რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

ფილოსოფიის შესავალი: ზნეობრივი სამყარო და ეთიკა, როგორც ფილოსოფიური მეცნიერება

ვენორი ქვაჩახია

“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი

სავლე წერეთელი

გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში - ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „რედუქციული დასკვნა-დასაბუთების მეთოდები“.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

სიმბოლური თვითმკვლელობა: თავის დაწვის რიტუალი ტიბეტურ ბუდიზმში

თავის დაწვის რიტუალი გარკვეული მოვლენის მიმართ, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოებები, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესს მნიშვნელოვნად აქცევს ის ფაქტი, რომ თავის დაწვის რიტუალი პროტესტის უკიდურეს ფორმად ჩამოყალიბებისთანავე თავის თავში გულისხმობს საჯაროობის აუცილებლობას. თუკი ადამიანი პროტესტის ნიშნად იწვავს თავს, მას აუცილებლად სჭირდება მაყურებელი: სწორედ მაყურებლის ცნობიერების შესაცვლელად აკეთებს თვითმკვლელი ამ ყველაფერს. ამ გამაოგნებელმა სანახაობამ მნახველს უნდა აიძულოს, კონკრეტული პიროვნული თუ საზოგადო ცვლილებებისკენ გადადგას ნაბიჯები სწორედ იმ პრობლემის გამოსასწორებლად, რომელსაც თვითმკვლელი საჯაროდ გმობს. 

აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი

ინტერვიუ გიორგი ხულორდავასთან: აღმოსავლური ლექსიკა ქართულში

ქართული ენაში დამკვიდრებულ ბევრ აღმოსავლურ სიტყვას ხშირად თავისთავად, ძირეულად ქართულად მიიჩნევენ. სინამდვილეში, ისინი აღმოსავლეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი მწიგნობრული თუ ყოფითი ურთიერთობების შედეგია. მოცემულ ინტერვიუში აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ხულორდავა სწორედ ამ ლექსიკურ შერევაზე, მის შედეგებსა და აღმოსავლეთ-ქართული ენობრივი ურთიერთობების დღევანდელ სახეზე ისაუბრებს.

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა მოხალისეობის მსურველთათვის


Click or drag a file to this area to upload.

მდევარი