ქალთა ჩართულობის ისტორია ქართულ პოლიტიკაში: ინტერვიუ გიორგი ურჩუხიშვილთან
ზოი პოტამიტი, სოფიკო ქურდაძე, ანნა ამილახვარი
ცალსახად დადებითი მნიშვნელობა აქვს, დადებითი გავლენა ექნება ბევრი რამის გამო. ერთი ის, რომ კაცები პოლიტიკას აკეთებენ ცოტა სხვანაირად. უფრო დაძაბულები და კონფლიქტზე ორიენტირებულები არიან ყოველთვის. ძალიან დიდი შეჯიბრია კაცებს შორის და მარტივად ჩამოიშლებიან ხოლმე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. ქალები უფრო ნაკლებად მოწყვლადები არიან, უფრო გონიერებიც კი – ბევრი მიმართულებით. ზოგადად, გენდერული კანონზომიერება ისე ეწყობა, რომ ქალებს უფრო მეტი აღქმა აქვთ რეალობისა, ვიდრე კაცებს. კაცები მამაკაცური უპირატესობით იზრდებიან და მოკლედ, ”თავი ჰგონიათ ძალიან მაგარი ტიპები”, მაგრამ არ არიან სინამდვილეში. ეს პოლიტიკაში ძალიან კარგად ჩანს ბევრი მიმართულებით. ამას რომ თავი დავანებოთ, გენდერი არ არის საიდანღაც თავსმოხვეული ცვლადი, ის არის თავიდან ბოლომდე ეკონომიკური სიდიდე. აქ მარტო ქალებზეც არ ვსაუბრობ, ეს არ უნდა შეგვეშალოს. პოლიტიკაში კაცები კი ჭარბად არიან, მაგრამ ეს “ელიტური კაცები” არიან. ვთქვათ, ღარიბი კაცები ან საშუალო ფენის კაცები, ან ძალაუფლების არმქონე კაცები არ არიან პოლიტიკაში.
“მდევარის” ავტორთა სვეტი
მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი
მიხეილ ჯავახიშვილის თავდაპირველი უთანხმოება სახელმწიფო ინსტიტუტებთან მისი სამწერლო საქმიანობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება; ათვლის წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1906 წელი, როდესაც იგი გახდა გაზეთ „გლეხის“[1] ოფიციალური (ფორმალური) რედაქტორ-გამომცემელი (ფაქტობრივი რედაქტორი სამსონ ფირცხალავა იყო). გაზეთი, რომლის ნომრებიც ყოველკვირეულად გამოდიოდა, სოციალისტ-ფედერალისტთა საპროპაგანდო-საგამომცემლო ორგანო იყო. იგი ძირითადად გლეხთა მისწრაფებებს გამოხატავდა და ძლიერ ახალისებდა მათ მიერ ბრძოლის დაწყებას მიწისა და საზოგადოებრივი თავისუფლების მოსაპოვებლად.
გაციფრულებულ ნაშრომთა სვეტი
ფილოსოფია და ადრინდელი ქრისტიანობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომში იმპერატორის ხელისუფლების დამკვიდრება მაჩვენებელი იყო მონათმფლობელური სისტემის სისუსტისა და არა მისი ძლიერებისა. ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომს უდიდესი მიღწევები მიეწერება საგარეო პოლიტიკაში. რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო და უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი პოლიტიკური ცხოვრება გამოიცვალა, მაგრამ ეკონომიკა უცვლელი დარჩა; ამან გამოიწვია რესპუბლიკის კრიზისი და არევ-დარევა გაბატონებული კლასის ბანაკში. ყველას ეგონა, რომ იმპერატორის მტკიცე დიქტატურა იხსნიდა მდგომარეობას. შემოიღეს იმპერატორის კულტიც და იგი ღმერთების რიგში ჩააყენეს. მართალია, სიტყვას ხანდახან ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ დროებით. იმპერიაში კიდევ უფრო გამძაფრდა და არ შენელებულა არეულობა, კლასთა ბრძოლა და საპასუხო შერკინებების ცდა დაპყრობილი ქვეყნების მხრივ. ერთი სიტყვით, გარეგნულად ძლევამოსილი და ბრწყინვალე იმპერატორების რომი შინაგანად მობერებულია.
“მდევარის” თარგმანთა სვეტი
კლასიკური ფილოსოფია: IV, კაცი ოქროს ბარძაყით – პითაგორა
ფილოსოფოსებს ყოველთვის უყვარდათ მათემატიკა. რთული გასაგები არაა, რატომ – ერთი რამ, რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ, ცოდნაა. ახლახან ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ ბერძენ ფილოსოფოსზე, ქსენოფანეზე, ვისაუბრეთ, რომელიც ერთმანეთისგან ასხვავებს ჭეშმარიტების დანამდვილებით ცოდნასა და უბრალო რწმენის ქონას. და თუ თქვენ ცოდნის კარგ, მყარ მაგალითს ეძებთ, მათემატიკა სწორედ რომ საუკეთესოა არსებულთაგან; უბრალოდ კი არ გჯერათ, რომ 2+2=4, არამედ ნამდვილად იცით. ან, სულ მცირე, ესაა, რასაც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს: მათემატიკა არის ერთგვარი ოქროს სტანდარტი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელია ცოდნის სხვა შესაძლო მაგალითების გაზომვა.






