-
ციმბირგამოვლილი ქართული ინტელიგენცია
საბჭოთა კავშირში დამყარებული კომუნისტური რეჟიმი სისტემის მოწინააღმდეგეებს რეპრესიებით, გადასახლებითა და ხშირად სასჯელის უმკაცრესი ზომით, დახვრეტით, სჯიდა. ზეწოლას ცოტანი თუ ეწინააღმდეგებოდნენ, დანარჩენები კი შიშის გამო მორჩილებას ამჯობინებდნენ. რეჟიმი განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს აქცევდა, – მწერლებს, პოეტებს, ხელოვანებს, მეცნიერებსა თუ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს. მკაცრად მოწმდებოდა მათი შემოქმედება, რომელსაც ცენზურის ქვეშ ატარებდნენ. ასევე, თვალყურს ადევნებდნენ მათს…
-
შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა
შალვა ნუცუბიძე – ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, როგორც თანამედროვეთათვის, ისე მომდევნო თაობებისთვის სამუდამოდ დარჩება იმ ადამიანად, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია XX საუკუნის ქართული ჰუმანიტარული აზრის განვითარებას. მისი წიგნები, ცოდნის მრავალ დარგში საფუძვლისდამდები და ახალი გზების გამკვლევი ნაშრომები, ჩვენი მეცნიერების შემდგომი წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი პირობა და…
-
სავლე წერეთელი
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს…
-
დიმიტრი უზნაძე
დიდი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე სიცოცხლეშივე იქცა მეცნიერების კლასიკოსად. მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებითა და მოღვაწეობით უდიდესი როლი შეასრულა ამ დარგის განვითარებაში. დიმიტრი უზნაძემ შექმნა ფსიქოლოგიური კვლევის ახალი მიმართულება – განწყობის ფსიქოლოგია – მსოფლიო ფსიქოლოგიური მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარი. დიმიტრი უზნაძემ შეძლო ის, რასაც ვერ ახერხებს ბევრი დიდი მეცნიერი – დააარსა ქართული ფსიქოლოგიური სკოლა, რითაც…
-
კიტა მეგრელიძე და აზრის სოციალური ფენომენოლოგია
კიტა მეგრელიძის ცხოვრება მრავალმხრივ იყო ტიპური მისი თაობის ინტელიგენციისათვის. ის ახალგაზრდობიდანვე იღებს მონაწილეობას ძველი საზოგადოების რევოლუციურ გარდაქმნაში, ახალი ცხოვრებისა და კულტურის შექმნაში. მართალია, უბედობამ ადრე შეწყვიტა მისი მოღვაწეობა, მისი სიცოცხლეც, მაგრამ სიკვდილის კ. მეგრელიძის ბიოგრაფია არ დაუსრულებია: 50-იან წლებში ხდება მისი სახელობის აღდგენა, რასაც კ. მეგრელიძის მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარება მოჰყვა.