-

ივანე ზურაბიშვილი
მამამისი (ისიც ივანე), ახლად გადმოყვანილი საბაჟოს უფროსის თანამდებობაზე, იყო კახელი, სოფელ კალაურის მღვდლის შვილი, დედა კი – ანასტასია, იესე ბოდოკიას ასული, იმერეთიდან. ვანო იყო მეექვსე შვილი ამ ოჯახისა, მაგრამ ცოტა ხანს დასცალდა მას მშობლიური ნაზი სიყვარულით დატკბობა; ვანო იყო ჯერ კიდევ სამი წლისა, როდესაც გარდაიცვალა მამა მისი, კაცი მეტად სათნო ხასიათისა, ცოლ-შვილის მოსიყვარულე და მოამაგე,…
-

ჯეგდიშ ჩანდრა ბოსე (1858-1937)
„საბუნებისმეტყველო მეცნიერებას ინდოეთში სათავეში უდგას შესანიშნავი მეცნიერი ბოსე, რომლის სახელი მსოფლიო მეცნიერებაში მოასწავებს ახალ ეპოქას. ბოსეს მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ცდებით ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რითაც ხელი შეუწყო სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განმტკიცებას; კლასიკური შრომებით მცენარეთა ფიზიოლოგიაში და ინდოეთში პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნით, სადაც მუშავდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მნიშვნელოვანი პრობლემები.“[1] ასე იწყებს ბოსეს შეფასებას გამოჩენილი რუსი ბუნებისმეტყველი პროფ. კ. ტიმირიაზევი.
-

ოტო გერიკე (1602-1686)
ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი, მშობლიური ქალაქის სამხედრო მმართველი, აგრონომი, იურისტი, დიპლომატი, ოქრომჭედელი, აი ის დარგები, რომლებშიც თავისი კვალი დატოვა გერმანელმა ო ტ ო გ ე რ ი კ ე მ. ყველა ამ დარგიდან ზუსტი მეცნიერების ისტორიას უმთავრესად ის აღმოჩენები შემორჩა, რომლებიც მან ფიზიკაში გააკეთა. ამიტომაც იგი უფრო ცნობილია როგორც ფიზიკოსი. როგორც ვხედავთ, ოტო გერიკეს მეცნიერული მემკვიდრეობის…
-

უტუ მიქავა და უტუ თოდუა
როგორც გამოირკვა, გლეხური აჯანყების მთავარ ხელმძღვანელებად გვევლინებიან: საჭილაოდან (სუჯუნის რაიონიდან) – კოჩა თ ო დ უ ა, სალიპარტიანოდან – უტუ თ ო დ უ ა და წალენჯიხა-ჯვარიდან კი – უტუ მ ი ქ ა ვ ა. პირველი მათგანი, კოჩა თ ო დ უ ა, აზნაური კორძაიას გლეხი საჭილაოს რაიონიდან, უკვე ხანში შესული, 50 წლისა, შესახედავად…
-

უცხოეთის ცის ქვეშ: ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ცომაია, სოლომონ ზალდასტანიშვილი, სვიმონ მდივანი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ერთი იმათგანია, ვისი სახელი ლეგენდასავით გავიდა ხალხში. ამ ლეგენდებს კვლავ ახალი ემატება, რისი მიზეზი, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რომ მის სახელს დღემდე ჩვენში ტაბუ აქვს დადებული. არადა, ინტერესი ამ პიროვნებისადმი არ ნელდება, ის კი არა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დღითი-დღე კიდევ უფრო იზრდება… ქაიხოსრო (მეტსახელად ქაქუცა) ჩოლოყაშვილი პირდაპირი ჩამომავალი იყო სახელოვანი წინაპრის, საქართველოს…
-

ქართველი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში – გრიგოლ ფერაძე (1899-1942)
ერთხელ განსვენებულმა დამირეკა და მთხოვა მასთან მივსულიყავი. შევუსწარი იმ დროს, როცა მოხარშულ კარტოფილს კანს აცლიდა და მას სულ ცოტა კარაქს აცხებდა — ეს იყო მისი საუზმეც, სადილიც და ვახშამიც. – მამაო! როგორ შეიძლება ამით თავი გაიტანო? – მაინცდამაინც ჭამას არ მივდევ. თუ იქნება, ვჭამ, თუ არა და ამითაც გავიტან თავს. გრიგოლ ფერაძემ მომითხრო თავისი თავგადასავალი….…
-

ვილიამ თომსონი (კელვინი) – 1824-1907
ზუსტი მეცნიერების ისტორიაში არაერთი მეცნიერი შეიძლება დავასახელოთ ისეთი, რომლებმაც გასაოცარი ნიჭი ძალზე ადრე გამოამჟღავნეს. მაგრამ 10 წლის ბავშვი რომ უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაერიცხათ, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა: ვილიამ თომსონი 8 წლის ასაკში მათემატიკის ლექციებს ისმენდა გლაზგოს უნივერსიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი გახდა პირველი კურსის სტუდენტი. ვილიამ თომსონი დაიბადა 1824 წლის 26 ივნისს ბელფასტში (ირლანდია), მათემატიკის…
-

ვახტანგ კოტეტიშვილი (ბიოგრაფიული ნარკვევი)
კოტეტიშვილები კავთისხევიდან არიან, კავთისხევში კი სოფელ გომიჯვრდიან გადმოსახლებულან. ს. მაკალათია იმოწმებს პლ. იოსელიანს და ასაბუთებს, რომ კოტეტიშვილები აზნაურები ყოფილან, მათი გვარი პირველად 1518 წელს ქვათახევის მონასტრის აღაპში ყოფილა მოხსენიებული. კოტეტიანთ ჰქონიათ საკუთარი ეკლესია. ერთ-ერთ კოტეტიშვილს მეფის კარზე მღვდლად უმსახურია და აზნაურის წოდებაც მაშინ მიუღია.
-

სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა
სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც…
-

რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)
1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე…