რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


  • ჟორჟ ბატაი და ცნობიერების მსხვერპლშეწირვა

    ჟორჟ ბატაი და ცნობიერების მსხვერპლშეწირვა

    თომას ჰობსი 1668 წლის ,,ლევიათანის“ გამოცემაში წერს, რომ ,,ცოდნა ძალაა“, – დიდი ალბათობით, ფრენსის ბეკონის შთაგონებით, რომლის ხელქვეითიც იყო იგი ახალგაზრდობაში და რომელმაც 1597 წლის ,,წმინდა მედიტაციებში“ განაცხადა, რომ ,,ცოდნა თავისთავად არის ძალა“. განმანათლებლობის ეპოქის მთავარ მსაზღვრელადაც სწორედ ეს იდეა იქცა – ადამიანმა უნდა დათმოს უმეცრება, შიში და ცრურწმენა, რათა კაცობრიობა საბოლოოდ გათავისუფლდეს. განმანათლებლობის ეპოქამ…

    დეტალურად

  • კვანტური ონტოლოგია, ანუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

    კვანტური ონტოლოგია, ანუ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

    თითქმის ოთხი საუკუნის განმავლობაში დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციაში უთქმელი, საზიარო შეთანხმება არსებობდა მატერიის ბუნების შესახებ. განმანათლებლობის საწყისებიდან და, კერძოდ, რენე დეკარტის „განაზრებანის“ კვალდაკვალ, ფიზიკური სამყაროს ონტოლოგიური სტატუსი მეტწილად განსაზღვრული იყო, როგორც Res Extensa – განფენილი სუბსტანცია. ამ მექანისტურ ხედვაში მატერია გააზრებულია, როგორც პასიური, გეომეტრიული და სრულად აქტუალური (actual); ეს არის „ნივთიერება“, რომელიც იკავებს სივრცეს, ფლობს განსაზღვრულ…

    დეტალურად

  • რა არის ფსიქიკა?

    რა არის ფსიქიკა?

    სამყარო მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვანი სამყაროს განსხვავებული ელემენტები (ნაწილები) სპეციფიკურ რომელობებს წარმოადგენენ. სამყაროს რომელობათა აღსანიშნავად გამოყენებულია სპეციფიკური ტერმინები. მეცნიერებამ დღესდღეობით იცის 5 ორიგინალური ფენა, რომლებიც, ფიქრობენ, მთლიანად ამოწურავენ სამყაროს არსებობის თავისებურებას. ესენია: ფიზიკური (არაცოცხალი), ბიოლოგიური (ცოცხალი), ფსიქიკური (სულიერი), სოციალური და გონითი. სამყარო, განხილული განვითარების ასპექტით, ფენათა დასახელებული თანმიმდევრობით გადაგვეშლება თვალწინ.

    დეტალურად

  • თომას ჰობსი და ფრანც ფანონი საფუძვლიანი ჯანყის შესახებ

    თომას ჰობსი და ფრანც ფანონი საფუძვლიანი ჯანყის შესახებ

    ინგლისელი ფილოსოფოსი თომას ჰობსი, რომელმაც უმეტესად პოლიტიკურ ფილოსოფიაში დაწერილი ნაშრომებით გაითქვა სახელი, თავის ყველაზე ცნობილ წიგნ „ლევიათანში“ განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბუნებითი კანონები, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, სახელმწიფოს დაარსების მიზნობრიობა, სახელმწიფოს დაშლის ან დასუსტების მიზეზები, რელიგია და ქრისტიანული სახელმწიფო, სხვა. აღსანიშნავია, ჰობსი მოღვაწეობდა იმ დროს, როდესაც ინგლისის სამოქალაქო ომი (1642-1651 წწ.) მიმდინარეობდა. ომში ერთმანეთს აბსოლუტური და შეზღუდული…

    დეტალურად

  • ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა

    ცხოვრების აზრი და თვითმკვლელობა

    ცხოვრების აზრის შესახებ შეკითხვა თვითონ არის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ცხოვრება ფარულად მუდამ შეიცავს ამ კითხვასა და გარკვეულ პასუხს მასზე. მაგრამ ეს კითხვა ხანდახან ფარულიდან აშკარა კითხვად იქცევა. ეს უბრალო შემთხვევა არაა. ამ კითხვის ფარულ და აშკარა არსებობას შორის დიდი სხვაობაა. კითხვის ფარული არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მასზე დადებითადაა ნაპასუხევი. კითხვის აშკარა არსებობა კი იმაზე მიუთითებს,…

