• სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)

    სიმძიმის ილუზიის ანალოგი წნეხის არეში (მოტორული განწყობის თეორიის ექსპერიმენტული შემოწმება)

    ილუზიათა კვლევის ისტორიაში მნიშვნელოვანია ე. წ. სიმძიმის ილუზიის კვლევა. უკანასკნელი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ორ, სიმძიმით თანასწორ, მაგრამ მოცულობის მხრივ განსხვავებულ საგანს ვწევთ, ყოველთვის ერთისა და იმავეს მოწმენი ვხდებით: პატარა საგანი უფრო მეტი სიმძიმის განცდას იწვევს ჩვენში, ვიდრე დიდი.  აღნიშნული ჩვეულებრივი დაკვირვებითაც კარგა ხნის ცნობილი ფაქტია, ხოლო ექსპერიმენტული შესწავლის საგნად იგი ჯერ ფენერმა, შემდეგ კი მიულერმა…

    დეტალურად

  • სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

    სოკრატეს ცხოვრება და მოღვაწეობა

    სოკრატე ანტიკური ეპოქის უდიდესი მოაზროვნეა, რომელმაც ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების დარგის, ახალი მხარეების წარმოჩენით საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებრივი აზრის ახალ მიმართულებას. სოკრატემდელი ფილოსოფია უმთავრესად სამყაროს მოვლენების აბსტრაქტული პრობლემების შესწავლით კმაყოფილდებოდა და საზოგადოებრივ ცხოვრებით განპირობებული სოციალური მოვლენების მეცნიერულ შესწავლას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. ამ მხრივ სოკრატეს წინამორბედი არ ჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მატერიალისტ დემოკრიტეს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეთიკა როგორც…

    დეტალურად

  • რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)

    რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი (1887-1942)

    1860 წელს სოფ. კახში (ამჟამად აზერბაიჯანის სსრ) ინგილო გლეხის ოჯახში დაიბადა ბ ა რ თ ლ ო მ ე ზაქარიას ძე ხ უ ც ი შ ვ ი ლ ი – მამა რაჟდენ ხუციშვილისა. ბართლომე ხუციშვილმა დაამთავრა კახის ორკლასიანი ვაჟთა სასწავლებელი, რის შემდეგ გადავიდა ჯერ ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ – გორის სამასწავლებლო სემინარიაში. სამივე…

    დეტალურად

  • დუმილის ანთროპოლოგია

    დუმილის ანთროპოლოგია

    1952 წელს, 29 აგვისტოს, დევიდ ტიუდორმა პირველად შეასრულა მავერიკის საკონცერტო დარბაზში ჯონ ქეიჯის „4’33“, ე.წ. ჩუმი კომპოზიცია. ტიუდორი სამ აქტად დაყოფილი 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში საკრავთან იჯდა ჩუმად, ფურცელს თუ გადაშლიდა, აქტებს შორის საკრავს თავს ახდიდა და უმალვე დააფარებდა. დარბაზში მხოლოდ მსმენელთა შრაშუნი, ჩახველება, „იმედგაცრუება ისმოდა“. ამ ნაწარმოებით ჯონ ქეიჯი ბევრი რამის დამტკიცებას…

    დეტალურად

  • ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

    ძილის მოკლე ისტორია და ზოგადი ნეირობიოლოგიური ანალიზი

    ძილისა და სიზმრების ისტორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თანადროულია. ცოცხალი არსებები უკვე ათასწლეულებია საკუთარი ცხოვრების საშუალოდ ერთ მესამედს მძინარენი ატარებენ. კაცობრიობა შეეგუა „ტრადიციას“, რომ უკლებლივ ყოველ დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა მიეცეს მდგომარეობას, რომელშიც საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად გახევებული, ცნობიერებაწართმეული უნდა წარდგეს მეტად მძაფრი, ხშირად შემაძრწუნებელი ზმანების პირისპირ და დასრულებისთანავე წესისამებრ განაგრძოს ცხოვრება. მოცემულობა ასეთია, რომ ეს…

    დეტალურად

  • ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

    ვილჰელმ კონრად რენტგენი (W. K. RÖNTGEN)

    ფიზიკის ისტორიამ შემოინახა იმ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც ადამიანის საკეთილდღეოდ თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ან თავიანთი გამოგონებით გააუმჯობესეს ადამიანის ცხოვრება. ერთ-ერთი ამათგანია ცნობილი ფიზიკოსი ვილჰელმ რენტგენი. ძნელია წარმოდგენა მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახალხო მეურნეობის რომელიმე დარგისა, რომელიც რაიმე მიზნით რენტგენის სხივებს არ იყენებდეს. გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ვილჰელმ კონრად რენტგენი დაიბადა გერმანია-ნიდერლანდის სასაზღვრო ქალაქ ლენეპეში (ჩრდილო-დასავლეთი გერმანია)…

    დეტალურად

  • სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი

    სოლომონ მეფე და როსტომ რაჭის ერისთავი

    პირველი წერილობითი წყარო, რომელშიც რაჭის საერისთავოა მოხსენებული, XI საუკუნეს განეკუთვნება.  პროფ. ო. სოსელიას მიხედვით, ამ საერისთავოს არსებობა X საუკუნიდან უნდა ვივარაუდოთ.  თამარ მეფის დროს (1184-1213 წწ.) რაჭის საერისთავოს ფარგლებში თაკვერიც (ლეჩხუმი) შედიოდა, ხოლო 1230 წლისათვის იგი მხოლოდ რაჭით განისაზღვრება.  რაჭის ერისთავები – კახაბერიძეები – ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგში ჟამთააღწერელი მათ კახაბერის სახელის მიხედვით კახაბერიძედ…

    დეტალურად

  • ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან

    ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა სწავლებაში: ინტერვიუ ელენე ჯაჯანიძესთან

    სირთულე ზოგადი განათლებიდან იწყება, რადგან ეთნიკური უმცირესობებისთვის რეგიონების საბავშვო ბაღებში არაა ორენოვანი სწავლება (როგორც ქართულ, ისე  მშობლიურ ენაზე). შესაბამისად, უკვე სკოლაში მათ უჭირთ ქართული ენის შესწავლა. გარდა ამისა, ზემოხსენებული რეგიონების სკოლებში ქართული ენის პედაგოგები ძირითადად არ ჰყავთ, ან თავადვე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი არიან, რომლებიც ვერ ფლობენ კარგად ქართულს. ბოლო წლებში ეს საჭირობოროტო საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა…

    დეტალურად

  • რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო

    რადიკალიზაციის მნიშვნელობა, როგორც დაბნეულობის წყარო

    ტერმინ “რადიკალიზაციის” ბოლო დროს მოჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ მისი მნიშვნელობა ყველასთვის ერთი და გასაგებია. აღნიშნული სტატია საპირისპიროს ამტკიცებს. ტერმინი სამ შემთხვევაში გამოიყენება: უსაფრთხოების, გაერთიანებისა და საგარეო პოლიტიკის. თითოეულ მათგანს განსხვავებული წესრიგი გააჩნია და, შედეგად, ტერმინს სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებს. ეს დიდ ბუნდოვანებას ქმნის. ამ ვითარებაში გამოსავალი “რადიკალიზაციის” აბსოლუტური გაგებით გამოყენების შეწყვეტა გახლავთ.

    დეტალურად

  • საქართველოს შრომის კოდექსი: არსებითი და რუდიმენტული ელემენტები

    საქართველოს შრომის კოდექსი: არსებითი და რუდიმენტული ელემენტები

    შრომის სამართლის, როგორც სამართლის დარგის, წარმოშობა და ჩამოყალიბება ინდუსტრიული რევოლუციის განსაკუთრებით პირველ ხანებს უკავშირდება, რაც  ეკონომიკისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარებამ განაპირობა. სამუშაოს მიმცემისა და შემსრულებლის ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, წარმოიშვა სამუშაოს მიმცემის მიერ უფლებამოსილების გადამეტების საფრთხე, რომლისგან დაცვაც საჭირო გახდა.   შრომის სამართალი აწესრიგებს ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გავლენის მქონე უშუალოდ დამსაქმებელია,…

    დეტალურად

მდევარი