რედაქტორები: ბექა იობიძე, მარიამ გორდაძე.

სარედაქციო საბჭო: გვანცა ძამუკაშვილი, ანნა ამილახვარი, თიკო იობიძე, სოფიკო ქურდაძე, მარიამ გორდაძე, ბექა იობიძე.

კორექტორები: მარიამ გორდაძე, გვანცა გოგილაშვილი, ლიზი კაციაშვილი, თიკო იობიძე.

აკადემიურ ინტერვიუთა ჯგუფი: ანნა ამილახვარი, ანანო ყავალაშვილი, ბაკო ქობალია, ნინო ბარბაქაძე.

ტექნიკური ჯგუფი: გიორგი ლექვინაძე, პავლე ერიქაშვილი.


  • სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან

    სტიქიონის ანთროპოლოგია: ინტერვიუ ქეთევან გურჩიანთან

    სამყაროში ადამიანისა და ბუნების თანაარსებობა მუდმივი ურთიერთზემოქმედებით ხასიათდება. სტიქიური უბედურება კი ჩვენი ცხოვრების თანამდევი ხდება. საინტერესოა, რომ სტიქიონი ადამიანებისთვის სხვადასხვა დროსა და სივრცეში განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: მაგალითად, კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან იგი სამყაროსა თუ ღვთაებათა რისხვის გამოვლინებად მიიჩნეოდა, თუმცა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში სტიქიურმა უბედურებამ კოლექტიური ტრავმა ანდაც ახალი კულტურული თავისებურებანი წარმოშვა.

    დეტალურად

  • ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

    ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში

    რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გარეშე მტერთა განუწყვეტელი თარეშისა და შინაომების სარბიელად ქცეული დასავლეთ საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად შავ ზღვასთან მდებარეობდა და ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე დასავლეთს სწორედ ამ საზღვაო გზით უკავშირდებოდა, მთლიანად ახალი ჰეგემონის – ოსმალეთის გავლენის ქვეშ მოექცა.

    დეტალურად

  • ქართველი მოღვაწეების გაორება

    ქართველი მოღვაწეების გაორება

    მე-19 საუკუნის პირველი ათეული წლები, ეს არის რუსული პოლიციური აპარატისა და ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის დაპირისპირება, შეურიგებლობის უკიდურესობითა და რომანტიკული მელანქოლიით დატვირთული. ბევრი ძალა შეიწირა ამ ბრძოლამ. ვინც შერჩა ქართულ ნიადაგს, მათი სასოწარკვეთილი და მოწამებრივი სახეები განუმეორებელ ძეგლებად ისახება, როგორც ქართული ხასიათის, ჯიუტობისა და ამტანობის სანიშნო. დამარცხებამ ჩვენს ეროვნულ საზოგადოებრივ განვითარებას შინაგანი საყრდენი მოუშალა, ეროვნული…

    დეტალურად

  • დევნილები სამშვიდობოზე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან

    დევნილები სამშვიდობოზე: ინტერვიუ მალხაზ თორიასთან

    აფხაზეთის ომი 1 წელი, 1 თვე და 16 დღე გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად ქართულმა მხარემ დაახლოებით 15 000 ადამიანი დაკარგა. განსაკუთრებული სისასტიკით, სქესისა და ასაკის განურჩევლად, ეთნიკური ნიშნით მოკლეს დაახლოებით 5 800 უდანაშაულო ქართველი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 პირი. საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა 250 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ომამდე, 1990-იან წლებში, ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის…

    დეტალურად

  • როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია

    როგორ დაცარიელდა ცა, ანუ ათეისტური აზრის მოკლე (დასავლური) ისტორია

    რელიგია, როგორც ადამიანების ცხოვრების პირადი წესი, ერთმნიშვნელოვნად ახალი იდეაა დასავლურ სამყაროში. საუკუნეების განმავლობაში სწორედ რელიგიური სტრუქტურების გარშემო ყალიბდებოდა საზოგადოებები – რელიგია და ცხოვრება ერთმანეთისგან განუყოფელი, განურჩეველი იყო. ამ სინამდვილეში ათეიზმი, როგორც მკაფიოდ ჩამოყალიბებული დოქტრინა, მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვეობაში შეიქმნა. მიუხედავად ამისა, მისი საწყისები მსოფლიოს ადრეულ ეპოქებში მაინც შეიძლება ვეძიოთ. თუმცა პასუხი მრავალ კითხვას უნდა გაეცეს:…

    დეტალურად

  • წარსულის განგრძობითობა – პოლიტიკური უთანასწორობის თაობათაშორისი გადაცემა

    წარსულის განგრძობითობა – პოლიტიკური უთანასწორობის თაობათაშორისი გადაცემა

    პოლიტიკის სოციალიზაციის ათწლეულების განმავლობაში კვლევამ ცხადყო, რომ პოლიტიკაში ჩართული ხალხის შვილები ამ მხრივ მშობლების გზას აგრძელებენ. ეს მოცემულობა დემოკრატიისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, რადგანაც პოლიტიკური უთანასწორობა შესაძლოა მომავალ თაობებს გადაეცეს. წინამდებარე კვლევა ამტკიცებს, რომ პრობლემა იმაზე ყურადსაღები და სახიფათოა, ვიდრე აქამდე გვეგონა. მიზეზი გახლავთ ის, რომ წარსულში ჩატარებული კვლევები მხოლოდ ორ თაობას შეისწავლიდა და უგულებელყოფდა ბებია-ბაბუათა…

    დეტალურად

  • ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა

    ხელმისაწვდომი უსასრულობის ფილოსოფია, ანუ მათემატიკური განუზღვრელობა

    მითოლოგიით დავიწყოთ. ერთხელ ახალგაზრდა პიროვნებამ საკუთარ თავს ჰკითხა, – როდესაც დამზერად სამყაროში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, როცა სხვაგვარს ვერაფერს ხედავ, როგორ უნდა გაჩენილიყო აზრი უთავბოლო, შემოუსაზღვრელი სიდიდის შესახებ? ახალგაზრდა პიროვნებამ დაიწყო ფიქრი პირველ ადამიანებზე, რომლებიც, ალბათ, გარემოებაში მხოლოდ კანონზომიერებებს ამჩნევდნენ, ერთმანეთში გარდამავალ წესრიგს. ამიტომაც, თუკი დაინტერესებოდნენ, რა იყო მანამდე, ვიდრე თვითონ, ვიდრე არსებობა, ლოგიკურად…

    დეტალურად

  • ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

    ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

    ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს…

    დეტალურად

  • სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში

    სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში

    ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი.  აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა…

    დეტალურად

  • სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

    სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

    სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც…

    დეტალურად

მდევარი