შენი ღონის მდევარი ვარ
აკადემიური გამომცემლობა
–
–
“მდევარი” ციფრული, არაკომერციული გამომცემლობაა, რომლის არსებობის შინაარსიც სრულფასოვანი ქართული ენით შექმნილი აკადემიური ნაშრომების შექმნა – გამოქვეყნებაა.
სტატიათა თითოეული ახალი ნაკრები ყოველთვიურად, ნომრის სახით ქვეყნდება. “მდევარის” საგაზეთო სვეტები მოიცავს: სტატიებსა და თარგმანებს განსხვავებული სამეცნიერო დარგებიდან,
აკადემიურ ინტერვიუებს, ბიოგრაფიებსა და დაკარგულ ქართველ მეცნიერთა გაციფრულებულ შრომებს.
“მდევარი” თავისუფალი, ყოველმხრივ დამოუკიდებელი აკადემიური არქივია, რომელსაც უსასყიდლოდ მშრომელი, დარგობრივად კომპეტენტური საზოგადოება ქმნის.
ჟურნალი უფასო და საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, ასე იქნება ყოველთვის.
მოცემულ გვერდზე
წარმოდგენილია
სრული ნომერი
თითოეული სტატია წარმოადგენს
“მდევარის” არამატერიალულ,
ინტელექტუალურ საკუთრებას.
სვანური ენის შესაძლო გაქრობის მიზეზები: თვისებრივი კვლევა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითზე
ელენე ფილფანი
“მდევარის” ბიოგრაფიათა სვეტი
კიტა მეგრელიძე და აზრის სოციალური ფენომენოლოგია
კიტა მეგრელიძის ცხოვრება მრავალმხრივ იყო ტიპური მისი თაობის ინტელიგენციისათვის. ის ახალგაზრდობიდანვე იღებს მონაწილეობას ძველი საზოგადოების რევოლუციურ გარდაქმნაში, ახალი ცხოვრებისა და კულტურის შექმნაში. მართალია, უბედობამ ადრე შეწყვიტა მისი მოღვაწეობა, მისი სიცოცხლეც, მაგრამ სიკვდილის კ. მეგრელიძის ბიოგრაფია არ დაუსრულებია: 50-იან წლებში ხდება მისი სახელობის აღდგენა, რასაც კ. მეგრელიძის მეცნიერული მემკვიდრეობის მნიშვნელობის აღიარება მოჰყვა.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
თომა აქვინელის ბუნებითი სამართალი, როგორც კანონის დაუმორჩილებლობის არგუმენტი
ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის უმცირესობათა გულმხურვალე საჯარო გამოსვლები 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მოძრაობის მთავარი ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი ხშირად საქმიან მიზნებს საკუთარ რელიგიურ ვალდებულებებთან აკავშირებდა[1]. წინააღმდეგობრივი ტალღის გასაძლიერებლად საჭირო იყო ხალხის ზნეობრივი პასუხისმგებლობის გაღვივება, კანონის წინააღმდეგ წასვლის გამართლება.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
ეშმაკით შეპყრობა და ეგზორციზმი: კულტურულ-ისტორიული გამოცდილება და ფსიქოლოგიური ახსნა
მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანებისთვის ეშმაკით შეპყრობა ზებუნებრივ ძალებს უკავშირდებოდა, ხოლო ეგზორციზმი ამ მდგომარეობის რიტუალურ მკურნალობას წარმოადგენდა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ადამიანები ცდილობდნენ, ეშმაკით შეპყრობის მოვლენა რელიგიურ ჩარჩოში მოექციათ, შესაბამისად, მკურნალებად ეგზორცისტები, ხშირად კი სასულიერო პირები მოიაზრებოდნენ. ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარების თანადროულად საზოგადოების გარკვეულ წრეებში ეშმაკით შეპყრობასთან დაკავშირებით შეიცვალა დამოკიდებულება და გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული მდგომარეობა ფსიქიკურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.
"მდევარის "ავტორთა სვეტი
ბუდჰისტური ანთროპოლოგია და კოსმოლოგია: ადამიანი და მისი ადგილი სამყაროში
„ინდოეთში საპასუხო ტალღა (ბუდჰისტურ მოძრაობაზე - მ.ხ) ბრინჯის კულტურით მდიდარ რეგიონებში დაიწყო, რომლებიც განსხვავდება დასავლეთით მდებარე მიწებისგან, სადაც მეცხოველეობასა და ხორბლის მოყვანას მისდევენ. უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში ბუდჰიზმი ძირითადად გავრცელდა ბრინჯის მწარმოებელ ქვეყნებში და ნაკლებად - სხვა ადგილებში. გარდა ამისა, და ეს უფრო რთულია ასახსნელად, ის გავრცელდა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც წარსულში გველის ან დრაკონის კულტი ჰქონდა, და არასოდეს გავრცელებულა იმ ქვეყნებში, რომლებშიც დრაკონის მოკვლა საგმირო საქმედ მიიჩნევა ან გველებს კაცობრიობის უბედურებები ბრალდება“
ტრანსკრიფტების სვეტი
De Re Publica, ეპიზოდი 2: საერთაშორისო აღიარება
პოდკასტ „De re publica-ს“ მეორე ეპიზოდში ვაგრძელებთ საუბარს ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად და განვიხილავთ, როგორ მოიპოვა საქართველომ საერთაშორისო აღიარება. ეპიზოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა - დასაწყისში განვიხილავთ, როგორ აღიარა დამპყრობელმა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტი 7 მაისის ხელშეკრულებით, მეორე ნაწილი კი ეთმობა შესაძლო მოკავშირეს - დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდში 100 წლის წინანდელ ამბებზე ვსაუბრობთ, მარტივი შესამჩნევია კავშირი თანამედროვეობასთან: რა შეცდომებს უშვებს დასავლეთი? რატომ არ ესმის აღმოსავლეთ ევროპის საჭიროებები? და, თავის მხრივ, რა ზრახვები აქვს იმპერიალისტ რუსეთს?