სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)
ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი. აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა…
სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა
სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც…
რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)
1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე…
დუმილის ანთროპოლოგია
1952 წელს, 29 აგვისტოს, დევიდ ტიუდორმა პირველად შეასრულა მავერიკის საკონცერტო დარბაზში ჯონ ქეიჯის „4’33“, ე.წ. ჩუმი კომპოზიცია. ტიუდორი სამ აქტად დაყოფილი 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში საკრავთან იჯდა ჩუმად, ფურცელს თუ გადაშლიდა, აქტებს შორის საკრავს თავს ახდიდა და უმალვე დააფარებდა. დარბაზში მხოლოდ მსმენელთა შრაშუნი, ჩახველება, „იმედგაცრუება ისმოდა“. ამ ნაწარმოებით ჯონ ქეიჯი ბევრი რამის დამტკიცებას…
ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი
ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს…