სტატიების არქივი

01.12.22 – დან.

ნახატი: ეშმაკით შეპყრობილი ადამიანს ეგზორციზმი

ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა

მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.
გაკრული იესო ქრისტე

თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი

ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი  მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.
სვანური კოშკი დიდი თოვლის ფონზე

სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე

სვანური იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება და ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრები სვანების მშობლიური ენაა. დღეს სვანურად დაახლოებით 14 000[1] ადამიანი მეტყველებს მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნული მაჩვენებელი თანდათან იკლებს. ახალი თაობის უმეტესობა აღარ ეუფლება სვანურს, მცირდება მისი ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენების სიხშირეც. სვანური შეტანილია იუნესკოს „გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების“ სიაშიც. 
კიტა მეგრელიძის წიგნი: აზრი სოციალური ფენომენოლოგია

კიტა მეგრელიძე და აზრის სოციალური ფენომენოლოგია

კიტა მეგრელიძის ცხოვრება მრავალმხრივ იყო ტიპური მისი თაობის ინტელიგენციისათვის. ის ახალგაზრდობიდანვე იღებს მონაწილეობას ძველი საზოგადოების რევოლუციურ გარდაქმნაში, ახალი ცხოვრებისა და კულტურის შექმნაში. მართალია, უბედობამ ადრე შეწყვიტა მისი მოღვაწეობა, მისი სიცოცხლეც, მაგრამ სიკვდილის კ. მეგრელიძის ბიოგრაფია არ დაუსრულებია: 50-იან წლებში ხდება მისი სახელობის აღდგენა, რასაც კ. მეგრელიძის მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარება მოჰყვა.
ძველი საქართველოს რუკა ფრანგულ ენაზე

De Re Publica, ეპიზოდი 2: საერთაშორისო აღიარება

პოდკასტ „De re publica-ს“ მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება.            ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – დასაწყისში განვიხილავთ, როგორ აღიარა დამპყრობელმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა შესაძლო მოკავშირეს – დასავლეთს.            მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლის წინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ, მარტივი შესამჩნევია კავშირი თანამედროვეობასთან: რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი? რატომ არ ესმის აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებები? და, თავის მხრივ, რა ზრახვები აქვს იმპერიალისტ რუსეთს?
რუსული პროპაგანდა დასავლეთში

რუსული პროპაგანდა დასავლეთში

რუსულ პოლიტიკურ დისკურსში ანტიდასავლურ განწყობას თავისი ისტორია აქვს, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო იდეოლოგემის სახე. იდეოლოგემა, თავის მხრივ, მოიაზრებს იდეათა წყებას, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში ნიშნებისა და სიმბოლიკების სახით გამოიხატება. რუსულ პოლიტიკურ ტრადიციაში კულტურულ-პოლიტიკური იდეოლოგემა ერთგვარად ჩამოყალიბებულია დასავლეთის, როგორც მტრის, ხოლო რუსეთის, როგორც მხსნელისა და მესიის ხატებაზე, პროპაგანდა კი დიდწილად წარიმართება რუსოფობიისა და კატეხონის იდეებზე დაყრდნობით.
ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში

ავტორი: ოთო გულბანი კორექტორი: მარიამ გორდაძე საზღვარი, დღევანდელი გაგებით, არის ხაზი, რომელიც ყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები გადაჯაჭვულია როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ  დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოებისა […]
რუსული არმიის სურათი 25 თებერვალიდან

რა დავკარგეთ 25 თებერვალს?

1921 წლის 25 თებერვალს, ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. ხუთკვირიანი ბრძოლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი მიმდინარე მოვლენების აღწერისას წერს: “ჩარხი უკუღმა გადატრიალდა, საქართველოს შვიდივე ვარსკვლავი ჩაქრა, თეთრი მერანი უფსკრულში გადავარდა”.
ქალების მარშის ძველი ფოტო, საქართველოს ეროვნული არქვიი

De Re Publica, ეპიზოდი 1

პოდკასტი De re publica-ს პირველ ეპიზოდში ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად განვიხილავთ, როგორ მივიდა ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა დამოუკიდებლობის იდეამდე, რა ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მოქმედებდნენ ‘დამფუძნებელი მამები’.
რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული თავსაბურავით. მაშინ, როცა ლოცვის დრო ახლოვდება და აზანი[2] იწყება, მეჩეთის მინარეთიდან[3] საკმაოდ ხმამაღლა ისმის მუეძინის[4] ხმა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს, – მოსახლეობა სახლში შედის ან მეჩეთისკენ მიიჩქარის, რომ ზუსტ დროს ილოცოს.
ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

ანალიზური ფსიქოლოგია: კოლექტიური არაცნობიერი და არქეტიპები

მე-20 საუკუნის ერთ ერთი გამორჩეული მოაზროვნის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961), იდეები მრავალ დისციპლინაში განვითარდა, როგორიცაა: ლიტერატურა, ფილოსოფია, თეოლოგია, ანთროპოლოგია, არქეოლოგია, მითოლოგია. თუმცა იუნგი, პირველ რიგში, იყო ფსიქიატრი და ფსიქოთერაპერტი, მთელი ცხოვრება მუშაობდა სამედიცინო სფეროში და 60 წლის განმავლობაში საკუთარ ფსიქოლოგიურ თეორიასა და მასთან დაკავშირებულ კონცეპტებს ავითარებდა, რის შედეგადაც საფუძველი ჩაუყარა ანალიზური ფსიქოლოგიის მიმართულებას. 
მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

მოკლედ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის შესახებ განმანათლებლობის ეპოქაში

საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია კლასიკური საკითხია პოლიტიკის მეცნიერებასა და, საზოგადოდ, ფილოსოფიის ისტორიაში. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიის იდეა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პროტაგორასთან გვხვდება და ფიგურირებს პლატონის “კრიტოს” არსებითად მნიშვნელოვან ეპიზოდში – როგორც არგუმენტი სოკრატეს ციხეში დარჩენისა. მიუხედავად მოცემული საკითხის ანტიკური საწყისებისა, მისი, როგორც თეორიის, თანამედროვე სახით ჩამოყალიბება თავდაპირველად თომას ჰობსის, ხოლო შემდეგ ჯონ ლოკისა და ჟან – ჟაკ რუსოს დამსახურებაა.

გამოიწერე ჟურნალი

ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში ელექტრონულ ფოსტაზე ყოველთვიურად მიიღებთ ახალ ნომერს. ჟურნალის გამოწერა უფასოა.

მდევარი