რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, ნუცა სეხნიაშვილი, სოფიკო ქურდაძე, ნანო კვარაცხელია, თაკო ინასარიძე, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, სოფიკო ქურდაძე, ზოი პოტამიტი, ანანო ყავალაშვილი.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


აკადემიური გამომცემლობა

მდევარი mdevari

შენი აზრის მდევარი ვარ.

“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.

სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,

აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.

“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.

ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.

მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია

სრული ნომერი

თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.

Latest Issue Cover
შენი ღონის მდევარი ვარ

Issue N1 Cover
შენი გულის მდევარი ვარ

შალვა ნუცუბიძე – მეცნიერის გზა

თამარ ნუცუბიძე

გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი

ბუნებისმეცნიერების ფილოსოფია: სასრული და უსასრულო

სასრულისა და უსასრულოს არსებას, ფართო აზრით, დასასრულის ქონება ან უქონლობა განსაზღვრავს. სასრული სწორედ იმიტომ არის ასეთი, რომ იგი დასრულებულია, დასასრულის მქონეა. უსასრულო, პირიქით, მოკლებულია დასასრულს, იგი არის უ-სასრულო, ე.ი. უდასასრულო, ანუ ის, რასაც არა აქვს დასასრული.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

უკრაინის “ღირსების რევოლუცია”

უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებულმა საპროტესტო მოვლენებმა, რომლებიც ევრომაიდნის სახელით დარჩა ისტორიას, მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური რეალობა. აღნიშნულ გამოსვლებს ხშირად მოიხსენიებენ „ღირსების რევოლუციად“, რაც პირდაპირ მიუთითებს საპროტესტო ტალღის მასშტაბურობასა და მის იდეურ მნიშვნელობაზე. ევრომაიდნის მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუმცა ღირსების რევოლუციის გამომწვევი მიზეზები ბევრად ღრმა და მრავალფეროვანია. თვეების განმავლობაში მაიდანზე მდგომი უკრაინის მოქალაქეების მიზნებიც დიდი იყო, - ითხოვდნენ პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებას. ევრომაიდნის პროტესტმა, შეიძლება ითქვას, რომ გადაასხვაფერა უკრაინის საგარეო პოლიტიკა, რასაც პირდაპირ უკავშირდება 2014 წელს ყირიმის ანექსია და 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენცია.

"მდევარის "ავტორთა სვეტი

საქართველოს პრეზიდენტები: მთავარსარდალთა მსახურების კრიტიკული ანალიზი

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყანამ 5 პრეზიდენტი შეიცვალა. პირველს სამოქალაქო ომი გადახდა და გარდაიცვალა ხიბულაში (ოფიციალური ცნობით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული); მეორეს რევოლუცია მოუწყვეს; მესამემ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები წამოიწყო, თუმცა სახელმწიფო, გარკვეული აზრით, ავტორიტარიზმამდე მიიყვანა და ახლა მისჯილი აქვს პატიმრობა 6 წლით; მეოთხეს მმართველობისას ქვეყანა უკვე გადავიდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან ნახევრად საპარლამენტოზე და პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შემცირდა; მეხუთე პრეზიდენტი კი აღმოჩნდა უკანასკნელი, რომელიც მოსახლეობამ აირჩია. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრით ,,საარჩევნო კოლეგია“ აირჩევს. 

ტრანსკრიფტების სვეტი

De Re Publica, ეპიზოდი 6: იდენტობის ფორმირება-ლიტერატურა, ნაწილი 3

წინა ეპიზოდებში ჩვენ იდენტობაზე საუბარი დავიწყეთ ლიტერატურული ჭრილით და დღეს ამ მიმართულების მესამე და ბოლო ეპიზოდია. ამის შემდეგ იდენტობას სხვა კუთხით განვიხილავთ. წინა ეპიზოდი დავასრულეთ იმაზე საუბრით, თუ რა დიდი ზეგავლენა აქვს რომანტიზმს ქართულ ლიტერატურაზე და რომ „რომანტიზმში გავიჭედეთ“. ახლაც ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, თუმცა სხვა თემებსაც მიმოვიხილავთ.

ჟურნალის გამოწერა

"მდევარის" ყოველთვიური ნომრის ციფრული სახით მისაღებად, შესაძლებელია ჟურნალის გამოწერა. ამისათვის, განთავსებულ ველში უნდა მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჟურნალის გამოწერა უსასყიდლოა.

"მდევარს" წარმოგიდგენთ ციფრული ხელოვნების სტუდია "რერო"

www.rerodev.com

ს.კ.: 412774528

დასაკავშირებელი ფორმა მოხალისეობის მსურველთათვის


Click or drag a file to this area to upload.

მდევარი