ქართული ურბანიზაციის შესახებ, ვატო ლეჟავა
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომრის აკადემიურ ინტერვიუში ქართული ურბანიზაციის აწმყოს მიმოვიხილავთ. ინტერვიუთა სერიის მეორე მოპასუხეა ვატო ლეჟავა. იგი არქიტექტურის სკოლის ურბანული განვითარების ისტორიის კურსს უძღვება თავისუფალ უნივერსიტეტში. ვატო ლეჟავა – შტუტგარტის უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიპლომირებული არქიტექტორი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი.
შფოთვის ისტორია: ჰიპოკრატედან DSM1-მდე
ტატიაში აღწერილია შფოთვითი აშლილობების ნოზოლოგიის ისტორია. ბერძენმა და რომაელმა ექიმებმა თუ ფილოსოფოსებმა შფოთვა განასხვავეს ყველა სხვა ტიპის უარყოფითი აფექტისგან და განსაზღვრეს, როგორც კლინიკური აშლილობა. ანტიკური ეპიკურელი და სტოიკოსი ფილოსოფოსები გვთავაზობდნენ ტექნიკებს უშფოთველი გონებისთვის, რომლებიც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომების მსგავსია. კლასიკურ ანტიკურობასა და გვიან მე-19 საუკუნეს შორის არსებულ პერიოდში შფოთვა არ ჯგუფდებოდა ცალკეულ დაავადებად. მიუხედავად ამისა,…
სახეობის პრობლემა ბიოსისტემატიკაში: ჩარლს დარვინი სახეობების შესახებ
დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველის ჩ. დარვინის თხზულების – „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის წელს (1859) გამოქვეყნდა ფრანგი ბოტანიკოსის დ. გორდონის გამოკვლევა, რომელშიც ასახულია ავტორისა და მის მრავალრიცხოვან თანამოაზრეთა დამოკიდებულება სახეობის ზოგადი თავისებურებების მიმართ. აი, ამ შრომის ზოგიერთი ძირითადი დასკვნა: სახეობები, როგორც წესი, არ იცვლებიან, ამიტომ ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხოლო ტიპური ფირმები ბევრად აღემატება შუალედურს; სახეობა შესაძლოა გადაშენდეს,…
ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორია: ინტერვიუ მარიამ კალანდაძესთან
“მდევარის” მეთექვსმეტე ნომერში აკადემიური ინტერვიუს რუბრიკაში ქართული სამოქალაქო აქტივიზმის ისტორიას მიმოვიხილავთ. ინტერვიუს მოპასუხეა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და ანთროპოლოგიის მაგისტრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი მარიამ კალანდაძე.
ანგია ბოჭორიშვილი ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ფსიქოლოგიის მკვლევარი (1902-1981)
გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი ანგია თადეოზის ძე ბოჭორიშვილი დაიბადა 1902 წლის 16 დეკემბერს, ს. ლახამულაში (ზემო სვანეთი) სასულიერო პირის ოჯახში, გარდაიცვალა 1981 წლის 15 აპრილს თბილისში: დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. სწავლობდა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა ოქროს მედალზე და შევიდა (1920) თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. პროფ. დ. უზნაძისა და პროფ. შ. ნუცუბიძის შუამდგომლობით…
დისტოპიის პოეტების ისტერია: პაოლო იაშვილი და მეგობრები
მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს შიშველი ფაქტების წარმოჩენას, მათზე ცივ, ცალსახა ანალიზურ მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის ტრფიალთათვის რთულია სათაყვანებელ შემოქმედთა ადამიანური სისუსტეების, მეტიც, მანკიერებების გაშინაგნება, აუცილებელია ისტორიას თვალებში ჩავაჩერდეთ და საკუთარი სამშობლოს წარსულს ვიაზრებდეთ ისე, როგორადაც მართლა იყო. მსიამოვნებს, რომ ავტორი ერიდება უეჭველობით მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების მკითხველისათვის მოხვევას და გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ მოცემულობებს, დასკვნის თავისუფლებას…