    დეტალურად

  • ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი

    ლაკანის სიმბოლური წესრიგის ტყვეობა და ანტინატალიზმი

    ,,მე საკუთარ თავს ვცნობ ენაში, მაგრამ მხოლოდ იმ ფასად, რომ მასში, როგორც ობიექტი, ვიკარგები[1]’’. ჟაკ ლაკანისთვის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოაზროვნისა და ფსიქოანალიტიკოსისთვის, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რამ, რაც ადამიანს ფიზიკურ სამყაროსთან აკავშირებს, ენაა. ენა ლაკანისთვის არა უბრალოდ ურთიერთობის საშუალება, არამედ კაცობრიობის ისტორიაში ნებისმიერი საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებისა და არსებობის ქვაკუთხედია. ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება ადამიანი…

    დეტალურად

  • სალეხანა: ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა

    სალეხანა: ჯაინიზმის რიტუალური თვითმკვლელობა

    პირველი ჯაინი, რომლის შესახებ ცნობები ისტორიული წყაროებით დასტურდება, მაჰავირა იყო. საგულისხმოა, რომ მაჰავირამ საფუძველი ჩაუყარა ჯაინიზმს და განსაზღვრა მისი განვითარების მიმართულება. მაჰავირამ სიცოცხლე სალეხანით – თვითმკვლელობა ნებაყოფლობითი შიმშილის გზით – დაასრულა და ეს უკანასკნელი ჯაინიზმის რიტუალად აქცია. ჯაინიზმისთვის სახასიათოა მკვეთრად გამოხატული მიზანი, რომლის მისაღწევადაც განსაზღვრულია საშუალებები. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ შიმშილით თვითმკვლელობის ონტოლოგიური რაობა და მასთან…

    დეტალურად

  • რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

    რელიგიური გამოცდილება კინემატოგრაფში: გერმანული თეოლოგიიდან ტრანსცენდენტალურ კინომდე

    რწმენა, გათავისუფლებული სარწმუნოებრივი სისტემებისგან და წარმოდგენილი თავისი წმინდა ფორმით, დიდწილად განსაზღვრავს ადამიანური არსებობის გააზრების მნიშვნელობას. მაგრამ რწმენა ,,რელიგიური გამოცდილების“ გარეშე სრულყოფილად არ და ვერ მოგვეცემა – რელიგიური გამოცდილება განაპირობებს არა მხოლოდ რელიგიების არსებობას, არამედ, რაც მთავარია, წმინდა, მარტივი და თვისებრივი რწმენის განცდის შესაძლებლობასაც. სწორედ ამ გამოცდილების შესწავლას ემსახურება ქვემოთ მოცემული ტექსტი. ფილმი, როგორც თანამედროვე ეპოქის…

    დეტალურად

  • ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

    ირაციონალურის ცნების საკითხებისთვის

    ჩვენ შეიძლება სათაურიდანვე შემოგვედავონ, რომ უფლება არა გვაქვს მოვითხოვოთ იმის ცნების დადგენა და განსაზღვრება, რაც არ ემორჩილება რაციონალურ აზროვნებას და გადის მის ფარგლებს გარეთ, რომ აზროვნება ვერ ახსნის და ვერ დაადგენს იმის ლოგიკურ ნიშნებს, რაც ალოგიკურია, უცხოა მისთვის; ამდენად, ირაციონალურის ცნება ლოგიკური შეუსაბამობაა. თუ საკითხს ასე შევხედავთ, მაშინ ირაციონალიზმმა, როგორც ფილოსოფიურმა თეორიამ, არსებობაზე უარი უნდა…

    დეტალურად

  • სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

    სიბრიყვის დემოკრატია: ბრბოს ფილოსოფიური ანატომია

    ბრბოს სიბრიყვე, როგორც ერის არსებობის ფუძემდებლური პრინციპი, ახალი ცნება არ არის. ჯერ კიდევ პლატონი იყო დემოკრატიის, როგორც ხალხის (ბრბოს) მმართველობის, კრიტიკოსი. ფილოსოფოსის აზრით, ბრბოს სიბრიყვეს უმთავრესად განაპირობებდა მისი ყველა ერთეულის ჩართვა სახელმწიფოს მართვაში, იმის უგულებელყოფით, აქვთ თუ არა მათ შესაბამისი ცოდნა; სწორედ პირადი აზრიდან ჯგუფურზე გადასვლაა ბრბოს მმართველობის მთავარი პრობლემა და მისი სიბრიყვის საწყისი.

    დეტალურად

მდევარი