გონების რელიგიის კანტისეული გაგება
კორექტორი: სოფიკო ქურდაძე სტატია გააციფრულა სალომე ონიანმა გელა გელაშვილის ბიბლიოთეკიდან 1804 წ. 28 თებერვალს აღმოსავლეთ პრუსიის მთავარი ქალაქი კიონიგსბერგი (დღევანდელი კალინინგრადი) უჩვეულოდ გამოიყურებოდა: დღესასწაული არ იყო, ეკლესიათა ზარები კი რეკავდნენ. მრავალრიცხოვანი საზღვაო ქალაქის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელი ამ დროს ერთ კაცზე ფიქრობდა, რომელიც ციხესიმაგრის შორიახლოს, საკუთარ სახლში ესვენა. ეს იყო 80 წელს მიღწეული ფილოსოფოსი იმანუელ […]
ინტერვიუ მალხაზ სონღულაშვილთან: სახელმწიფო და რელიგია საქართველოში
რელიგია, როგორც სახელისუფლებო იარაღი, სხვადასხვა მმართველობის პირობებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაშიც რელიგია საკუთარ დანიშნულებასა და გავლენის მასშტაბს სახელმწიფო და საეკლესიო ჯგუფთა მისწრაფებების მიხედვით იცვლიდა. ხელისუფალთა მიერ რელიგიის მიმართ გამოცხადებული მხარდაჭერა ზოგჯერ გულწრფელი, ზოგჯერ კი პოპულისტური მიზნებით იყო და არის განპირობებული. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რელიგიის გავლენა დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ისევ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. ამ თემის განსახილველად ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი თეოლოგიის პროფესორი, ისტორიკოსი, მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი მოვიწვიეთ.
ინტერვიუ ნინო ჩიქოვანთან: 2008 წლის ომის გააზრება აწმყო ცნობიერში
2008 წლის აგვისტოს ომი დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართო საზოგადოებრივი გავლენების მქონე მოვლენაა. მისი აღქმა და გაანალიზება ხალხში დღემდე სხვადასხვა ფორმითა და ინტერპრეტაციით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი თავად ერის იდენტობის, საზოგადოებრივი და კულტურული სტრუქტურების შესახებ ახალი და განსხვავებული დასკვნების საშუალებას იძლევა. მოცემული ინტერვიუ სწორედ ამ ომის საზოგადოების აწმყო ცნობიერში არეკვლას დაეთმო. ამ საკითხებზე სასაუბროდ კი ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურის კვლევების სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი მოვიწვიეთ.
სავლე წერეთელი
გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი სავლე ბენედიქტეს ძე წერეთელი დაიბადა 1907 წ. 1 თებერვალს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჯვარისაში (ახლანდელი სოფ. შრომა). დაწყებითი განათლება ამავე რაიონის სოფ. ბუგეულის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, ათწლედი კი ონში დაამთავრა. 1925–1930 წლებში ს. წერეთელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, 1931–1934 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით. 1938 წ. იგი ბრწყინვალედ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: „რედუქციული დასკვნა-დასაბუთების მეთოდები“.