პოლიტიკურ იდეოლოგიათა განყენებულად გააზრება და ანალიზი აზრსმოკლებულია,- ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი და სხვა ნებისმიერი იდეოლოგია გადის კონკრეტული სახელმწიფოს ისტორიის, კულტურისა და აწმყოს ერთგვარ ,,ფილტრს“. ამგვარი გზა გაიარა სოციალიზმმა საქართველოში. სოციალ-დემოკრატები და ჟორდანიას იდეოლოგია იქცა გამორჩეულ შემთხვევად სოციალიზმის ისტორიაში. ვფიქრობ, მე-19-მე-20 საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სოციალიზმმა განსაზღვრა სამომავლო ბედი ამ მემარცხენე იდეოლოგიისა. სოციალ-დემოკრატების შემდეგ სოციალისტურ პარტიად მოგვევლინა ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მემარჯვენე-ცენტრისტული ხედვის მქონე, სწორედ ,,საქართველოს მოქალაქეთა კავშირისაგან“ მოდის; და ბოლოს, ,,ქართული ოცნება“, რომელიც ასევე გვესახება, როგორც სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მქონე პარტია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა სოციალიზმის გარდაქმნა დროის განმავლობაში, რაც სრულყოფილად ეხმიანებოდა ქართული სინამდვილის ცვლილებას.
აკადემიურ ინტერვიუთა სვეტი
ქართული სასკოლო განათლება
დღეს საქართველოში ახალგაზრდების ზოგადი განათლების მაჩვენებელი შემაშფოთებელია. ამის საფუძველი ქართული განათლების სისტემაა, უფრო კონკრეტულად კი მისი ქვაკუთხედი – სასკოლო განათლება. ღირებული განათლების რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა იყოს: ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა მორალური მხარდაჭერა, თანამედროვე სამყაროსთან შესაბამისობა და სხვ. საკითხავია, ქართული სკოლა რამდენად აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილთ. თავად განათლების სამინისტროს მიერ გაწერილი განათლების პოლიტიკაც მიზნად ისახავს საყოველთაო განათლების ხარისხის ზრდასა და პროგრამის განვითარებას, თუმცა დროის სვლასთან ერთად საბაზისო განათლების სისტემა გაუმართავი და არაეფექტური რჩება.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
XVIII საუკუნის ფრანგული მატერიალიზმი: ჟულიენ ოფრე ლამეტრი, დენი დიდრო, კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
დეკარტის იდეალიზმის მიერ გასენდის მატერიალიზმის გავლენა საფრანგეთში ძალზე შეიზღუდა, მაგრამ არასდროს გამქრალა. მისმა გავლენამ ხელი შეუწყო დეკარტის მოწაფეს, ჰოლანდიელ ექიმ ჰენდრიკ ლერუას (1598-1679), მასწავლებლის დუალიზმიდან მატერიალისტურ მონიზმზე გასულიყო და სული, როგორც მარქსი წერს, „სხეულის მოდუსად“ ეღიარებინა. დეკარტის მეტაფიზიკის, მისი თანშობილ იდეათა შესახებ მოძღვრების უარყოფა, ფრანგი მატერიალისტების შემეცნების თეორიას აუცილებლობით ემპირიზმის ხაზით წარმართავდა, მაგრამ ემპირიზმის ტრადიციულ მეთოდებს უჭირდათ ოკაზიონალისტებისა და, განსაკუთრებით, ლაიბნიცის შეხედულებათა უარყოფა
“მდევარის” ავტორთა სვეტი
ელექტორნული კომერციის განვითარება საქართველოში
რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტგავრცელების აღმავლობასთან ერთად ელექტრონული კომერციის (ელ. კომერცია) სახით მსოფლიოს ახალი ინდუსტრია შეემატა, რომელიც დღემდე საკმაოდ მზარდი სიჩქარით ვითარდება. ელექტრონული კომერციის მეშვეობით, უამრავი ნაწარმითა და მომსახურებით ვაჭრობა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტისა და კომპიუტერული ქსელების დახმარებით გახდა შესაძლებელი.






