დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო.
მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას კი თავიდან ბოლომდე მკითხველს უტოვებს. ჩემი აზრით, მკითხველმაც, თავიდანვე უნდა მონახოს საკუთარი რაციო და კითხვას ისე შეუდგეს.
XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი: ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
დეკარტის იდეალიზმის მიერ გასენდის მატერიალიზმის გავლენა საფრანგეთში ძალზე შეიზღუდა, მაგრამ არასდროს გამქრალა. მისმა გავლენამ ხელი შეუწყო დეკარტის მოწაფეს, ჰოლანდიელ ექიმ ჰენდრიკ ლერუას (1598-1679), მასწავლებლის დუალიზმიდან მატერიალისტურ მონიზმზე გასულიყო და სული, როგორც მარქსი წერს, „სხეულის მოდუსად“ ეღიარებინა. დეკარტის მეტაფიზიკის, მისი თანშობილ იდეათა შესახებ მოძღვრების უარყოფა, ფრანგი მატერიალისტების შემეცნების თეორიას აუცილებლობით ემპირიზმის ხაზით წარმართავდა, მაგრამ ემპირიზმის ტრადიციულ მეთოდებს უჭირდათ ოკაზიონალისტებისა და, განსაკუთრებით, ლაიბნიცის შეხედულებათა უარყოფა
ქართული სოციალიზმის პარტიული ისტორია
პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში.
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.
კლასიკური ფილოსოფია: III, ჩვენს ხატად შექმნილი – ქსენოფანე
ჰომეროსის „ილიადაში“ არის ერთი საკმაოდ მხურვალე მონაკვეთი, როდესაც ჰერა თავისი ქმრის, ზევსის, ცდუნებას გადაწყვეტს. მიზეზი, თუ რატომ უნდა ქალღმერთს ამის გაკეთება, ისაა, რომ იგი ტროელების წინააღმდეგ, რომელთა მხარესაცაა ზევსი, ბერძენ დამპყრობლებს უმაგრებს ზურგს. ამიტომაც, ბერძნების დასახმარებლად, სჭირდება, რომ ცოტა ხნით ზევსმა ყურადღება მოადუნოს; მამაკაცის ყურადღების მიქცევის უეჭველი გზა კი მისი ცდუნებაა.
გერმანული კლასიკური იდეალიზმი და ჰეგელი
თანამედროვე ნეოჰეგელიანურ მიმართულებაში, რომელიც ბურჟუაზიულ ქვეყნებში მძლავრ ფილოსოფიურ მოძრაობად გადაიქცა, სხვა ბევრ ძირითად განსხვავებათა შორის, შეუძლებელია, არ შევამჩნიოთ ერთი დამახასიათებელი განსხვავება. ეს განსხვავება თავს იჩენს მაშინვე, თუ დაისვა საკითხი ჰეგელის დამოკიდებულების შესახებ მის წინამორბედ ფილოსოფოსებთან, კერძოდ კანტთან.
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე მოსალოდნელი ცვლილებების მიმოხილვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2019-2020 წლებში ელექტროენერგიის სექტორის ახალი სახის შემუშავებას შეუდგა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის რეგულირებული ბაზარი სამომავლოდ კონკურენტული ბაზრის მოდელით უნდა შეიცვალოს.
შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება
სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია სუბიექტიცა და ობიექტიც – ისაა წარმოდგენა. წარმოდგენა ყოველთვის არის სუბიექტი თავისი შესატყვისი ობიექტით. ეს დაყოფა სუბიექტად და ობიექტად წარმოდგენის უპირველესი, ყველაზე ზოგადი და უძირითადესი ფორმაა.
კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე
თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს ამაზე ოდნავ მეტხანს შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ადამიანები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რაოდენ დიდი დრო გავიდა ფილოსოფიის დაბადებიდან, მაგალითად ავიღოთ ვინმე, ვინც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა: კარლოს დიდი, დამპყრობელი, რომელმაც საღვთო რომის იმპერია დააარსა. იგი ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა პერიოდში, ე.ი. ადრეულ შუა საუკუნეებში დაიბადა, თუმცა დროში ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თალესის დაბადების თარიღთან. ანტიკური ფილოსოფოსებისთვისაც კი, მაგალითად, არისტოტელესთვის, იმდენად შორეულ წარსულში იყვნენ თალესი და მისი პირდაპირი მემკვიდრეები, რომ რთული იყო, მათზე რაიმე სცოდნოდათ. ამიტომაც, მართლაც სასწაულად უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ჩვენ, არისტოტე
მართლმადიდებლობა, ანუ ქართული კონსერვატიზმი
არსებობს ამგვარი გადმოცემა: როდესაც მოციქულები ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, რომელ რეგიონში უნდა ექადაგათ, საქართველოს მხარე წილად ხვდა ღვთისმშობელს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა და ამიტომ აქ პირველად ქრისტიანობა სვიმონ კანანელმა და ანდრია პირველწოდებულმა გაავრცელეს. ყველასთვის ცნობილია წმინდა ნინოს შემოსვლისა და პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფლის, მირიანისა და ნანას, მოქცევის ამბავი. სწორედ ამ პერიოდიდან, მე-4 საუკუნიდან, ვიწყებთ ხოლმე საქართველოს გაქრისტიანების ათვლას. წყაროებში გადმოცემულია სასწაულები, რომლებმაც მიიყვანა მეფე-დედოფალი ქრისტიანობამდე, თუმცა გადაწყვეტილებას გონივრული მიზეზიც ჰქონდა, – ეს იყო აშკარა გამოხატულება საგარეო კურსისა: ქართლმა აირჩია დასავლეთი, ანუ რომი, და არა მაზდეანური ირანი.