ისეთ სკოლებს, როგორებიცაა ცინიკოსების, მეგარელებისა და კირინიელების სკოლები, რომლებმაც თავისებურად განავითარეს სოფისტებისა და სოკრატეს ფილოსოფია, გარკვეული გავლენა მოახდინეს ფილოსოფიის შემდგომ განვითარებაზე (არსებობდა უფრო ნაკლები მნიშვნელობის სკოლაც – ელიდო-ერეტრიული სკოლა ფედონის მეთაურობით).

ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

“მდევარს” წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია “რერო”

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი