ფუძემდებლური სოციოლოგიური თეორიები რელიგიის შესახებ (დიურკემი, მარქსი, ვებერი)
რელიგია, როგორც ცნება, მეცნიერთათვის საკმაოდ რთულია ასახსნელად. მისი განმსაზღვრელი ერთი ჩამოყალიბებული და დამტკიცებული განმარტება არ არსებობს. ემილ დიურკემის, რელიგიის სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აზრით, რელიგიის უმთავრესი ნიშანი საკრალურთან მიმართებაა. ამასთან, ზებუნებრივი ძალების რწმენა, რელიგიური რიტუალები და მორწმუნეთა თემი – ეს ის სამი ძირითადი ელემენტია, რომელთა თანაარსებობა, დიურკემის თანახმად, კონკრეტული ჯგუფის რელიგიურობის შესახებ გვამცნობს.
De Re Publica, ეპიზოდი 4: იდენტობის ფორმირება – ლიტერატურა
განვიხილავთ, თუ როგორ მოიხაზა ლიტერატურაში ქართული იდენტობის საზღვრები და როგორ განხორციელდა იგი საზოგადოებაში. მასალის სიმწირის გამო ვერ შევძლებთ, ვისაუბროთ სამწლიან პერიოდზე, მაგრამ მიმოვიხილავთ მის გარშემო ქართულ შემოქმედებას. ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელი ეპიზოდის სტუმართან, ბატონ ზაალ ჩხეიძესთან, ერთად. სანამ მასთან გადავალთ, ანი შეაჯამებს წინა პოდკასტებში განვლილ თემებს.