რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს “მდევარის” არამატერიალურ, ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ
Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი თანაქმედება: სოციოლოგიურ თეორიათა მოკლე მიმოხილვა

ნუცა სეხნიაშვილი

თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, – უზრუნველყოფს მიმოსვლას, რაც, თავისთავად, საზოგადოებრივი, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვის შესაძლებლობას ქმნის. რამეთუ ტრანსპორტი არა მხოლოდ გარემოს ნაწილი, არამედ, ასევე, საგულისხმო შუამავალია გარემოსა და ჩვენ შორის, ის დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ თანაქმედებაზე, განწყობასა და, ზოგადად, ცხოვრებაზე. თუმცა, სანამ თემას ჩავუღრმავდებოდე, საჭიროა ტერმინის განმარტება,- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სიმრავლეა და აღწერს ყველა იმ ელემენტის ურთიერთობას, რომლებიც გადაადგილებას შესაძლებელს ხდის. ის შედგება როგორც ტექნოლოგიური (მანქანა, გზა, გაყვანილობა და მსგავსნი), ისე საზოგადოებრივი (წესები, კანონები, ბიუჯეტი, ორგანიზაციები და მსგავსნი) ნაწილებისგან.

აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი

Cover

ქართული ურბანიზაციის შესახებ: ინტერვიუ ელენა დარჯანიასთან

„მდევარის“ მეთხუთმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოსეულ გარემოებას მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის პირველი მოპასუხე ელენე დარჯანიაა, ქალაქმგეგმარებელი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ურბანული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი (კლიმატზე მიმართული საინვესტიციო პროგრამების მომზადებაშია ჩართული), პროფესიით არქიტექტორი, ურბანული დიზაინის მაგისტრი ამერიკაში (Fulbright  2015-2016) და მკვლევარი.

“მდევარის” ავტორთა სვეტი

Cover

სახალხო განათლების სამინისტროს პოლიტიკა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში

რედაქტორი: ბექა იობიძე კორექტორი: თაკო ინასარიძე მდევარი, თბილისი, 2024 წინათქმა „მრავალ საკითხთა შორის, რომელიც რუსეთის რევოლუციამ და ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაფუძნებამ წამოაყენა, ერთი პირველთაგანი ადგილი ჩვენი სკოლის რეორგანიზაციის საკითხს უჭირავს“, – ამ სიტყვებით იწყება 1919 წლის 17 ივლისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის, ნოე ცინცაძის, მიერ მინისტრთა საბჭოსთვის წარდგენილი მოხსენება „საშუალო სკოლის რეორგანიზაციის შესახებ“. […]

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

Cover

განწირულობის ფილოსოფია, ქცევის მერლო-პონტისეული ხედვის კრიტიკისათვის

მორის მერლო-პონტი (1908-1961) ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელია. მისი ლიტერატურული წყაროებია, პირველ ყოვლისა, ჰუსერლი და კრიტიკული ფილოსოფიის ტრადიცია, აგრეთვე დეკარტი. მერლო-პონტის ფილოსოფიას ამოსავლად ჰუსერლის ფენომენოლოგია აქვს. მისი გზა აქედან ეგზისტენციალიზმისაკენ, არსებითად, დამოუკიდებელია. მისი პირველი ფუძემდებელი შრომა „ქცევის სტრუქტურა“ გამოქვეყნებულია სარტრის „ყოფიერებასა და არარაზე“ ერთი წლით ადრე (1942 წ), ხოლო ჰაიდეგერის „ყოფიერებისა და დროის“ შესახებ იგი იმ აზრისაა, რომ ეს „მხოლოდ ახსნაა ჰუსერლის „სამყაროს ბუნებითი ცნებისა“ («Natürlicher Weltbegriff»), ანუ „ცხოვრების სამყაროსი“ («Lebenswelt»), რომლებიც მან, თავისი სიცოცხლის დასასრულს, ფენომენოლოგიას პირველ თემად დაუტოვა“.

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი

Cover

იოჰან კეპლერის ბიოგრაფია

ფიზიკისა და ასტრონომიის ისტორიაში მრავალი გენიალური მეცნიერი შევიდა. ყოველმა მათგანმა უაღრესად დიდი როლი შეასრულა ამ დარგების განვითარებაში. მაგრამ მომდევნო საუკუნეების ახალმა აღმოჩენებმა და თეორიებმა წინა საუკუნეების სწავლულთა მეცნიერული მიღწევები შეცვალა, შეავსო ან სრულიად უკუაგდო. ზოგიერთი დიადი აღმოჩენით კი მათი ავტორების სახელები სამუდამოდ დარჩა მეცნიერების ისტორიაში. ასეთებია: არქიმედე, ტორიჩელი, პასკალი, ბრუნო, გალილეი, ნიუტონი, კოპერნიკი, ჰერშელი, ფარადეი, ამპერი, ბეკერელი, რენტგენი, პოპოვი, პლანკი, აინშტაინი, ბორი და სხვ. ასეთ მეცნიერთა შორის უდავოდაა გერმანელი ასტრონომი და ფიზიკოსი  ი ო ჰ ა ნ   კ ე პ ლ ე რ ი ც.

ჟურნალის გამოწერა

“მდევარის” ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

“მდევარს” წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია “რერო”

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა

მდევარი