• აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი

    აზიელ პერსონაჟთა სტერეოტიპული ხატი თანამედროვე კინემატოგრაფიაში: ორიენტალისტური ანალიზი

    თანამედროვე კინემატოგრაფიაში გარკვეული ცრუ საზრისების ჩამოყალიბება და მათი საშუალებით ცალკეული რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების სტერეოტიპული ხატის შექმნა საკმაოდ გავრცელებულია. სიუჟეტურ ხაზებში ცალსახად გამოყოფილი იდენტობის მსაზღვრელებისა და გამორჩეული ქცევის ნაკრებების მინიჭება პერსონაჟებისთვის, თავის მხრივ, აყალიბებს ცოდნას მათი მსგავსი ადამიანების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული მიდგომა მიზანმიმართულად განმეორებადი და აღქმადია. ამჯერად ვიმსჯელებ აზიელი პერსონაჟებისათვის მიკერებული მახასიათებლების თავისებურებებზე…

    დეტალურად

  • თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

    თუშეთი: საკულტო ადგილ-სამლოცველოები და მათთან დაკავშირებული რიტუალები

    თემურ თუშეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო ხატი ჰქონდა, სადაც სადგურებდა გვარის მფარველი ღვთაება. ამ ხატთან წლის განსაზღვრულ დროს მთელი საგვარეულო იკრიბებოდა და გვარის დეკანოზიც ხალხს ამწყალობლებდა. წარმართული დროის ეს ხატები თუშეთში დღესაც მრავლადაა დაცული და თითოეულ სოფელს თავისი სამლოცველო ნიშანი აქვს, სადაც დაცულია ხატის დროშები და რიტუალური ჭურჭელი.

    დეტალურად

  • ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან

    ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან

    “მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.

    დეტალურად

  • სიმბოლური თვითმკვლელობა: თავის დაწვის რიტუალი ტიბეტურ ბუდიზმში

    სიმბოლური თვითმკვლელობა: თავის დაწვის რიტუალი ტიბეტურ ბუდიზმში

    თავის დაწვის რიტუალი გარკვეული მოვლენის მიმართ, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოებები, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვისთვის თვითმკვლელობას გულისხმობს. თუმცა ამ შემთხვევაში პროცესს მნიშვნელოვნად აქცევს ის ფაქტი, რომ თავის დაწვის რიტუალი პროტესტის უკიდურეს ფორმად ჩამოყალიბებისთანავე თავის თავში გულისხმობს საჯაროობის აუცილებლობას. თუკი ადამიანი პროტესტის ნიშნად იწვავს თავს, მას აუცილებლად სჭირდება მაყურებელი: სწორედ მაყურებლის ცნობიერების შესაცვლელად აკეთებს თვითმკვლელი…

    დეტალურად

  • ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

    ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში

    „ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე – მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად – სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან…

    დეტალურად

  • რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    რელიგიური თავისებურებები მაღალმთიან აჭარაში

    მაღალმთიან აჭარაში, ზღვისპირა ნაწილისაგან განსხვავებით, ისლამი მეტად ხილული და აშკარაა – მოგზაურობა ხულოდან დავიწყე, სადაც „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მუსლიმების უმრავლესობა ცხოვრობს და ადგილობრივი თემი მაღალი რელიგიურობით გამოირჩევა.“[1] ქალაქში რამდენიმე მეჩეთია აგებული, თითქმის ყველა კაფესა და მაღაზიაში ვხვდებით „თვალის ამულეტს“, ხანშიშესულ მამაკაცებს მოქარგული მრგვალი ქუდები ახურავთ, ამავე ასაკის ქალებს კი თმა და ყელი აქვთ დაფარული…

    დეტალურად

მდევარი