სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის ფაზლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. შეიარაღებული დაპირისპირება 1988 წელს – ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე – დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციამ, რომელიც დღემდე რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტორად და ცდილობს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენების შენარჩუნებასა და გაფართოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომი გარდამტეხი მოვლენა იყო კონფლიქტის გარდამავლობის კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა თურქეთის როლი და ჩართულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და, შესაბამისად, მთლიანად რეგიონის პოლიტიკაში. 2023 წლის 22 მაისს კონფერენციაზე სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა ცნოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტური რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად შესაბამისი პირობებით. აღნიშნული განვითარება უკიდურესად ცვლის კონფლიქტის მიმდინარეობას და აჩენს მისი მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვნად შეცვლის სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკას მრავალი მიმართულებით, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს სტრატეგიულ მისწრაფებებსა და პოლიტიკაზე, რომელიც გადაჯაჭვულია მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკასა და რეგიონში მშვიდობასთან.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
შოპენჰაუერი: წარმოდგენა, როგორც ფილოსოფიის საწყისი და სამყარო, როგორც ნება
სამყაროს საიდუმლოს ამოხსნა შოპენჰაუერისათვის სწორი ფილოსოფიური თვალსაზრისის გამომუშავებას ნიშნავს, კერძოდ, ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფია დაეყრდნოს სწორ საწყისს. ტრადიციული ფილოსოფიური სისტემების მრავალი ნაკლი, შოპენჰაუერის თანახმად, აიხსნება იმით, რომ ისინი მცდარ ამოსავალ წერტილს ეყრდნობოდნენ. ჩვეულებრივ, ამოსავალ წერტილად მიიჩნევდნენ ან ობიექტს, ან სუბიექტს, სინამდვილეში კი, ფიქრობს შოპენჰაუერი, ამოსავალი არც სუბიექტია და არც ობიექტი, მაგრამ ისეთი რამეა, რომელშიც ნაგულისხმევია სუბიექტიცა და ობიექტიც – ისაა წარმოდგენა. წარმოდგენა ყოველთვის არის სუბიექტი თავისი შესატყვისი ობიექტით. ეს დაყოფა სუბიექტად და ობიექტად წარმოდგენის უპირველესი, ყველაზე ზოგადი და უძირითადესი ფორმაა.
“მდევარის” თარგმანთა სვეტი
კლასიკური ფილოსოფია: II, უსასრულობა და მის მიღმა – ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე
თალესი ერთადერთი მილეთელი წინასოკრატელი მოაზროვნე არ ყოფილა. მას მოჰყვა ორი ფილოსოფოსი, მშვენიერი, თუმცა დამაბნევლად მსგავსი სახელებით: ანაქსიმანდრე და ანაქსიმენე. მათზე ოდნავ უფრო მეტი რამ ვიცით, ვიდრე თალესზე, მაგრამ დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ: მათ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები საკმაოდ მწირია. უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ საოცარია, რომ უძველეს ბერძენ ფილოსოფოსებზე ცნობებმა საერთოდ მოაღწია ჩვენამდე. იქნებ ღირდეს ამაზე ოდნავ მეტხანს შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ადამიანები ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ცხოვრობდნენ. წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, თუ რაოდენ დიდი დრო გავიდა ფილოსოფიის დაბადებიდან, მაგალითად ავიღოთ ვინმე, ვინც ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა: კარლოს დიდი, დამპყრობელი, რომელმაც საღვთო რომის იმპერია დააარსა. იგი ახ.წ. მე-8 საუკუნის შუა პერიოდში, ე.ი. ადრეულ შუა საუკუნეებში დაიბადა, თუმცა დროში ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თალესის დაბადების თარიღთან. ანტიკური ფილოსოფოსებისთვისაც კი, მაგალითად, არისტოტელესთვის, იმდენად შორეულ წარსულში იყვნენ თალესი და მისი პირდაპირი მემკვიდრეები, რომ რთული იყო, მათზე რაიმე სცოდნოდათ. ამიტომაც, მართლაც სასწაულად უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ჩვენ, არისტოტე
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ქართული სიტყვა I: ინტერვიუ ლია ქაროსანიძესთან ტერმინთშემოქმედების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ პირველ ნაწილში ტერმინთშემოქმედების საკითხებზე მოპასუხეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ლია ქაროსანიძე.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ქართული სიტყვა II: ინტერვიუ გიორგი გოგოლაშვილთან ენის ფორმაცვალების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ მეორე ნაწილში ენის ფორმაცვალების შესახებ მოპასუხეა ენათმეცნიერი, ქართველურ ენათა მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაძე
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ქართული სიტყვა III: ინტერვიუ ირაკლი გოგატიშვილთან ენის გაციფრულების შესახებ
ჟურნალი „მდევარი“ წარმოგიდგენთ აკადემიურ ინტერვიუთა სერიას ქართული ენის ისტორიული შინაარსის, აწმყოსეული სახისა და სამომავლო საჭიროებათა შესახებ. მოცემულ სტატიაში ავტორები დარგის სპეციალისტებს ესაუბრებიან დროის დინების თანადროულად ენის ფორმაცვალების შესახებ. ინტერვიუთა სერიის ამ მესამე ნაწილში ენის გაციფრულების საკითხის შესახებ მოპასუხეა "საქართველოს ბანკის" მონაცემთა კვლევითი ლაბოარატორიის უფროსი ირაკლი გოგატაშვილი.
ტრანსკრიფტების სვეტი
De Re Publica, ეპიზოდი 9: ქართული პოლიტიკური იდენტობა კონსტიტუციის კვალდაკვალ, ნაწილი 1
მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტ De Re Publica-ს მეცხრე ეპიზოდს. ჩვენთან სტუმრად არის დავით ზედელაშვილი. როგორც ვნახე, ბატონო დავით, თქვენ ძირითადად სწავლობთ შედარებით სამართლებრივ კონსტიტუციონალიზმს. ჩვენ წინა რამდენიმე ეპიზოდში იდენტობის საკითხზე ვისაუბრეთ: თავიდან განვიხილეთ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად სამოქალაქო ნაციონალიზმი ლიტერატურაში; შემდეგ ნუცა ბათიაშვილთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორი იყო პოლიტიკური დისკურსი. ახლა გვინდა იდენტობის შესახებ საუბარი დავასრულოთ კონსტიტუციით. ამიტომ, პირველი კითხვა შეეხება ჩვენს დაშვებას, რომ სამართლებრივმა დოკუმენტმა შეიძლება ერსა და ერის იდენტობაზე რამე გვითხრას. რამდენად სწორია აღნიშნული და კონსტიტუციას აქვს თუ არა ეს შესაძლებლობა? ვიმსჯელოთ, როგორ გაიაზრეს, ვთქვათ, წარსული გამოცდილება „დამფუძნებელმა მამებმა“; რა მიზნები და ხედვები ჰქონდათ მათ მომავლისთვის.






